ჩემი ცხოვრება თითქოს მთავრდება,
სიკვდილის სურვილი თითქმის არ წყდება,
ყოველი დღე ასე ღამდება
და ეს ვერაფრით ვერ მეხმარება.
სიცოცხლეც თითქოს ახლა გაზანტდა,
ეს ჩემი ბედიც ჩემზე გაბრაზდა,
მე ამ წყეყლმა კარმამ დამცადა
და სულიერად ძირს დამანარცხა.
სიკვდილის ცდაში მწარედ ვწამდები,
ჩემს ბედთან ბრძოლაში, მუდამ ვმარცხდები
ყველგან საფრთხეს და ტკივილს ვაწყდები,
მაგრამ ვიბრძვი და უმალ ვაწვები.
მე ეს ცხოვრება არაფერს მაცდის,
ის ჩემს ყოფას და სიცოცხლეს განსჯის,
ის დამნაშავეს არასდროს არ სჯის
და ბოროტება ყოველთვის მჯაბნის.
ემოციებით მუდამ დაღარულს
გული მტკივდება, დანით დადაგულს
და ამ გრძნობებით, ვგონებ გაბადრულს
ვეღარ დავმალავ, მუდამ დაფარულს.
ისევ განვიცდი ბრაზს და სიბრალულს
და აღარ ვიგრძნობ წყეულ სიყვარულს,
ვეღარ ვაგრძელებ, მე წინ სიარულს
და სევდა არღვევს ამ ჩემს სინანულს.
ვიცი ეს არის ჩემი დღის ბოლო,
ეს იყო ჩემი ცხოვრები სოლო,
ჩემმა სისუსტემ მომიღო ბოლო
და დაიმარხა პატარა გოგო.