ტვინს არ შეუძია განარჩიოს წარმოსახვა რეალობისგან, ამიტომაც გვეჩვენება სიზმრები ამდენად რეალურად
***
[2 ივლისი 7-8 საათის მიდამო]
– ახლაც კი შეუძლია , მაგრამ არ გვესხმის თავს, გაგვიმართლა – თქვა ალექსანდრემ და ყველის ნაჭერი გადაუშვა პირში
– რატომ? რადგან კარგად იცის თამაშის წესები? და შენ გასწავლა? რადგან არასოდეს არ უნდა გამოიწვიო ის, ვინც გასწავლა თამაში? – სახეში არ შეუხედავს ისე კითხა ნატამ და თან კრევეტების სალათი დააგემოვნა
– არა, რადგან თავად შექმნა ეს წყეული თამაში და არა! წესები ბოლომდე Я и сам не знаю. ამიტომ აჯობებს, რომ საერთოდ არ გამოვიწიოთ.
– როგორი შეგრძნებაა? – ჩაეკითხა კოტე მადიანად ჭამისას გამოძებნილი რამდენიმე თავისუფალი წამის დროს
– როგორი შეგრძენებაა, როცა არსებოს ის, ვისაც შეუძლია ასე უბრალოდ, მოვიდეს და არიოს ყველაფერი, არ გკითხოს გეგმებზე ან სურვილებზე თავად გითხრას რა უნდა გააკეთო და თუ ბედი გაგიწყრა და არ დაემორჩილე, გაგიმართლებს თუ დღის ბოლოს თავი მხრებზე შეგრჩა … როგორი შეგრძნებაა, როცა დაუპატიჟებელ სტუმარს შეუძლია შემოვიდეს ოთახში, არც კი შეგეხოს, ჯანდაბას! არც კი გამოგხედოს, მაგრამ მაინც დაგიმორჩილოს?! – თავი მაღლა ასწია კოტემ ენით ტუჩები აილოკა, მკლავები მაგიდას დააყრდნო, ხელები ერთმანეთში გადახლართა და თავი ჩამოადო პასუხის მოლოდინში. ალექსანდრემ შეაჩერა კვება, ტუჩები შეიწმინდა. თვალი თვალში გაუყარა კოტეს და ისე უთხრა
– არასოდეს არაფერი მდომებია ნატასგან, უსაფრთხოდ და ბედნიერი, რომ ყოფილიყო იმისი მეტი!
***
ალექსანდრე გრძელ სკამს მიუახლოვდა და მარცხენა კიდეზე ჩამოჯდა, გულის ჯიბიდან ხის კოლოფი ამოიღო, კოლოფიდან კი ერთი ცალი თამბაქო ამოაძვრინა და გაუკიდა. მესამე ნაფაზი არ ჰქონდა დარტყმული ფეხის ხმა შემოესმა და სურნელით მიხვდა “იდუმალი სტუმრის” ვინაობას. არ შეიმჩნია გახედა სახლს, რომელიც ამ გაყინული ტბის თავზე იდგა. ნანა ნელი თანაბარი ნაბიჯებით მიუახლოვდა სკამს, გვერდით ჩამოუჯდა კაცს. არცერთს არ შეუხედავს ერთმანეთისთვის. ალექსანდრემ თამბაქოს ნამწვი იქვე ურნაში მოათავსა, ამოიღო მორიგი, გაუკიდა, ერთხელ მოქაჩა და ქალს გაუწვდინა ისე, რომ არ გაუხედავს მისკენ … ისევ! ქალმაც სიტყვაუთქმელად გამოართვა, თავადაც მოქაჩა ერთხელ და დაუბრუნა კაცს. ნიკაპი ოდნავ ზემოთ აღმართა და ცხვირ’პირიდან ერთოულად გამოუშვა ბოლი. ასე ცვალეს ერთმანეთის მიყოლებით მანამ, სანამ ნანა არ მორჩა და ნამწვი მარცხენა ხელის გულზე დაიდო, ოდნავ მიბრუნდა კაცისკენ, ჯერ კაცს გახედა, შემდგომ ნამწვზე გადაიტანა მზერა მარცხენა ხელი მომუშტა და როცა გახსნა ნამწვი სადღაც გამქრალიყო. მართალია კაცი ისევ წინ იყურებოდა, მაგრამ გაეღიმა ამ “ჯადოსნობაზე”.
ქალის “განახლებული” და არაბუნებრივი იასამნისფერი თვალები და თმა, სადღაც გაუჩინარდა და შეიმოსა მის ბუნებრივ ფერად … კუპრივით შავად!
– სულ მინდოდა ამ ტბის ზემოთ სახლი ჩამედგა, რომ ყოველ დილით გადმომეხედა და ეს ხედი მქონოდა წინ. აი, ვიღაცასაც იგივე სურვილი გაუჩნდა და ჩემგან განსხვავებით შესძლო აესრულებინა. ძალიან მშურს მისი! ახლა, ყოველ დღე შეუძლია გადმოიხედოს მისი აივნიდან და იცხოვროს იმის ნაცვლად რომ უბრალოდ იცოცხლოს და დაელოდოს როდის აღესრულება!
– ეს სახლი წყვილს ეკუთვნის. ქალის მამა წინააღმდეგი იყო მათი “შერწყმის” და ყველა შესაძლო ხრიკი გამოიყენოდა ამის აღსაკვეთად, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა … საბოლოოდ! დრომ მხოლოდ გააძლიერა მათი გრძნობები იმის ნაცვლად, რომ გაექარწყლებინა. ქალი ბავშებს ამზადებს რამდენიმე საგანში, კაცი კი კურიერია. ხანადახან გამოვლენ ხოლმე და “ცეკვავენ” ყინულზე ციგურებით.
– მოიცა, მოკვდავები არიან?
– Evet. უბრალოდ ადამიანები
– ძალიან კარგი ისტორიაა – თქვა ქალმა ცოტა ხნის დაყოვნების შემდგომ დაამატა
– მაგრამ რატომ მგონია, რომ მათი შემოსავლების პატრონი ამ სახლის აგებას, ამ ადგილას, ვერ შესწვდებოდნენ და მითუმეტეს ნებართვის აღებას მთავრობისგან ის მიწა, ხომ პარკს ეკუთვნის?
– მართალი ხარ. ეს სახლი ჩემი საჩუქარი იყო მათთვის. არც მიცნობენ და არც შევხვედრილვართ … არასოდეს! ეს სახლი წლების განმავლობაში მქონდა დაკეტილი და ყოველთვის, როცა აქ მოვდიოდი და ვხედავდი, გული მეკუმშებოდა
– ანუ გახსოვდა! არადა ერთადერთხელ მოგიყევი ჩემი სურვილის შესახებ ამ დღეს, ოღონდ ძალიან ბევრი წლის წინ
– რა დამავიწყდებდა? – ისევ დუმილი ჩამოწვა. მაგრამ ეს არცერთს არ შეუწუხებია, თითქოს თავ’თავიანთ სამყაროში იყვნენ და მხოლოდ დროდადრო გამოელაპარაკებოდნენ ერთმანეთს
– შვილები ყავთ? – იკითხა ნანამ
– ორი, ოღონდ საკუთარი არა. კაცის გარდაცვლილი ძმის ორი ტყუპი გოგონა –
– ტყუპები – ჩაილაპარაკა ქალმა და ბოლოს დაამატა
– შეიძლება შენი ტყუპები ვნახო? ძალიან მაინტერესებს როგორები არიან
– ამას მე არ ვწვეტ … მხოლოდ!
– დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი და ქეთოს დატოვება ერთ ოთახში “ზედამხედველის” გარეშე კარგი აზრია? მას ხომ ის აქვს, რაც მე მსურს, მე კი საკმარისი ძალაუფლება ამის წასართმევად! – კაცი დუმდა, არაფერს არ ამბობდა ისევ ნანამ გააგრძელა საუბარი
– ჯერაც არ იცით მათი შესაძლებლობები ხომ? თუ მასწავლებელი დაჭირდა კი იცი ვის უნდა მიმართო
– შენ?
