…
მზად ვარ, დავინახო თეთრი მტრედი, სისხლით დასვრილი. მზად ვარ, დავინახო ძვლები, გადაფცქვნილი კანის ქვეშ. მზად ვარ, დავინახო ლითონის გზატკეცილი.
მაგრამ მეშინია. მეშინია ეიფორიის რომელიც ოქროს ქვეყანაში, მათთან ცეკვის დროს შეიძლება ხელიდან გამომეცალოს და იქ დავბრუნდე სადაც ჩემი ადგილი არაა.
როდესაც სამყაროს წითელ ფერში ვხედავ, როდესაც ჩემს წინ არსაიდან მოსული ნაიარევები იწყებენ გამოჩენას და როდესაც ფერფლის ნახვის სურვილი პიკს აღწევს, მაშინ ვწვები ზურგზე და უკიდეგანო ცას ჩემი ოთახის დემონებთან ერთად ვუწყებ ცქერას.
ვუყურებ ვარსკვლავებს და მთვარეს, ვუყურებ ღრუბლებს და არარსებულ მეგობრებად ვთვლი.
ანარეკლიდან ხმები ისმის და ჩემს თავში დაუკითხავად იჭრებიან, იქექებიან ჩემს სულში და ბოლო იმედის სხივსაც აქრობენ.
აივნიდან უმიზნოდ ვიყურები, ქარს ვუსმენ. მე კი საპასუხოდ არავინ მისმენს. იმ გაქუცულ თოკებს ვუყურებ, ჩემი სახლის წინ რომ ფრიალებენ. ცდილობენ არ გაწყდნენ და დამპალ ხეებს ძლიერად ჩასჭიდებიან, უაზროდ. ბავშვებს ვუყურებ. საწყალ, დახეულ ფეხსაცმელებს როგორ ისვრიან ჰაერში, იმ იმედით, რომ ფეხსაცმელები მიწვდებიან ლამპიონების მავთულებს და ზედ უიმედოდ დაეკიდებიან.
…
მინდა მაპატიოს ყველა იმ მტრედმა ვისი სახელითაც ვისურვე არაფერზე ფიქრი. მინდა მაპატიოს ყველა იმან, ვისაც ასეთივე წითელი ნაიარევი დავანახე. მაპატიონ, ღრუბლებმა, ვარსკვლავებმა და მთვარემ ასე უსირცხვილოდ რომ ვთხოვ მოწყვეტას და ჩემთან მოსვლას. მაპატიონ თოკებმა მათი ძალა, სისუსტე რომ მეგონა. მაპატიონ იმ საწყალმა დახეულმა ფეხსაცმელებმა ასე მაღლა რომ უნდათ ასვლა და ბავშვებმა ასე რომ ეხმარებიან მათ.
900 წელი ხომ ცოტა არა არის?
და ახლა როცა შეიძლება ის ფერფლად ქცევის ოცნება რეალობად იქცეს, მინდა არ ვინანო რომ არ მოგწერე, არ ვინანო რომ არ მოგწვდი და ეს ყველაფერი არ გითხარი.
თუ ისევ ვერ გნახავ, შემდეგ ცხოვრებამდე, თუ კიდევ 100 წელი დამჭირდება შენს საპოვნელად, მინდა მანამდე, შენს გონებაში მაინც დავრჩე ამ წერილის სახით.
-რომელი საათია?
-10.
-წვიმს.
-მერე რა?
როდესაც მისი ცივი თითები, თბილი შემოდგომის წვიმიან საღამოს ჩემს თითებს შეეხო, ვიგრძენი როგორ გაფერადდა სამყარო წამის მეასედში. როდესაც მთელი თავისი არსებით გამიღიმა, მივხვდი რომ ის ენ-რაოდენობის პეპელა მუცელში წამლების ბრალი სულაც არ იყო და ბნელი, მარტოსული ქუჩაც ზუსტად მაშინ განათდა, როცა გავაანალიზე რომ მასთან ერთად ვიყავი სავსე მთვარის და მილიონობით ვარსკვლავის ქვეშ. არ ვიცოდი რაზე უნდა მეფიქრა, რა უნდა მეთქვა ან რა უნდა მეგრძნო, მაგრამ ვიცოდი, რომ ყველაფერი სწორი იყო. წვიმიან გზატკეცილზე, გზას ბრმად მიიკვლევდა და მეც მივყვებოდი. ეიფორიის უწყვეტ ნაკადთან ერთად, მის ნაკვალევს მივსდევდი.
ჩემს თავს ვებრძოდი, სხეული კი კვლავ მთხოვდა თვალების დახუჭვას.
-არა, შენ არ მოკვდები, აქ რჩები!
ჩემი გული, გონება და სული… ყველაფერი ცდილობდა, რომ არ გაეშვა ჩემი სხეული. ყველაფერი მაიძულებდა უარმეყო ეს ფაქტი.
და მაინც. რატომ მინდა ასე ძალიან სიცოცხლე?
ზუსტად იმ საწყალი სანთელვით ვდნები ამდენი ხანი რომ ვცდილობდი ნიავი არ მიკარებოდა რომ არ ჩამქვრალიყო.
პირში რკინის გემოს ვგრძნობ და ვხვდები, რომ ტანსაცმელში, ცხელი, სქელი მასა მეღვრება, რომელიც აღარ მრჩება ორგანიზმში. ის ცხელი, სქელი მასა, ძირს დაცემული ანგელოზის გრძნობებივით იღვრება და უსულო გუბეს ქმნის.
