fbpx

სიყვარულის დღესასწაული

0

ფანჯარა ღიაა.

 მუსიკა ხმადაბლა.

კაშკაშებს ცისფერი მთვარე ზაფხულის ღამის ცაზე და ჰფენს ნათელს ქალის სხეულს მუხლებში მოხრილს და მოცახცახეს. მისი წიაღიდან უფერული სითხე ჟონავს, თითებს შიგ იცურებს და გრძნობს მის სიბლანტეს. თვალებს ხუჭავს და გრძნობს – მისი ქმარი, მისი სიყვარული, მისი ცხოვრება და სიკვდილი საწოლის კიდეზე ზის. მთვარის მკრთალი შუქი ედება მის ისედაც ქათქათა სხეულს, გამოკვეთს ფორმებს და ასხვაფერებს.

ქალი მისკენ მიიწევს, უხეშად ებღაუჭება მხარზე, თუმცა, კაცმა იცის მისი სხარტი ხელების აზრები – რაოდენ დიდი სიყვარულითა და სითბოთი მოძრაობს. თვალებს თვალებში უყრის. შუქი მათ სახეებს ვერ წვდება, ვერ აღწევს იქამდე, თუმცა ორივემ კარგად იცის, როგორი გამომეტყველება აქვთ.

– მეტი მინდა- ჩურჩულებს ქალი და – მთლიანად მინდიხარ. შენი გონება მინდა, შენი აზრების საბურველში გამხვიე, შენი სული მომეცი, გამაღმერთე. – არასდროს მოგთხოვ იმაზე მეტს, ვიდრე მე არ შემიძლია შენთვის მოცემა. – ყურში ჩასჩურჩულა და ხმა ჩაუწყდა ზედმეტი ემოციისგან. სულ მთლად კანკალებდა. მამაკაცმა მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა, ეამბორა და თვალებზე მიიფარა, თავისი თბილი ხელი კი ქალს მიაფარა ხავსისფერ თვალებზე.

– ყვავილს ჰგავხარ, ქარმა რომ მოსტაცა მინდორს და გადააფრინა შორს, სიცოცხლისუნარიან ყვავილს. გინდა ლილია იყო? ლურჯი ლილია? – ხმადაბლა თქვა კაცმა.

 – მე თუ ყვავილი ვარ, შენ რა იქნები?- მის ხმაში აღფრთოვანებისგან გამოწვეული დაბნეულობა იგრძნობოდა.

 – ოღონდ მაკოცე, მომაკარი ატმისფერი ტუჩები და ფეხქვეშ გაგეგები, შენს ნიადაგად ვიქცევი მუდამ გაცოცხლებ, არ დაგივიწყებ.

ხელები დუნდება.

 თვალები ანათებს სიბნელეს.

გული გულისთვის ძგერს. სხეულნი ერთმანეთს ეკვრიან.

 ამოისუნთქეთ.

 “მოდი. ჩქარა. შემავსე.”

სული დაილია, ოფლი დაიღვარა მეტად საამო. ვერცხლისფერი იყო ღამე იგი სიყვარულისა. გარეთ, ტყეში , ფერიები ზეიმობდნენ ზაფხულის ბოლო ღამეს და სიყვარულის დღესასწაულად გადაქცეულნი ორნი უგდებნენ გულის ხმაურს თავდავიწყებით.

facebook კომენტარები
ტეგები:
Აირჩიე შენი რეაქცია!