ცხელი შხაპის ქვეშ დგახარ, წყლის წვეთებს შენი ცრემლები უერთდება და იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს…ასე ვერავინ მიხვდება რომ ტირი, რომ გტკივა.
ფიქრობ…ნუთუ ასეთი უფერული ხდება შენთვის ყველაფერი?იქნებ თავად გააუფერულე შენი ცხოვრება? ეს ფიქრიც გღლის, საერთოდაც ყველა და ყველაფერი გღლის, გამუდმებით ერთი და იგივე, და შვება არსად ჩანს.
სიცარიელეს გრძნობ უკვე მერამდენედ , სიცარიელე გავსებს
საკუთარ თავს ეკითხები, რაღა გაბედნიერებს ადამიანო? პასუხი კი არსად ისმის