“გონებით გამოძახილი”ნაწილი I
ნათესავებთან მყოფებს გარეთ გარეთ გასერნება მოგვინდა.მთელი დღე კი ისეთი შეგრძნებით დავიარებოდი თითქოს დღეს სამყაროს უკანასკნელი დღე დაგვსდგომოდა თავს.ყველაფერს გაფაციცებით ვუყურებდი,თითქოს მინდოდა არაფერი გამომრჩენოდა. მაძებარს ვეძებდი,ისეთ ვინმეს რომელიც სამყაროს დაუსაბამო ისტორიასწუთებში მომიყვებიდა.კარები გამოვაღეთ და სამყაროს გარე სივრცეში შევიჭერით,რომელიც დამწვარი სიჩუმით,გაბატონებულიყო ყველა და ყველაფერზედაც.მაგრამ სიჩუმეშიც იგრძნობოდა გამოუთქმელი გულწრფელობა,შინაგანი მხრეცური ხმაური რომელსაც მხოლოდ გაბატონებული სიჩუმით თუ მიაღწევდით.გამოვაღე კარები და სხვა აწყმოში გადავინაცვლე,რომელიც მარტო მე კი არა სხვებსაც ეკუთვნოდა .იმ სხვებს რომლებიც სუნთქავდნენ იმავე ჰაერს რასაც მე.დადიოდნე იმ მიწაზე რომელზეც მე დავფრინავდი,და ის სხვები რომლებიც ერთმანეთს ადამიანობით საზრდოობდნენ.გარეთ დავხეტიალობდით.მე კი ცას ავჰყურებდი,თითქოს მაძებარი ღრუბლებში იმალებოდა.ეს დღეებია ასეთი რამ დამჩემდა,ყოველთვის აღვაპყრობდი ხოლმე ზეცას საკუთარ თვალებს თანაც ძალზედ ხშირად,თითქოს იქ მართლაც მაძიებელი დაეხეტებოდა.შესაძლოა…