მაშინ როდესაც, ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთის დასავიწყებლად სჭირდები და ეს შენც კარგად იცი, რთულია დაიჯერო რომ ის რაც არასოდეს გახდებოდა, მხოლოდ მოგონების ნაწილი, მალე რეალობად იქცევა და დარჩები ისევ მარტო, საკუთარ თავთან, მხოლოდ იმიტომ რომ ენდე, შეგიყვარდა, დიახ, უანგაროდ, უმიზეზოდ მაგრამ, მრავალი მიზეზით… შენში ვნებები, ერთმანეთში აირია, გული და გონება არ ემორჩილება ერთმანეთს, სწორედ ეს არის გრძნობების დასაწყისი შეიძლება პირიქითაც მოხდეს, შენი ცხოვრებიდან წავიდნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდი რომ სამუდამოდ შენთან დარჩებოდნენ, შენი ცხოვრების ისტორია, იქნებოდა ისე როგორც, ზღაპრებში და რაღა თქმა უნდა ზღაპრის ბოლო ტექსტი “და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად”
მაგრამ ეს ხომ რეალური სამყაროა, იშვიათი ბედნიერი დასასრულით… ყალბი გრძნობებითა და ყალბი ადამიანებით სავსე სამყარო სადაც, დანდობა არ იციან… გაგყიდიან და კვლავ საუკეთესოს ნიღბებს, მყარად მოირგებენ და გაგიღიმებენ
საყვარელი ადამიანი, დიახ ადამიანი რომელიც, გიყვარს და გენატრება სულში რომ აღწევს ბედნიერება, გადის დრო და ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი ანგრევს მარადიულ ურთიერთობებს, ერთად აღარ ხართ და
ყველა ადამიანი გეუბნებათ “ის შენთვის აღარ უნდა არსებობს” მაგრამ, შენ მაინც ის აკრძალული ხილი გჭირდება რომელსაც, შინაგან განადგურებამდე მიგიყვანთ …
ნამდვილი სიყვარული, ბევრს არ ესმის და არ იცის. არაზუსტია სიყვარულის მათემატიკა, აი ბავშვობაში, შენობის კედელზე დაწერილი სიტყვები, ამას+ის = სიყვარულს დრო ხშირად უცვლის პასუხებს ამიტომ არის რომ ვერავინ დაწერა, სიყვარულის მათემატიკა და თუ დაწერა, თავად ადამიანები შეცვალა დრომ და ამით ცინიკურად გვითხრა “სიყვარული, სწორედ მაშინ არის მარადიული, თუ კი მწვერვალზე სიკვდილს მიუსწრებს”
ამიტომ, წავშალოთ ჩვენი ფორმულები, დავრჩეთ მხოლოდ მე და შენ მხოლოდ პლიუსით და თუ რას ვუდრივართ და რანი დავრჩებით ამაზე დრომ იფიქროს დღეს ხვალ ზეგ და სამუდამოდ…….

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!