მე შენთან ყოფნა მინდოდა მწადდა,
შენი თვალები მდუმარედ მწვავდა,
მაგრამ ცხოვრება არაფერს ჰგავდა
და ეს სიცოცხლეც უშენოდ მკლავდა,
მე სიყვარული შენთან მეწადა
მსურდა ცხოვრება ერთად გვეცადა
მაგრამ სიყვარულს დღეს არ ეცალა
და სულდამწვარი შორს გაგვეცალა.
ამ ცხოვრებაში რაღაც მემართა,
რომ შენი სახე კიდევ მენახა,
ამ გულის მეტი არა მებადა
თუმცა მიხმობდა და კვლავ მეძახდა
და ჩემი გულიც, შენზე დამწვარი
შენზე ოცნებას, ფიქრებს ბედავდა,
შენი თვალები კი ამ სიყვარულს
დრო გადიოდა და ვერ ხედავდა.
არა მგონია, სხვა ცხოვრებაში
ამ სიყვარულზე კიდევ მედარდა,
მაგრამ შენს მეტი ჩემს სიცოცხლეში,
სხვა ქალის ბაგე არა მენატრა.
გნახე დაჭრილი სისხლით დაცლილი
და გულის ცემა უფრო მემატა,
შენთან ამბორი, კოცნა მინდოდა
და ვერ შევძელი, რამე მეკადრა,
მე ეს ფიქრები და სურვილები,
თანდათან უფრო ნელა მკეტავდა
და გული ჩემი, ამ სიყვარულით
მუდამ და ჩუმად ასე ფეთქავდა.