გულს ვერ უბრძანებ
თავი 1
-რას მეუბნებით ექიმო ხვდებით მაინც?!-ვიკითხე გაცხარებულმა და კაცს ლამის საყელოში ვწვდი.-ამბობთ რომ ერთი წელი დამრჩა? ჯანდაბა…კიმაგრამ მე ხომ ვმკურნალობდი.-თავი ხელებში ჩავრგე და ვცადე ნერვები მომეთოკა.
-ვწუხვარ ბატონო ალექს, ძალიან ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, კი, თქვენ მკურნალობდით თუმცა ეს დაავადება იმდნად ძლიერი აღმოჩნდა რომ …თქვენი გულის კუნთი ნელ-ნელა დუნდება და ჩემი ვარაუდით ერთ წელზე მეტს ვერ შეძლებს მუშაობას,ჩვენ ეს არ გვინდა, თუმცა გულს ვერ უბრძანებთ.-თვალებში მიყურებს და ისე მეუბნება ამ ყველაფერს.
-აპარატი რომ ჩამიდგათ?
-აზრი არ აქვს, ეგ ვარიანტიც განვიხილეთ, ასე უფრო დავაზიანებთ…
-კარგით, თუ ასეა, მშვიოდობით ექიმო , არ ვაპირებ დარჩენილი დროის თუმდაც ორი წუთის აქ დახარჯვას!-განრისხებული და აღელვებული გამოვვარდი კაბინეტიდან, ხალხის ბრბო სწრაფად გავარღვიე და წყლის აპარატთან მივედი, წყალი ჭიქაში დავისხი და ხელის კანკალით სწრაფად დავლიე, შემდეგ კი ღრმად ჩავისუნთქე და საავადმყოფო დავტოვე.
ჩემი სახელია ალექსანდრე, ალექსანდრე შუბლაძე, ოცდა ხუთი წლის ვარ, პროფესიით ჟურნალისტი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არაფერი ადარდებს , რომელსაც ზოგიერთებივით ლაღი ცხოვრება აქვს, სიმართლე არავინ იცის…არავინ იცის რომ ორი წლის წინ გულზე ტრამვისგან სერიოზული დაავადება დამემართა, აქამდე ვმკურნალობდი, ფარხმალს არ ვყრიდი, თუმცა შედეგი? დღეს ვიგებ რომ ერთი წელი დამრჩა, ჩემს ადგილას თავის წარმოდგენასაც არ გირჩევთ, არაფერი ყოფილა ამაზე მძიმე როცა იგებ რომ შენი სიცოცხლე მალე შეწყდება.
ორი წლის წინ მთლიანი ოჯახი:მე, დედა, მამა და ჩემი უმცროსი და ავარიაში მოვყევით, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ გადავრჩი, თუმცა ყველანი დავკარგე… ჩემს ცხვრებას აღარანაირი ხალისი აღარ ჰქონდა, თვეების მანძილზე სახლიდან არ გავდიოდი, არავის ნახვა არ მინდოდა, გული გამუდმებით მტკიოდა და ყოველი დღე მძიმე იყო ჩემთვის, ის პერიოდი საშინლად გადავაგორე, მაგრამ მალე გავიგე დაავადების შესახებ რაც კიდევ ერთი დარტყმა იყო ჩემთვის.
თავიდან არ მანაღვლებდა რა მჭირდა, ექიმთან ვიზიტს ყოველთვის თავს ვარიდებდი, თუმცა ის ექიმი იმდენად კარგი კაცი იყო რომ ცხოვრების სტიმული მომცა, ისე გამინათა გონება რომ ძალა მომცა მებრძოლა…სამწუხაროდ ისიც დავკარგე,შეიძლება ითქვას რომ აღარავინ დამრჩა და რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ეს ერთი წელიც კი გაიწელება, არაფერი მხევს უკან , არაფერი დამრჩება აქ.
წვიმისგან დასველებულ ასფალტს მივუყვებოდი, ხელები პალტოს ჯიბეებში მეწყო , ცხვირი კი საყელოში მქონდა ჩარგული , ნელა მივსეირნობდი სახლამდე მიმავალ გზაზე და ირგვლივ ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი, ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ის დღე მე რომ აღარ ვიქნებოდი, ვინმეს რაიმე დააკლდებოდა?
ერთი რამ ვიცოდი, მომენატრებოდა წვიმის ხმა, ბნელ ქუჩებში ხეტიალი, გაღიმებული ბავშვების ყურება სკვერში და მინდვრის სურნელი.
ასფალტს მივუყვებოდი და ვფიქრობდი…ძალიან ბევრს ვფიქრობდი.
სახლში მივედი თუ არა სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე , მადა საერთოდაც არ მქონდა, ლუდის ბოთლი ავიღე , სიგარეტს მოვუკიდე და სარკის წინ ჩამოვჯექი, ჩემს თავს თვალი შევავლე,თვალები ცრემლიანი მქონდა, ოდნავ ჩაწითლებული, უძილო ღამეები კარგად ასახულიყო სახეზე, წვრილი თითები სიცივისგან გამლურჯებოდა.
