fbpx
0

უსულოდ ვგდივარ ნაცნობ კიბეზე,
ვიღაც ჩამძახის ესეც ინებე …
გულში არსებულ ნაღველს ვინელებ,
მაგრამ ტკივილი თვალებს მიბნელებს.

სული შენ გამო ეშმაკს მივვედრე,
შენ კი იარა გამიძლიერე.
ვერ ვხვდები ასე როგორ მიგენდე,
როცა მომკალი და გამიმეტე.

ერთ დროს ყველაფერს ისე ვნატრობდი,
გული მიძგერდა, პირით ვნათობდი
მე ამ შეცდომებს არა ვნანობდი:
ახლა კი მკვდარი, მწარედ ვნაღვლობდი.

თურმე გრძნობებით, მე შენ გართობდი,
პრინციპებსაც კი არ ვღალატობდი
ტკბილი სიტყვებით ისე მათრობდი
და ჩემს ზურგს უკან მწარედ მასხრობდი.

მთელი სხეულით ტანჯვას განვიცდი,
პასუხის გამო ვფიცავ, დავიცდი.
ვიცი მკითხველო ახლა დამცინი
თუმცა კი ხვდები და შენც განიცდი.

ჩემს თავს შევცქერი მწარედ მომღიმარს,
მახსოვს ამბობდით: კარგს არ მოგიტანს!
ძირს დაცემული, სისხლი მომიცავს
და თვალზე ცრემლი, წვეთ-წვეთ მოდინავს.

ახლა ვიგრძენი თავი ქვასავით,
ვერ შევიყვარებ სხვას მე მასავით,
მე მივიცვალე ყველა სხვასავით
ეხ, სიყვარულო, დაე, ნახვამდის.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!