– და სხვა უკეთესს სად ნახავ რო?
– ან არ აპირებ გადაწყვა ყველა და ყველაფერი პირველობისთვის?
– მაინც რომელი წყეული პირველობისთვის? – აშკარა გაღიზიანება დაეტყო ქალს
– ეგ მოკვდავების “პრივილეგიაა” მხოლოდ! ჩვენ უკვდავები კი მხოლოდ სიყვარულსა და ბედნიერევას დავეძებთ … მხოლოდ! თუმცა ზოგიერი ჩვენგანითვის უშედეგოდ – თქვა და ჩაფიქრდა ქალი, ალექსანდრე მაშინათვე ჩაერთო
– იქნებ თავად ძებნაშია პრობლემა? არასწორ ადგილებში და არასწორ მეთოდებში
– შეიძლება, მთავარია იმედი, რომელიც გვაძლევს უფლებას რწმენით ვუყუროთ შორეულ დღეეებს
– სწორად მოქცეულხარ, როცა ეს მშვენიერი სახლში მათ დაუთმე! –
– გმადლობ, ვიცი! – იყო კაცის ცივი პასუხი, აშკარა იყო არ სურდა ამ თემას შეხებოდა
– კარგი ადამიანი ხარ ალექს
– ადამიანი? – წარმოსთქვა ერთიანად ბრაზის ფერებში გახვეულმა კაცმა
– ჩემში ადამიანი, ასობით წლის მოკვდა, სწორედ მაშინ, როცა ჩემგან ფეხმძიმედ მყოფი, ცოცხლად დაგწვეს … ასე უბრალოდ იდგნენ და გიყურებდნენ როგორც რაღაც წყეულ შოუს თუ სანახაობას! მე კი წყეულ გალიაში გამოკეტილი მთელი ძალებით ვეხეთქებოდი ლითონის კედლებს და გავყვიროდი, თუმცა უშედეგოდ!
– ჰომ, დედაშენის შესაძლებლობები სათანადოდ ვერ დავაფასე … – ისევ დუმილი ჩამოწვა
– როგორც ვიცი ახალ დედა’დედოფალსაც ვასილისა დაარქვით, იმ წყეული “რეფორმატორად” წოდებული წყეული დედა’დედოფლის მსგავსად, ჩემს დროს რომ მართავდა ექვსივე მიწას და გარე პოლიტიკით იმდენად იყო დაინტერესებული, რომ შიდასთვის არ ეცალა, ამიტომაც ჩააბარა სანდო კადრს … დედაშენს! თავად კი ისტორიის დაწერა მოინდომა და “აზიურ კულტურად” წოდებული მეშვიდე მიწის მანამდე ჯერაც ვერც ერთხელ ვერ დამორჩილებულის შემოერთებით იყო გართული და ვერ ამჩნევდა თუ რა ხდებოდა მის ცხვირწინ! მთელი გულით იმედი მაქვს, რომ თქვენი ახალი გოგონა უკეთესი იქნება! და არა, გაბრაზებული აღარ ვარ, ასობით წლის წინ მოხდა ეს ყველაფერი, თანაც დედაშენმა მხოლოდ ის გააკეთა, რასაც ნებისმიერი იზამდა საკმარისი თავხედობა და თავდაჯერებულობა და გაბედაობა და ძალაუფლება რომ ჰქონოდა, როცა სიტყებით ვერ დამიმორჩილა, ძალა იხმარა და ეგ თეატრალური დადგმა გაათამაშა. – მძიმედ ამოიხვნეშა ქალმა და ცოტაოდენი პაუზის შემდგომ დაამატა
– როგორც უკვე ვთქვი, გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ აი, წყენას ვერაფრით ვერ უშველი ასე არ არის? გადამარჩინა უბრალოდ “გონება გამიწმინდა” და შექმნა რა ლეგენდა მის ახლად ნაპოვნ დაზე. ისევე როგორც შენ. შენც “გაგასუფთავა” და აგერ დგახარ ჩემს წინ იქ, სადაც პირველად გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში და აი, ახლა გიყურებ და ვიცი, რომ ორი წვეთი გრძობაც კი არ არის შენში ჩემს მიმართ. თუმდა ბედის ირონიით მაინც “ვიპოვეთ: ერთმანეთი. აი, მაშინ როცა ნატასთვის აღმზრდელი გჭირდებოდა მოხვედი ჩემთან, როგორც დეიდასთან. არც მე ვიცოდი ვინ იყავი და არც შენ იცოდი ვინ ვიყავი მე … სინამდვილეში! – ისევ დუმილი, თითქოს მოცემულად იქცა, სვენებ’სვენებით საუბარი თუ ძალების მოკრება … გასაგრძელებლად!
