მე დავბრუნდი,როგორც ქრისტე,გარდაცვალებიდან მესამე დღეს აღვსდექი,იარებით,სარკესთან ვდგავარ და იარებს ვითვლი,ჩუმად ვჩურჩულებ-არ გაბოროტდევითვლი,1,2,3 და ვხვდები რომ სათვალავი ამერია,წყალს ვატან გონებიდან ადამიანებს,რათა გავიღვიძო ხვალაც და ზეგაც,იგისავით წელში გამართულმა ვიარო,თვალებში სიცოცხლის ის ერთი მტკაველი იმედიც არ ჩაქვრეს,რომ შევძლო გარეთ გასვლა იმისათვის რომ მოხუცებთან ერთად ქუჩაში ჩამოვჯდე,ყოველ დილით მზესთან ერთად გავიღვიძო,და დარჩენილი სითბო,ყველა იმ გამვლელს დავურიგო,რომელსაც სჭირდება,ან გავაკეთო დიდი მაღაზია,სადაც შემოხვალთ,და მე ვეცდები თქვენი დაცარიელებული ნაპრალი შევავსო,მე ვიცხოვრებ მანამ,სანამ შევამჩნევ რომ ჩემი თვალები ციმციმებს,და სანამ ჩემი სითბოს კოლოფი ბოლომდე არ დაიცლება.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!