ადამიანი პატარ-პატარა ნამცეცებისგანაა შექმნილი.
ზოგი ნამცეცი უფრო პატარაა, ზოგი – უფრო დიდი.
ადამიანს ცხოვრება ნელ-ნელა აძრობს ამ ნამცეცებს, ზოგს უფრო მტკინვეულად, ზოგს უფრო ნაკლებად. გაფანტული ნამცეცები ჰაერში დაფრინავენ, ეძებენ მათ “პატრონს”, მაგრამ ვერ პოულობენ, იკარგებიან და ქრებიან.
პატრონიც ეძებს თავის დაკარგულ ნამცეცს, ეძებს, მაგრამ ბოლოს მაინც ნებდება, ფიქრობს ვეღარ იპოვის, არ ფიქრობს რომ ის ისევ არსებობს და მას ელოდება. ადამიანები არ იბრძვიან მათი დაკარგული ნამცეცებისთვის, ისინი ივიწყებენ მათ, თითქოს არც ყოფილან და ახალი ნამცეცების შესაგროვებლად მიდიან უფრო თბილ ქვეყნებში,რადგან ცივ ქვეყნებში ქარი,წვიმა და ქარიშხალია, უფრო გაუსაძლისია, უფრო რთულია.
ასეთია ადამიანის ბუნება, რაც მარტივია იმისკენ მიილტვი, არ იბრძვი, არ ეძებ, არ პოულობ.
თუ ეძებ და ვერ იპოვე ესეც არ განაღვლებს, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი, რომელიც თავის ნამცეცებს კარგავს და მიმოფანტულს ტოვებს, ცარიელდება, კარგავს სინათლეს, კარგავს სიღრმეს, რომელიც მასში იყო, მაგრამ აღარ ეძებს.
პატარა ნამცეცი უყურებს როგორ ტოვებს თავისი პატრონი.
ტირის, ტირის, ეძახის, მაგრამ მისი ხმა არავის ესმის.
ცივა, ქარიშხალია, წვიმაა.
ნამცეცი უყურებს როგორ მიდის თავისი პატრონი თბილ ქვეყნებში,
უკან არ იხედება.
ნამცეცს სცივა, ძალიან სცივა
ბოლოს კი ქრება.
“მერე რა რომ მას სცივა?!
მერე რა რომ ის გაქრა?!” – ფიქრობს პატრონი.
#ლიკა