2013წ.
იწყებენ გლეხები მიწის ამობრუნებას, ახლა გაზაფხულია და ახალი სიცოცხლე უნდა ამოჰყვეს მიწას მეორე მხრიდან.
ყანები დაიზოლება მწვანედ და გაჩნდება არსებობის სურვილი…გვალვით დასიცხულ სიმინდის თავთვებს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი, მისი ამაზრზენი ხმა მოიტანს სიჩუმესა და შიშს… წამოვა კოკისპირული წვიმა და ეცდება თავთავები იხსნას უსიცოცხლობისგან. ზეცა აგუგუნდება, ღრუბლებს გაუჩნდებათ წითელი ბზარები და ვიგრძნობ სისველეს თმებში… ხელებს მაღლა ავაპყრობ და დავლოცავ ბუნებას.
მაშინ როცა ყველა სარკმელს შიგნიდან მოადგება, მე მინდორში დავდგები და შევიგრძნობ ყოველ წვეთს წვიმისას. მერე, ფეხსაცმელს გავიხდი და გრილ წყალში დავიწყებ თითების თამაშს, ალბათ ბედნიერებისგან გამეღიმება, გადავხედავ ყავას, თავთავებზე ისევ აკიაფდება არსებობის იმედი. ისინი ამაყად ასწევენ თავებს და პირღია დახვდებიან ზეცის მოწყალებას.
ცა გაიხსნება, დავინახავთ ლურჯ სიცოცხლეს. გამოჩნდება არნახულად ოქროსფერი მზე. მისი სხივები გააქრობს ნაცრისფერს. სულთან მომაწყდებიან ნაირნაირი ფერები და ვიგრძნობ სიმშვიდეს. ახლად დანაყრებულ თვთავებზე დაჯდება მგალობელი ჩიტი , და დაეხმარება მომავალს რო დაიმტვეროს და ნაყოფი გამოისხას. ადამიანეში გამძაფრდება კარგის მოლოდინი და ცუდზე აღარ იფიქრებენ.
სადღაც შორიდან შემომეპარება რაღაც ახალი, ლამაზი, გემრიელი, მაგრამ ახლდება შიში, რომ წვიმაში ხელებაპყრობილი ვეღარ დავდგები. თავთავებიც უმოძრაოდ იდგებიან. ისედაც გამხმარ, გაყვითლებულ თავთავებს მოსჭრიან უმოწყალოდ. ამას ალბათ ვერ გაუძლებენ ხეთა რიგები და დაიწყება ფოთოლთცვენა… პროტესტის ნიშნად გაშიშვლდებიან ხეები… ყვავილთა ფერები აგარ დაამშვიდებს ჩემს ფიქრებს… გაყვითლდება არემარე და ირგვლივ გამეფდება სიჩუმე, ადამიანები ამოწყალოდ გამოათხელებენ ხეთა რიგებს და ეცდებიან გათბობას, ბუხრებიდან ამონადენი კვამლი კი იმედის დამწვრის სუნს მოჰფენს არემერეს..
სამყარო გაშავდება, ბუნება იტირებს და ცრემლები თეთრ, ქათქათა ბამბებს წამოიყოლებს… დაიძინებს და თეთრად დაისუდრება ყოველივე, საბნად დაიხურავს ცივ სითეთრეს და შიშველი ფეხები გამიცივდება…
