მიყვარდა, მაგრამ მიღალატა. ვაპატიე. ისევ მიღალატა. ,,ღალატის ლიმიტი“ ამოწურა. კიდევ ვაპატიე, მაგრამ არ დავუბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მინდოდა, ვერ დავუბრუნდი, რადგან რაღაც შინაგანი არ მაძლევს ამის უფლებას. არ მაძლევს უფლებას ისევ მისი მერქვას, მე ეს მინდა თუ არა.
ერთი თვე არ მენახა. დღეს შევხვდი. ის ისეთი შეცვლილია. ჩემთვის სრულყოფილებაა. ვისაუბროთო მთხოვა – დავთანხმდი. ვიჯექი და ვერცკი ვუყურებდი. რატომ? მისი ყურება ჩემთვის სასჯელია. საშინელებაა უყურებდე, მის სიახლოვეს იჯდე, ესაუბრებოდე და შეხება არ შგეძლოს. იმაზე ფიქრი თუ, როგორ შეიძლება შეეხოს სხვა, მაგიჟებს.
მისი სიყვარული მაგიჟებს.
სახლამდე მიგაცილებო – დავთანხმდი.
საღამოს მომწერა – ვუპასუხე.
ყველაფრის მიუხედავად, ყოველგვარი ტკივილის, წყენისა თუ სიბრაზისა, მასთან საუბარი მაინც მამშვიდებს.
დღემდე მის დანახვაზე სუნთქვა მეკვრის და გული მიჩქარედება. მასთან საუბრისას ყოველთვის ვნერვიულობ.
მიყვარს…
ვეძებ რაიმეს რაც მას გააამართლებს – ვერ ვპოულობ. ველოდები – არვიცი რას. იმედი მაქვს – არ ვიცი რის. არვიცი…
ზოგჯერ დავჯდები და მის ფოტოებს ვათვალიერებ, შემდეგ ამეტირება. ამდროს რაღაც მახრჩობს, რაღაც უხილავი, ყელში ძლიერად მიჭერს და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. უცებ გონს მოვდივარ, და ჩემს თავს ვეუბნები:
– რას აკეთებ? ვის გამო? იმისგამო, ვინც თავი ძლიერ შეგაყვარა მერე კი გიღალატა და დაგტოვა?
– მაგრამ მას ვუყვარვარ
-შენ მაგას სიყვარულს ეძახი?
– ხო მართალი ხარ…
მეძინება და სიზმარშიც მას ვხედავ. ვხედავ როგორ მიდის და მტოვებს. აფორიქებულს და ცრემლმორეულს მეღვიძება.
მიყვარს. ყველაფრისმიუხედავად მაინც მიყვარს და მეყვარება. ვერ ვივიწყებ. არვიცი რავქნა და ეს გაურკვევლობა მაგიჟებს.
