ქარისგან აკორიანტელებული, სცენის კვამლივით იდუმალი მტვრის ბუღი იდგა გზაზე და ისერებოდა წვრილ-წვრილ ზოლებად უსაშველოდ გრძელ მწკრივში მდგომი უკლებლივ ყველა ლამპიონის ურცხვი ნათებით. ცა შავი იყო, მოღამებული და ბედნიერად მოცინარი ვარსკვალავებისგან შემოძარცვული. მთვარე – სრული, ვერცხლისფერი და მეოცნებეთ თანამგრძნობი – ეულად დანათოდა რხევისგან წელში გადამწყდარ ხეებს და დედობრივი ალერსით ჩუმად ღიღინებდა ღამის მშვიდ მუსიკას მხოლოდ ცასთანContinue reading

მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი კაცი გამოჩნდა. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს სადღაც მიმალულსა და გარინდულს, საიმედო ნავსაყუდელში მიაგნეს და ახლა იქაურობას დაანგრევდნენ, ნაფშხვენებად აქცევდნენ უკლებლივ ყველა აგურს, რომ კედლები კვალავაც არ აშენებულიყო.უსახური და უხალისო შენობების თითქმის უკაცრიელი მოედანივით იყო ეს ადგილი, სადაც ჟაბოს, რახანია, არავისთვის მოუკრავს თვალი. სტუმრობდა აქაურობას და ეულად ერწყმოდაContinue reading
Please wait...


