სიყვარულის ექსპერტი არავინ არის
სიყვარულს თავად ღმერთიც ვერ განსჯის.
ეს სიტყვები არის ზუსტად რომ მათთვის
ვისაც ეშინიათ ძალის და მართვის.
გრძნობების გამხელის ნუ გეშინიათ
ეს სიყვარული ზუსტად ასეთია,
იგი იმონებს საერთოდ ყველას
და ჩვენს შეუცვლელ მომაკვდავ ბედსაც.
ის ყველას ართმევს მართვის უფლებას
და ყველას უცვლის მზაკვრულ ბუნებას
ის არ დაინდობს, არც დიდს, პატარას
და მითუმეტეს, ქალს და მამაკაცს.
სიყვარული, ხომ ყველას იმონებს
და მის ნაპერწკლებს ირგვლივ მიმოფენს.
მის თბილ ხაფანგში გული გაბმული
ამ ცხოვრებაში ვერას იღონებს.
სიყვარულისთვის თავსაც გავწირავ,
მე უიმისოდ ყოფა არ მინდა.
სიყვარულია ჩემი სამძღვარი
და ჩემი გულის დიდი ნადავლი.
სიყვარულია ცოდნის სამყარო
და ყველასათვის სულ საამაყო,
მისი შეგრძნებით ყველას გაათბობ
და ამ მიწაზედ სულ დანავარდობ. ♡