დილაა ანდა ღამეა, შუადღე კი მოვიდა დაღლით! ამგვარად დილიდან შუადღემდე წელი კი ერთვის, გონებით იბრძვი, იზრდები და კვლავ რჩება. აწ უკვე წერ, მაგრამ არააქვს აზრი. ყველა გოდებამ, ყველა ტკივილმა ანკარად ჩავლო, მაგრამ გული, გონება და შემდეგ თვალები აი ესაა ტკივილამყოლი. ურჩობ, უღიმი, გიყვარს და ღამეულს კვდები, რატომ? რადგან სიტყვები რჩება, წლების წინ ნათქვამი კვლავ მეორდება. ქმედებები იცვლება, მაგრამ დამახნჯებული გონება შიშში გაგდებს, გიპყრობს გაფრთხილებს და შენც ამ საცოდავ ტყავში, საცოდავ თვალებში ნაპოვნი ღმერთის სახით, შენით ცდილობ ლომური სიმარდით, სიმძლავრით გაუმკლავდე. გულში ამბობ, არ მოგცემ ნებას! ამ დროს იხედები გვერძე. ღმერთს ეძებ, ალბათ დაიკარგა. იხევი უკან, რადგან იმედი გაქრა. მარტო ხარ მსხვერპლთან, ვერაფრით არგე სიტყვები გულში. უკან დახევით ცდილობ თავდაცვას, მაგრამ ის ? მარტოა! ფიქრობ, ძალას ატან მოძალადეს შეებრძოლო, უკან გხევს და სილაც გხვდება… საშინელებაა წლები მიდიან და ყოველი დეტალი გულს ეხეთქება. მტკივა ის ტკივილი მისი განცდილი, ვტირი იმ ცრემლით ის, რომ ტიროდა, მე იმ დღეს მოვკვდი და ასე კვდება ქვეყნად ათასი.
მიწა თითქოს ახლიდან იწყებას გაცოცხლებას. მწვანე ბალახს შეხედავ ნამიანს, სუნით სიცოცხლის მანიშნებელს, გულს ემჩნევა იმედი მზით განთიადისკენ, ხვალინდელი დღისკენ- ”ხვალ” არის იმედი, იმედი კი რწმენაა, უფლად ყოფნის, საკუთარ თავზე ნებად ქცევის, ძალის მატარებელი. ახლა კი, თავად განსაზღვრე ბოლო ნაბიჯი ჰორიზონტამდე.
სექტემბერი…