– ისე, შენმა კაპიტანმა იცი სიმართლე? რომ მთელი ეს ” მე მოძალადე არ ვარ და მე ვერავის ვერ მოვკლავ ‘განწყობა'” მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ მე შემოვაკვდი გაუცნობიერებლად? ერთ’ერთი თქვენეული ვარჯიშის შემდგომ ვერაფრით ვერ გავათბე, იყინებოდა. მაშინ არც მე ვიცოდი საკუთარი შეჭმარიტი შესაძლებლობები აი, ის რისიც ეშინოდა დედაშენს სინამდვილეში და რატომაც გამიმეტა მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვყოფილიყავი უბედური! ვერაფრით რომ ვერ გავათბე ბოლოს იმდენ რაღაცეებს ზემოთ, რაც დავაფარე ზემოთ, მეც მივეხუტე .. არ ვიცი რა მოხდა.. შემდგომ უბრალოდ გამოვიღვიძე, რომელიღაც წყეული სახლის, რომელიღაცა წყეული სარდაფის სამედიცინო პუნქტში – ზიზღით გამოსცრა ქალმა
– გამოღვიძებიდან ათობით წელი დამჭირდა იმისთვის, რომ უბრალოდ რამე, საერთოდ რაიმე … მეგრძნო! ისევე როგორც შენ! ასზე მეტი წელი დაგჭირდა იმისთვის, რომ გეგრძო რას ნიშნავს იყო ადამიანი. ჩემი რეალური მოგონებები, ძველი მოგონებები და “ვითომ დეიდობის” ეპიზოდებიც დროდადრო მახსენდებოდა წლების მანძილზე – ქალი ერთიანად გადაეშვა მოგონებებში და მხოლოდ მაშინ დაბრუდა, როცა ალექსანდრემ განაახლა საუბარი
– ცეცხლის დანახვისთანავე გამოვიქეცი ქოხიდან და შემოვვარდი სახლში და დაგინახეთ შენ და ის თავად უვნებელი იწვა შენ კი როგორც ჩანს რაღაც მომენტში თავი მიადე და მისმა “ალერგიულმა რეაქციამ ნებისმიერ შეხებაზე” … არაფერი არ გახსოვს, რადგან იქვე დაიწვი ერთიანად და მთლიანად და როცა გოგონა ხელში ავიყვანე და უსწრაფესად გამოვიყვანე გარეთ, ხელიდან გამივარდა, მხოლოდ რეგენერაციის უნარის წყალობით გადავრჩი იმ დღეს… შემდგომ სოფიას ვთხოვე გოგონასთვის “გაეწმინდა გონება” ვთხოვე მის გონებაში დაეტოვებინა მწირი ინფორმაცია შენზე… სამოგზაუროდ წახვედი, ბედნიერი იყავი და შენზე საუბარი საჭირო აღარ იყო მეტად! შემდგომ ჩემს უახლოეს ადამიანთან, ნიკოსთან, წავიყვანე ტაძარში და მანდ იზრდებოდა.