სარკესთან ვიჯექი და ვფიქრობდი…სწორედ მაშინ გადავწყვიტე რომ დავმტკბარიყავი ამ ერთი წლით, რომ გამეგო ყველაფრის გემო, რომ გამეჩინა მეგობრები, მეგიჟა და ის გამეკეთებინა რაც აქამდე მინდოდა და რისგანაც თავს ვიკავებდი, მგონი შევიშალე არა? მაგრამ მეპატიება.
ოთხშაბათი 17:25
დაახლოებით ერთი კვირაა რაც დღიურში ჩანაწერების კეთება დავიწყე, ყოველ დღეს მომხდარ ახალ, მნიშვნელოვან მოვლენას ავსახავ და კვირის ბოლოს ვკითხულობ, ერთი კვირა საკმაოდ სწრაფად გავიდა, სამსახურში დილის საათებში ვიყავი, შუადღისით სახლში ვბრუნდებოდი და დრო წიგნების კითხვაში გამყავდა, საღამოს კი ან ვსეირნობდი ან ფილმებს ვუყურებდი, ვისახავდი გეგმებს თუ რა უნდა შემეცვალა.
ერთ საღამოს სამსახურიდან შინ მისულს სურვილი გამიჩნდა ხალხმრავალ ადგილად წავსულიყავი, თუნდაც კლუბში, დამელია და გართობისთვისაც დამეთმო ცოტა დრო, შავი კლასიკური შრვალი და თეთრი პერანგი ჩავიცვი, კლასიკურ სტილს ყოველთვის ვანიჭებდი უპირატესობას, შავი თმა გვერდით გადავივარხცნე, ადეკოლონი მაისურზე მივისხი, პალტო მოვიცვი და სახლიდან გავედი.
უაზლოეს კლუბს მივადექი საიდანაც მუსიკის ხმა გამოდიოდა, შიგნით შევედი თუარა ალკოჰოლის და სიგარეტის მკვეთრი სუნი ვიგრძენი, დიდი ხანია ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ, დიდი ხანია არავინ გამიცნია იქ კი უამრავი ადამიანი იყო, ყველა ცეკვავდა და სვავდა.
თავდაპირველად ბარმენთან მივედი და ერთი ჭიქა ვისკი შევუკვეთე , სასმელი უფრო თავდაჯერებულს მხდიდა , მართალია ვისკიმ ყელი ჩამიწვა თუმცა მარტინიც დავაყოლე და შემდეგ სკამიდან წამოვდექი, ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე და საცეკვაოდ გავიჭერი, ჩემთვის ვიდექი და დავიწყებულ მოძრაობებს ვიხსენებდი, ალბათ ძალიან სასაცილო შესახედი ვიქნებოდი.
ერთი გოგო შევამჩნიე რომელიც გამუდმებით მეფლირტავებოდა, ხან თვალს მიკრავდა, ხან თმას ხელით ისწორებდა და თვალებს არ მაშორებდა, ლამაზი იყო, ნამდვილად.,თუმცა ლამაზი ქალების უმეტესობა საშიშია…რამდენიმე ჭიქის შემდეგ მასთან მივედი, მივუახლოვდი თუ არა ჩაიღიმა და შავი თმა გვერდზე გადაიწია, ვატყობდი ჩემგან ელოდა საუბრის ინიციატივას და საუბარი წამოვიწყე.
-ჰეი.-მივესალმე მას და გვერდის სკამზე ჩამოვუჯექი.
-ჰაი.
-მთელი ორი საათია გაკვირდები იცი?
-მართლა?-ვითომ არ სცოდნოდა ისე შეიფერა.-კიმაგრამ რატომ?-პასუხს მოთმინებით ელოდა.
-ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიმზიდველი ხარ.-გაწითლდა ,თუმცა ესიამოვნა კონპლიმენტი და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია.
-მადლობა.-მითხრა ყურთან ახლოს და იქვე კოცნა დამიტოვა, ტანში გამაჟრჟოლა, მივხვდი რაც უნდოდა, მეც ნასვამი ვიყავი , ისიც, ასერომ ცოტა ხანში კლუბის საპირფარეშოში გადავინაცვლეთ, მონდომებით დაეწაფა ჩემს ტუჩებს და პერანგი გამხადა, შემდეგ კი ჩემს ქამარს დაეჯაჯგურა…
საპირფარეშოდან გამოვედით თუ არა ისევ მაკოცა და ნომერი მობილურში ჩამიწერა, თუმცა ვიცოდი მომდევნო დღეს სულაც არ მექნებოდა მასთან დარეკვის სურვილი, დავემშვიდობე და საცეკვაო სივრცესთან მდგომ დივანზე ჩამოვჯექი, თავი უკან გადავწიე და ღრმად ამოვიოხრე, შემდეგ კი ისევ სმა განვაგრძე.
—–
დავდო გაგრძელება? ველი შთაბეჭდილებებს❣