მიყურებ და ზუსტად ისე იყურები ჩემს სულში როგორც აქამდე აკეთებდი ამას. ისევ იღიმი და ისევ ვბრაზდები. როგორ შეგიძლია ახლა გაიღიმო? როგორ შეგიძლია ასეთი ეგოისტი იყო და ასე გამიშვა. ის მაინც არ გახსოვს, რომ გითხარი მარტოობის მეშინია თქო? სიბნელის მეშინია მეთქი, რომ გითხარი, არ გადარდებს?
-სულელო, დემონებს არ ადარდებ.
…
-შენ აღარ გჭირდება ეს ადგილი.
-მჭირდება, თანაც როგორ!
-ამიტომაც მიმყავხარ, შორს. უფრო უნდა გეტკინოს.
-ამის უფლებას არ მოგცემ.
მე ვნახე, თოვლი სისხლიანი, ვნახე წვიმა, ტალახის სახით და მე გადავეშვი ცეცხლის ოკეანეში.
-ხომ მითხარი არ გატკენო? ახლა ვინღა მომისმენს, ისევ ქარი? რას ჩავეჭიდო, იმ გაქუცულ თოკებს მალე რომ გაწყდებიან? მე გიჟი არ ვარ.
-არ ხარ გიჟი, შენ მარტო ხარ.
-ის დემონები?
-ის დემონები, ყველა შენ ხარ.
-და შენ ვინ ხარ?
-შენ.
ისევ მიღიმი და წესიერი პასუხის ღირსადაც არ მთვლი..
-პირობა შეასრულე… და ყოველთვის დაითვალე ვარსკვლავები…
-ის გეზიზღება, რომ გიყვარვარ, თუ ისგიყვარს რომ გეზიზღები?
-უნდა დაიძინო. ხომ ხედავ დაიღალე. მიდი, ისევ ახლართე შენი თითები ჩემსაში და მე დაგეუფლები სრულიად.
-არა! მე აქ ვრჩები.
ის არასდროს გეხუტებოდა.
შენ, შენს თავს თავად ათბობდი მასზე ილუზიებით.
თვალები საბოლოოდ დავხუჭე და ჩემი სახე, ცრემლებისგან დასველბული, საბოლოოდ დაინახე და გაქრი, რომ უფრო მტკენოდა.
ახლა უკვე ვხედავდი შენს შავ თმას, ქარი ჩემს მაგივრად როგორ ეფერებოდა. ვხედავდი როგორი თეთრი იყავი თურმე და ახლა მინდოდა ყველაფრის თქმა როცა უკვე გვიანი იყო. შენი სახე უკვე მავიწყდებოდა.
-გპირდები.. გპირდები დავითვლი.
-არანაირი პირობები.
ცარიელ, მომნუსხველ უდაბნოში ვიდექი და რომ დაგინახე აგედევნე. უსასრულობამდე გამოგყევი და რომ გაჩერდი, ხელი შენს ჩასაბღაუჭებლად მოვიქნიე. მაინც ფერფლად იქეცი და თეთრ ქვიშას შავი კვალი დაუტოვე. მაგრამ ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, რომ შენი ფერფლი მაინც დარჩენოდა ჩემს სხეულს.
შენ ხარ ის მთვარე, ის ვარსკვლავები და ის ღრუბლები რომლებიც ჩემი მეგობრები არიან.
ვიცი არ შემიძლია გითხრა, აგიხსნა, აგიღწერო როგორ მიყვარხარ. ალბათ ეს იმ, ჩემთვის განუკურნებელი დაავადების ბრალია რომელსაც მარტოობის შიში ჰქვია, რომ მეშინია არ გაგაქრო. მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენ გყავარ მე. მაშინ როდესაც არ გჭირდები ან მაშინ როდესაც არ გახსოვარ. არ მიცნობ. შენ გაქვს სახლი სადაც მოხვალ და თავს შინ იგრძნობ. მოგისმენ მე და ამ სახლში არსებული ყველა ნივთი. ისე მოგისმენენ თითქოს სული აქვს თითოეულს. სული რომელსაც შენ აძლევ დილით როცა მოდიხარ და ღამე როცა რჩები. მოგისმენ და ჩემს სიმართლეში დაგარწმუნებ. იმ სიმართლეში რომ შენზე მომაჯადოვებელი და კარგი არავინ მინახავს არასდროს. მოგისმენ და გეტყვი იმას, რაც ვიცი და არ ვიცი. ისეთ ადგილებში წაგიყვან რომლის გზებიც არცერთხელ მაქვს ნანახი. მე შენ მიყვარხარ და ეს გრძნობა ამქვეყნიური და ნორმალური საერთოდ არაა, რადგან შენ მე მაგიჟებ და თავს ისე მაგრძნობინებ თითქოს არ ვარ აქაურობის ნაწილი. რაც მომწონს. ჩემთვის ხარ, მხოლოდ ჩემთვის ხარ ნარკოტიკის დიდი დოზა, რომლის მიღებასაც ვერ ვწყვეტ, რომლის მიღებასაც ორგანიზმი ყოველთვის მთხოვს და საკმარისი არც არასდროს ხარ. ყველა სიამოვნებაზე და ყველანაირ ემოციაზე მაღლა დგახარ.
ვფიქრობ ეს, მეოთხე ცხოვრება, რაღაც გიჟურის დასაწყისია.
-11:11 შენია.