წლები გადის და დრო არ ჩერდება
მეც გავიზარდე სწავლა მეწყება,
უკვე მომავალს დავუწყე ფიქრი
და მალე წავალ შორ-შორი ფიქრით.
სკოლიდან გავალ, რადგანაც ახლა
სხვა საზრუნავი გამიჩნდა ვალად
უნდა სამშობლოს დავუდგე ფარად
და მოვუარო მარად და მარად.
თუ რამე იქნა ომშიაც წავალ,
თქვენ ნუ იღელვებთ, ვიქნები კარგად
ხელში იარაღს დავიჭერ მარდად
და გზას გავყვები მომავლის ნათლად.
სიმამაცე ხომ მასწავლეთ მარჯვად,
ახლა რა მოგდით ცრემლით, რომ მნამავთ.
თქვენ ნუ იდარდებთ, ვიქნები მაგრად
და სიკვდილის წინ წარვდგები მყარად.