– რადგან ასე “დავმეგობრდით” შეიძლება ვიკითხო სად არის ჩვენი შვილი? ვიოლეტა! ყველგან ვეძებე და ვერსად ვერ ვიპოვე – კითხა ნანამ. კაცი დუმდა
– აჰა, ჰო! როგორ გამომრჩა! რომელიღაც მოკვდავში გყავს განსხეულებული იმისთვის, რომ …
– დავიცვა შენგან – მოუჭრა კაცმა
– მე არ ვარ ის ურჩხული, რომელიც დედაშენმა დაგაჯერა მას შემდგომ, რაც გონება გაგისუფთავა! იცი, მისი დის როლში როცა ვიყავი, შეხვედრებზეც თან დავყავდი. წყეული დედა’დედოფალი ვასილისა მანამ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას დაატკიცებდა ან შემოთავაზებას დასთანხმდებოდა, ჯერ მას, დედაშენს, გამოხედავდა … სწორედ! და თუ დედაშენი ხმას არ ამოიღებდა და უბრალოდ მოსვამდა ჭიქა წყალს, მაშინ და მხოლოდ მაშინ ამტკიცებდა გადაწყვეტილებას და თანხმდებოდა შემოთავაზებას.
ნანა წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა გაყინუნლ ტბას , უცებ მოტრიალდა ქალი და კითხა კაცს
– ვიცეკვოთ … ?! – ალექსანდრემ პირველად გაუსწორა თვალი ქალს და მალევე მოაცილა
– ბოდიში, მაგრამ ფეხსაცმელები თან არ მაქვს – ქალი ისევ მიბრუნდა ტბისკენ და ისევ მობრუნდა, მალევე,
– მაგრამ მე ხომ შემიძლია … – თქვა და თავისი ჯადოსნური თითები ჯერ აათამაშა შემდგომ კი მაღლა აღმართა და ორივე მათგანის უბრალო ფეხსაცმელები, საციგურაო ფეხსაცმელებად აქცია. ალექსანდრემ შეათამაშა ქუსლები.
– ერთი ზომით პატარა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამასაც არაუშავს – წაკბინა ბოლოს და ისევ შეხედა თვალებში … მეორედ!
– გინდა, რომ გთხოვო? – შეფარული გაკვირვებით კითხა ქალმა
– ცუდი არ იქნებოდა! – იყო კაცის პასუხი
– შეიძლება ვიცეკვოთ? lütfen. გპირდები არაფერს არ დაგიშავებ ! – წაკბინა ქალმა … ისევ!
– უთხა ობობამ ბუზს – ვალში არ დარჩა ალექსანდრეც. ნანამ ხელი გაუწვდინა და თავი ოდნავ გადახარა. კაცმა ერთი კარგად ამოიხვნეშა და ჩაკიდა … ქალს … ხელი.
– იცოდი, რომ მოვიდოდი? – კითხა ნანaმ და გაყინული ტბის ცენტრისკენ შეიწია და თან ხელი არ გაუშვია კაცისთვის
– ბოლო ორასი წელია, ამ დღეს, ამ დროს აქ მოვდივარ – ნანამ ხელი გაუშვა კაცს და მისკენ მობრუნდა
– მოდი ის გავაკეთოთ, რაც მაშინ პირველად, როცა აქ მოვედით, თუ გახსოვს რა თქმა უნდა – წაკბინა ქალმა და თვალები გადაატრიალა, კეკლუცურად
– მელოდიის გარეშე? და თან მაგ მოძრაობების გასაკეთებლად მოგიწევს მენდო, რომ ხელს არ გაგიშვებ მაშინ, როცა ჰაერში აგწევ და ნუთუ საკმარისად მენდობი ამისთვის?
– მოცემულ მომენტში სხვა არჩევანი არ მაქვს. აი, მელოდია კი მე … ვიქნები … შენში! – იდეალური პასუხის პასუხის შემდგომ შეჰყურებდნენ ერთმანეთს ცოტა ხანს, სანამ უკვე კაცმა არ გაუწოდა ხელი. ქალმაც ჩაკიდა ხელი თვალმოუცილებლად. ალექსანდრემ პატარა ნაბიჯი გადადგა უკან ქალი დაბზრიალდა და ზურგით მიეკრო კაცს მკერდზე. ალექსანდრემ მარჯვენა ხელი წელზე მოხვია მას, ქალმა მარცხენა ხელი არასწორად ჩაკიდა, და როცა კაცმა ხელი გაუსწორა, უპასუხა არ გაჟღერებულ კითხვაზე
– უბრალოდ მინდოდა გადამემოწმებინა თუ ისევ გახსოვდა … 200 წელი გავიდა და …
– და კიდევ 19. ჯამში 219 წელი. მოდი მათემატიკის გაკვეთილები შემდეგისთვის გადავდოთ …
– შემდეგისთვის? როგორი თავდაჯერებულები ვართ დღეს – წაკბინა ქალმა … ისევ! ალექსანრემ არაფერი არ უპასუხა. ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და კითხა ბოლოს
– Готова?
– Родилась готовой!
– Ну тогда …
ყველა მოძრაობა მეტად იდეალურ შეასრულეს “საკმაო ხნიანი შესვენების” შემდგომ და ბოლოს, დასასრულისას, მათ სახეებს შორის ნემსის ყუნწის ოდენა დაშორება დარჩა … მხოლოდ!
– გმადლობ – წარმოსთქვა ნანამ, როცა გასწორდნენ
– ჯანდაბას! მაინც მომაჯადოვე … ისევ! – წარმოსთქვა კაცმა ბრაზნარევი ხმით
– უთხრა ბუზმა ობობას – იყო ქალის მორიგი წაკბენა, მარცხენა ხელი ლოყის გავლით თმაში შეუცურა ახლოს მოიზიდა და ლოყაზე ძლიერად აკოცა კაცს! ალექსანდრეს რამდნიმე ათეული წამი დასჭრდა მიღმიერი ზღაპრული ზეციური სამყაროს ღრუბლებიდან მიწაზე და რეალობაში … დასაბრუნებლად! ამასობაში, კი ნანა მშვიდად უყურებდა მის წინ თითქოს ფეხზე ჩაძინებულ კაცს..!
– მადლობის ნიშნად შეგიძლია მითხრა რა იქნება შენი შემდეგი სვლა? – კითხა კაცმა იმედიანად
– А откуда я знаю я ведь просто плод твоего воображения и только ! – გაიკვირვა ქალმა, შემდგომ პატარა შავ ნაწილაკებად დაიშალა და ჰაერში გაიფანტა … მტვერც’ცალო!
————
შემდეგი თავის დასახელება – ანასტასია [აწ უკვე] სტიუარტი : გენერალშა, გთავაზობთ ნაწყვეტს
ალექსანრე იდგა ყინულის მოედანზე თავისი უბრალო ფეხსაცმელებით. წამით იმაზეც დაფიქრდა თუ რა მოხდა და რაც მოხდა რამდენად იყო რეალური? იქნებ გონება ეთამაშებოდა … ისევ! მკლავზე იპწკინა! ე.ი. რეალურად მოხდა ის ყველაფერი. უკან მოაბრუნა თავი. კაცმა ტელეფონი ამოიღო და ანასტასიას დაურეკა
– იცი, მგონი ნანა ვნახე
– სად ხარ? – მოისმა ტელეფონის მეორე ბოლოდან აღელვებული ხმა
– ბოლომდე არ ვიცი რეალური იყო თუ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი – არ უპასუხა კაცმა, ჯერაც თავის ფიქრებში წასულმა
– მეგონა უფრო მეტი დრო მქონდა… სად ხარ მეთქი? –
– მეტი დრო რისთვის? – ანასტასიამ ენაზე იკბინა
– ის გარდაცვლილია .. – წარმოსთქვა ალექსანდრემ და აშკარა იყო. თავისი სიტყვების ბოლომდე თავადაც არ სჯეროდა – I held her in my arms and watched how life disappeared from her eyes
– Sorry, love, but she is very much alive and is coming for all of us . It’s only a matter of time before she makes a move. The deadly move to us all