მე და კედლები…! ხუთნი ვართ! ,,გამო’სავალი. “ მოძებნე! ,, გამო’სავალი” ბევრია, ,,გამო’სავალი” არსებობს! ექო!… გამო- სავალი, სავალი….სავალიი….იიიიიიიი ადამიანები ხომ ყველაზე გულწრფელები ღამით ვართ, სამსახურიდანდაბრუნებული, დაბანილი, უმაკიაჟო,წაშლილი სახე… გაწეწილი თმებიდან მიცოცავს წყლის წვეთები მხრებზე, იაფფასიანპიჟამაში შემოსილი, საზაფხულო თხელი ზეწრის ქვეშ ფეხის თითებსერთმანეთს ვუხახუნებ და ვხვდები როგორ მომწონს ფეხშიშველიყოფნა. თავისუფლების შეგრძნება თითოეულ უჯრედს სიამოვნებს. არავინ გიყურებს, არც მიმიკების დაყენება გიწევს, არც წელშიგამართვა, არც ყოველ წამს თმებზე შეხება და ხელით ჩამოსწორება, არც ლამაზად მოძრაობა, ფეხის ფეხზე ქალურად გადადება, არცბედნიერი სახის მიღება, არც თავაზიანი ღიმილი, თავდაჯერებულიმზერა. ის ხარ ვინც ხარ და ეს ყველაზე სასიამოვნოა. ყოველდღიურიადამიანური მოვალეობა მოხდილი ვწევარ და ვფიქრობ…. შეუძლებელია სამყარო ასე მარტივად იყოს მოწყობილი როგორც ჩანს. იბადები, იზრდები, ცხოვრობ (გააჩნია თუ გაგიმართლებს, ზოგიმხოლოდ სუნთქავს) ბერდები და კვდები. მორჩა. ოცნებები! რა ემართებათ მათ! სად მიდიან?! გქონიათ შემთხვევათქვენი ოცნება სხვას რომ აუხდა?! ხომ შეიძლება სადღაც შორსარსებობენ ჩვენი ოცნების შემსრულებელი ქმნილებები?! ჩვენვაგზავნით უმისამართოდ ოცნებებს, შემდეგ ეს ოცნებები განიხილებასადღაც, შემდეგ ამზადებენ და ისევ უკან აგზავნიან გამზადებულს დაფრთაშესხმულს! და ხშირად ადრესატები ერევათ . სასაცილოა არა?! ჩვენც ხომ ვუსრულებთ ადამიანებს ოცნებებს?! ოღონდზემოთხსენებული ქმნილებებისგან განსხვავებით ჩვენ ადამიანებშივცდებით. ადრესატი იგივეა მაგრამ თვითონ ადრესატი აღარაა იგივე! სიტყვები… რამხელა ძალა აქვს სიტყვას?! რამდენი შრომით და ოფლითნაშენების დანგრევა შეუძლია რამდენიმე ასოს, ერთად თავმოყრილსდა რამდენი ნანგრევის ერთ წამში აშენება?! მე…. მე მოვდიოდი და მომქონდა ბევრი სიტყვა შენთვის! ნაკუწ-ნაკუწნაშენები! მე მოვდიოდი… ყოველი კარის გაღებისას შენს თვალებსვეძებდი, ველოდი რას მეტყოდნენ! თვალები ხომ არასდროს ტყუიან?! ჩვენ ერთნი ვიყავით, მე ვახშამს ვამზადებდი და უთვალავჯერგეკითხებიდი გემრიელი იყო თუ არა, შენც დაუზარებლად მპასუხობდირომ უგემრიელესია, ჩვენ ოთახი ერთი გვქონდა, საწოლი ერთი, ზეწარიც ერთი, გრძნობებიც ერთი. სიბნელეში თითებით ვხაზავდი შენსზურგზე უფორმო ფიგურებს, გეხებოდი ისე თითქოს ბრაილის შრიფტითვკითხულობდი შენს გრძნობებს შენსავე სხეულზე, როგორც უსინათლო. როცა სიბნელეში ვიკარგებოდით შენი სხეული მკვეთრად ჩანდა. გიყურებდი და მეღიმებოდა. თვალებს ვხუჭავდი და ვცდილობდი შენიკანის სურნელის დამახსოვრებას. შენ ძალიან დაღლილი უმალგადაეშვებოდი ძილის უტოპიაში. მაცივრის უაზრო გრუხუნი, გარეთ ქარი, მტრედების ხმა ფანჯარასთან, რომელსაც ყოველ დილით შენი დატოვებული გამხმარი პურისნამცეცებით