0

ხანდახან რთულია რაღაცა დაამთავრო,თუმცა რთული არ უნდა იყოს ჯერ კიდევ რაღაც დაუწყებლის დამთავრება. როცა რაღაც არც დაწყებულა, მისი დამთავრება საჭიროც არ ხდება,ერთია როცა რაღაც ნამდვილად იწყება და მეორე, როცა ეს შენ გგონია ,რომ დაიწყო.ყველაზე საშინელი თვისება რაც ადამიანს გააჩნია ისაა,რომ იჯერებს იმას რისი დაჯერებაც მას თავდ სურს და არა იმას რაც რეალურად არის.ჩემს შემთხვევაში კი ყოველთვის პირიქით იყო, არასოდეს არაფერს ვიჯერებდი ალბათ იმიტომ, რომ ნამდვილად არ მჯეროდა, ან იმიტომ რომ არ მინდოდა მისი დაჯერება.ბოლოს მაინც ერთი რამ ხდება, სიმართლე კარზე გიბრახუნებს და შენ მაინც გიწევს საკუთარი ილუზიების დანგრევა.შეიძლება ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს, რომ სადღაც,ვიღაც სრულიად უცნობს,იგი წრფელი გულითა და მარადიული სიყვარულით უყვარს.ვერც შენ წარმოიდგენ იმას,რომ მე შენგან ასე შორს შენით ვარ გარშემორტყმული და ყველაზე წრფელი და ამოუხსნელი გრძნობით გეტრფი.ადრე არ მჯეროდა ერთი ნახვიდ სიყვარულის, მაგრამ მივხვდი სიყვარული გრძნობაა და არა დანახვა, სიყვარულს გრძნობ არ ხედავ.მეც ზუსტად ასე გიგრძენი, ერთი წლის წინ ზუსტად იმ გრძნობით გიგრძენი,რომელიც ასე მაშინებდა მაშინ მივხვდი როგორი წინაააღმდეგობაც არ უნდა გამეწია ჩემი თავისთვის შენ უკვე შემოიჭერი ჩემში და ამას ვერ დავაიგნორებდი, მაშინ მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობდი,როგორ შემეძლო მყვარებოდი ისე რომ არც კი გიცნობდი. საბოლოოდ მივხვდი,რომ იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე ნებისმიერი შენი გარშემომყოფი.ჯერ კიდევ იმ ასაკიდან გიცნობ, როდესაც არ იცოდი ცხოვრებისგან რა გინდოდა, ჯერ კიდევ იმ ასაკიდან შენი უსაზღვროდ, რომ მეშინოდა,სახელის წარმოთქმაც კი მაშინებდა, იმ ასაკიდან გიცნობ როცა ჯერ კიდევ უცოდველი და ბავშვური თვალები გქონდა,იმ ასაკიდან გიცნობ როცა ჯერ ვერც კი ვხვდებოდი, რომ ის ადამიანი იყავი ვისი სულიც მე მეკუთვნოდა, ის ვისაც ჩემი სული ეკუთვნოდა,იმ ასაკიდან გიცნობ, როცა ხელში სიგარეტით ბესეტკაში მჯდომი უსასრულო ჰორიზონტს გასცქეროდი და თვალებში სევდის კვალი გეტყობოდა. ყველა წამს, როცა შენს მზერას მაზიარებ სამყარო პაუზდებოდა და იქ მხოლოდ მე და შენ,ჩვენ ვრჩებოდით.სიყვარული გრძნობაა,რომელსაც ვერ გრძნობ.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving