0

ზღაპრები ჰეფი ენდით მთავრდება ხოლმე, მაგრამ ამ ზღაპრის დასასრული დასაწყისშივე განწირული იყო…
☆☆☆
ხო წავედი, უბრალოდ წავედი, რადგან მიზეზი ვერ ვიპოვე, ვერ ვიპოვე რომ დავრჩენილიყავი. რა აღარ გავიხსენე, მინდოდა მოგონებებს და ჩვენს მომენტებს ჩავჭიდებოდი, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, უკვე ყველაფერი გვიანი იყო და აზრს მოკლებული. აღარც არაფერი გამაჩნდა, ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი გარდა საკუთარი თავისა, თუმცა უკვე ამაშიც ეჭვი მეპარება. სარკეში, რომ ვიხედები მიკვირს ასე როგორ დავეცი, ან რატომ, ბევრჯერ ვიკითხე, მაგრამ პასუხი არავინ გამცა, მარტო დავრჩი და მხოლოდ საკუთარ ექოს ვუსმენ. ამ მოსმენამაც დამღალა, მინდა რომ ერთხელ, ერთხელ მაინც ვინმე დაინტერესდეს რატომ, რატომ მოვიქეცი ასე… მეგონა, შენ მაინც იქნებოდი ის ერთი, განა შევცდი? სად დავუშვი შეცდომა? ნუთუ მეც ასე მოგექცეოდით? და იცით რა იყო ამის მიზეზები? ამაზე ფიქრში დღეები და ღამეები გავატარე, რომ ჩემი შეცდომები მეპოვა და რააა თურმე ყველაფერი ერთი დიდი შეცდომა ყოფილა, თავიდან ბოლომდე მხოლოდ დიდი შეცდომა იყო ყოველივე, შენ კი ეს არასდროს გითქვამს, არასდროს მიგითითებია შეცდომისკენ, ნაწილობრივ ეს შენი ბრალიცაა, მაგრამ მარტო მე ვიტანჯები და ვისჯები…. რაც მთავარია ყველაფერი იმ უსუსური გრძნობების გამო ჩავიდინე, იმის გამო რომ უბრალოდ მჯეროდა, რომ ნამდვილი იყო, ამაშიც შენ დამარწმუნე. დღეს კი ვეღარაფერს ვგრძნობ ნუთუ ეს ასეც უნდა ყოფილიყო?
ვიცი, რომ დამცინი და საცოდავი გგონივარ, მაგრამ განა შენც ჩემნაირი არ ხარ? არა?! მაშინ მერწმუნე, რომ იქნები, რადგან როგორც გითხარი სამუდამო და სამარადჟამო არაფერია… როცა იგივეს გამოცდი რასაც მე, შენც ჩემნაირი გახდები, ყველა გაგთელავს, გიხმარს და როგორც ერთჯერად ცხვირსახოცს ნაგავზე გისვრიან. დაავიწყდებათ თუ როგორ გაუწიე დახმარება, რადგან ახლა მათთვის მხოლოდ ბინძური ხელსახოცი ხარ.
ვიცი, რომ კარგად ვსაუბრობ და ვყვები, მაგრამ ხარ კი შენ გულითადი მსმენელი? მკითხველის/მსმენელის დანიშნულება იცი რა არი? გაგონილი და წაკითხული ყველა საიდუმლო ჩუმად და უთქმელად უნდა შეინახოს, ესეც ერთ-ერთი კავშირია. ახლაც უარყოფ ყველფერს? თუ დრო გჭირდება გეტყვი, რომ ის სწრაფად გადის და ბევრი აღარ დაგვრჩა ამიტომ ამაზე ფიქრი ახლავე დაიწყე სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა…
ნუ გგონია, რომ დავნებდი, უბრალოდ დავიღალე, მთელი ცხოვრება ბრძოლით დავიღალე. ძალა რომ აღარ დამრჩა განა ეს ასეთი დაუჯერებელია?! ყოველთვის რობოტივით უგრძნობი კი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ვნატრობ ნეტა მართლა ვყოფილიყავი, აღარ მეტკინდბოდა მაინც. ახლა ამ ყველაფერს ტკივილნარევი სიცილით ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ამას არ ვიმსახურებდი, ნდობის და სიყვარულის სანაცვლოდ ღალატს და უსამართლო მოპყრობას არ ვიმსახურებდი, ძალადობა არ დამიმსახურებია!
თუმცა შენზე დიდი მოძალადე მე ვარ, რომელმაც საკუთარ თავზე, სხეულზე, ნათესავებზე და გრძნობებზე იძალადა, იძალადა თავისი სიჩუმით და გულუბრყვილობით. …
რა? ამას რატომ მეკითხები? განა ყველას არ გვიყვარდება?! დიდი ხნის წინ, მეც ხომ ადამიანი ვიყავი და რათქმაუნდა გოგო, რომელიც ბედნიერებას და სიყვარულს ეძებდა. დიდი ხანი ვეძებე (ნეტავ ეს დრო გაწელილიყო და არდამდგარიყო) და ვიპოვე, ის საყვარელი ბიჭი, ბიჭი რომელიც სულ მაცინებდა და ჩემს ცხოვრებაში ნათელ სხივს გავდა, როგორც იტყვიან სიყვარულმა დამაბრმავა, დამავიწყა საკუთარი პრინციპები, ღირსებები და სამყარო. როცა დედა და მამა ჩხუბობდნენ არ მესმოდა რატომ, დედა სულ მეუბნებოდა: რომ გაიზრდები გაიგებო… ზუსტადაც გავიგე, ძალიან მწარედ და სასტიკად. მას ადრე ვამტყუნებდი ახლა კი საკუთარი თავი მეზიზღება, მეზიზღება, როგორც შვილს და როგორც ქალს.
განა ასეთი სიყვარული შეიძლება?! შეიძლება ისე გიყვარდეს, რომ სიკვდილამდე გტკიოდეს?! გტკიოდეს ძალიან და გაუსაძლისად?! თურმე არსებობს… არსებობს და ისიც მე ვარ. გული ამომაცალეს და თვალწინ დამიჩეხეს, ნაფლეთები კი დაწვეს… ეს კი… ძალიან მწარე და მტკინვეულია… (ტირის) აღარ მინდა მტკიოდეს და ვიტირო, დავიტანჯო და დავისაჯო. განა მარტო სიკვდილია ჩემთვის გამოსავალი?! ყველაფერს მხოლოდ ამით დავასრულებ?!….

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!