დღიურიდან #2

Comments

   ამბობენ პირველი ყველაფერი სხვაგვარად ლამაზი და გამორჩეულია, ის არასდროს დაგავიწყდებაო. მართალია. პიველი მაინც სხვაგვარად ორიგინალურია.

   კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. როგორ ვთხოვე პატიება და ვუთხარი რომ ვნანობდი, გადავწყვიტე მეცადა, გადავწყვიტე დამეძლია მთავარი შიში – სიყვარულის შიში. სასაცილოა არა? როგორ შეიძლება ადამიანს სიყვარულის ეშინოდეს?! ეს ხომ საოცარი შეგრძნებაა?! ხოო მე მეშინოდა. მეშინოდა და ვცდილობდი არ შემყვარებოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი შემდეგში რა მელოდა.

  მეშინოდა რომ საკუთარ თავზე მეტად შევიყვარებდი – ასეც მოხდა.

  მეშინოდა ის სიყვარული არ დამეკარგა – დავკარგე. ვერ შევძელი შენარჩუნება.

  მეშინოდა ღალატის, მოტყუების, იმედგაცრუების, მიტოვების…

ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ვნანობ. არ ვნანობ, რადგან იმ დროს მე უბედნიერესი ვიყავი, რადგან ამიხდა ოცნება – შემიყვარა და შვიყვარე. მრავალი შეცდომა გააზრებულად დავუშვი და არცერთი ვინანე, რადგან ამ შეცდომების წყალობით ბევრი რამ ვისწავლე და გამოვცადე ჩემთვის, აქამდე, უცხო შეგრძნებები.

   ხო რაც შეეხება პირველს. ეს ჩემი პირველი ურთიერთობა იყო. განსაკუთრბული და დაუვიწყარი. მახსოვს პირველი ჩახუტება – ისე ძლირად მიმიკრა მკერდზე, მის გულის ცემას ვგრძნობდი, საოცრად აჩქარებულ გულის ცემას, გულის, რომელმაც მე შემიყვარა.

  პირველი კოცნა – იმწამსვე ავწითლდი (ეს ერთადერთია რასაც ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავში).

  პირველი ტყუილი და სახლიდან გაპარვა მის სანახავად. ისე ვნერვიულობდი.

  ამ ურთიერთობამ მასწავლა, საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი. გამბედაობა და სითამამე შემმატა. ამ ურთიერთობამ პატარა, მეამიტი გოგონადან, ძლიერ პიროვნება ჩამოაყალიბა.

  როდესაც დავფიქრდები და გავიხსენებ, ყოველგვარი წყენისა თუ ტკივილის მიუხედავად, მაინც გამეღიმება და თავს ბედნიერად ვიგრძნობ, რადგან შევძელი, შევძელი და შევიყვარე…

  სასაცილოა ხო? ახლა კითხულობ და ფიქრობ, ვის რად ჭირდება შენი მომაბეზრებელი ,,დრამებიო“. მინდა წაიკითხო და გაიაზრო, მიხვდე რომ თუკი ოდესმე ვინმეს შიყვარებ, იბრძოლე მისთვის და არ დაკარგო და გაუშვა არაფრის ფასად, ის აღარ განმეორდება…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!