ვუმასპინძლდებოდი. ჩვენი ოთახი პატარა იყო და სულვფიქრობდი რომ ზედმეტად პატარა იმისთვის რომ ჩვენს ბარგთან, ავეჯთან, სხეულებთან ერთად, გრძნობებიც დატეულიყო. ბედნიერება… რატომ ჰგონიათ ადამიანებს ბედნიერება ჰორიზონტსმიღმა, რამე დიადი საგანი/ნივთი რომელსაც ფორმა, ზომა, ფერი, წონააქვს?! ყოველი გათენება ხომ სასწაულია?! ყოველთვის მაშინ ვიძინებ როცამზის პირველ სხივებს ვნახავ! ასე უფრო მშვიდად ვარ, ვიცი რომგათენდა და მომდევნო დღის დადგომასაც მოვესწარი. გამთენიისასუფრო ლამაზი ხარ. ნელა და ღრმად სუნთქავ. სახეზე გეფერები დამომწონს ეს სურათი, მაგრამ ჩემი ძილის დროა. ნაზად გაკოცებ დავგრძნობ როგორ ბნელდება, როგორ ვკარგავ ძალას, შენი სახიდან ჩემიხელი როგორ მოცურავს ნელა და წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევსაკუთარ თავს. მშვიდად ვიძინებ. კმაყოფილი ვარ! ღამე ძალიან კარგი დროა ფიქრისთვის. საკუთარ თავთანკამათისთვის, მეორე დღის დაგეგმისთვის. ხშირად ვფიქრობ ჩემსშეცდომებზე და საკუთარ თავს ისე ველაპარაკები როგორც უცხოს. ყველაზე ნაკლებად მინდა ვინმეს გული ვატკინო. ვცდილობ ჩემიშესაძლებლობები ავწონო და გავიგო რამდენად მაქვს ძალასხვებისთვის კარგი ვიყო, გამოსადეგი. მე ყოველთვის გისმენდი. მე ყოველთვის ვუსმენდი ყველას! იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ვიდრე თავად მემგონია. მე ყოველთვის მზად ვარ ყველაფრისთვის. შენ ის არ ხარ ვინც თავად შევქმენი შენში. შენ ყოველთვის მაშინ მიდიოდი როცა უნდა დარჩენილიყავი! მეყოველთვის ვეძებდი ხავსს. მე ყოველთვის ვეძებ ხავსს. ჩემთვის არასდროს არავის უკითხავს რა მინდა! როგორ ვარ?! რაზევოცნებობ?! ჩემთვის არავის უმზერია აღფრთოვანებულს გამთენიისას. მაგრამ ჩემივე სისუსტე მაიძულებდა ყოველი წერტილის დასმისადგილას, დამესვა მძიმე! შენ ყოველთვის ჩემს წერტილს გვერდითორ წერტილს მიუბამდი…. და ასე უსასრულოდ ! მე ყოველი პრობლემის წინაშე დამდგარს ფარად ამოგიდგებოდი დაგეძახდი – გამო’სავალი არსებობს! გამო’სავალი ვიპოვე! მე საბოლოოდ დავსვი წერტილი საკუთარ თავთან! ის ოთახი ახლა მხოლოდ ერთისთვისაა, ავეჯიც, საწოლიც, ზეწარიც…. ისევ გრუხუნებს მაცივარი, ისევ ქარია გარეთ, ისევ დაფრინავენმტრედები და გათენებას ელიან საუზმისთვის შენს ფანჯარასთან. მე… მე ვწევარ ჩემს საწოლში პიჟამაში შემოსილი, საზაფხულო თხელიზეწრის ქვეშ ფეხის თითებს ერთმანეთს ვუხახუნებ და ვხვდები როგორმომწონს ფეხშიშველი ყოფნა. მე და ოთხი კედელი! ჩვენ ხუთნი ვართ. ისევ ველოდები დილით ცაზემზის სხივების გამოჩენას, ამ სიამოვნებაზე უარს არასდროს ვიტყვი. მერე მშვიდად დავიძინებ. გარეთ ქარია. საკუთარ თავთან მარტოდარჩენის არ მრცხვენია და მეღიმება კმაყოფილებისგან! ჩვენ ხუთნი ვართ და თავს მარტო არ ვგრძნობ გათენებას ველოდები! ექო… გამო’ სავალი არსებობს! გამო’სავალი ბევრია, გამო’სავალი… სავალი… იიიიიი…..
Please wait...

