…
…
ქუჩის გაყინულ კედლებს, ბზარვა რომ ჩასჭიდებია, ხელისგულებიდან შეჭრით შეუძლიათ გულების გაქვავება…
განა, ეს ჩვეულებრივი სიცივეა, – არა! ერთ ადგილას თავმოყრილი, ოცნებადამსხვრეული და თავზეხელაღებული ადამიანების ნამოქმედარია. ისინი დგებიან ყოველ დილას მკვდრები და უჟმური სახეებით მიიწევენ სადღაც, სადაც, არც კი უნდათ ყოფნა. ამ ” სულერთია” გამოხედვით რომ იწყებენ დღეებს და უსულო საგნებს ეთაყვანებიან…
…
ღამით, ეს სამყარო საკუთარ საბურველს იხსნის, სინამდვილეს აჩენს – პირველქმნილ არსებობას უბრუნდება.
საოცარია პირდაპირ, როგორ რყვნის ეს ხალხი ღამის სიწმინდეს…
გზაარეული მგზავრი ოხრავს და უკუნ სიბნელეში სამად იკეცება. მოშორებით ობობა ქსელს ხლართავს და სიშავის სიბლანტეში იტყუებს თავის მორიგ მსხვერპლს.
გულისმომკვლელია მისი ქვითინი, სულისშემძვრელია მისი ძახილი.
… და საათმა პირველს ჩამოკრა…
