მიყვარს შორს ტყეში,პატარა სახლში,ბუხრის წინ ჯდომა და ფიქრი…
თითქოს, შეშის ტკაცუნის ხმა შენს, უთქმელ სიბრაზის ხმას გადმოცემს და მისი ნაპერწკლები? ნაპერწკლები შენი ცხოვრების ის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომლებიც ერთდროს გაბედნიერებდა,სინათლესავით გაიელვებდა თითოეულ დღეს, ბოლოს კი ჩაქვრებოდა…
რა კარგია, როდესაც ცხოვრებაში დგებაა მომენტები, იცნობ სხვადასხვა ადამიანს უახლოვდები,გულს იცლი მათთან და საუბრობ ყოველივეზე.
ალი?
ოჰ,ეს რთული რამა…იგი ზუსტად ისეე ქრება და მიაბიჯებს კვამლის სახით უკიდეგანო, გაყინულ სივრცეში, როგორც ის ოდეს ძვირფასი ადამიანები.
სულ რომ ადამიანები გაქრნენ შენს გვერდიდან, ვერ გაააქრობ წარსულს და მოგონებებს.
ჩემთვის ყველაზე რთული სასაუბრო წარსული და მოგონებებია.
ზამთრის სუსხიან ღამეს,მარტო, სასაერნოდ გასული ფიქრების უსასრულო ზღვაში ვცურავ…
მე იქ ვიკარგები!
ვისხენებ მომენტრებს და ვიღიმი ალბათ ყველას იტყვის გიჟია ამ სუსხიან ამიდში რას დაბოდიალობს ან რატომ იღიმისო?
მაგრამ…
ყოველივე ხომ სხვანაირადაა?
დაე გიჟიც ვიყო,დაე სულელიც ამას ავიტან,რადგან ზუსტად იმ მომენტებს ვიხსენებ,სადაც თავს ამ სამყაროში კარგად მაგრძნობინებს…
წარსული და ლამაზი მოგონებები…
ორი სიტყვის ასე მშვენივრად შეთავსება,მართლაც გასაკვირია!
და ბოლოს მაინც…
ეჰ… ალბათ მოგონებებიც მალე იმ ალის სახით გადაიქცევიან,როგორც ადამიანები…
დამწუხრებული კი კვალვ ბუხართან მოკალათებული დარჩები,ბოლოს ის ნაპერწკლებიც ჩაიწვება და მშვიდად მიგეძინება,მარადისობისკენ მიმავალ გზაზე კი ახალი ადამიანები გამოგზაფხიზლებენ…
