“როცა საქმე ოჯახს ეხება, პატიება უკეთესი გამოსავალია, ვიდრე ბრაზი”
სოფია და ფრენკი მისაღებში ისხდნენ, არ საუბრობდნენ, ფრენკი კითხულობდა, სოფია კი თავის ჯადოსნურ თითებს ათამაშებდა და ვარჯიშობდა, როცა კარი კაკუნის გარეშე შემოაღეს. ფრენკმა თვალები წიგნს მოაცილა და ოთახის შემოსასვლელში გაიხედა, სადაც სტუმარი გამოჩნდებოდა. რა წამს მარია’მომ შემოადგა ფეხი, სოფია ფეხზე წამოხტა, აშკარად ეტყობოდა ანერვიულება
– დაწყნარდი, ძვირფასო! აქ შენს მოსაკლავად არ მოვსულვარ – უთხრა მარია’მომ სოფიას, მერე ფრენკს გახედა და თავი დაუკრა
– ამან უნდა დამამშვიდოს? – უპასუხა სოფიამ და ფრენკისკენ გააპარა თვალი. მარია’მოსი ეშინოდა, ამიტომ უნდოდა კაცი უფრო ახლოს ყოფილიყო მასთან. ფრენკმაც თითქოს მიუხვდა გულისთქმასო, წამოდგა და ქალს გვერდით ამოუდგა.
– თქვენი დახმარება მჭირდება – წამოიწყო მარია’მომ
– როგორი თავხედი ხარ! ჯერ მკვლელობას მიპირებ, ახლა კიდევ დახმარებაც გინდა! – სოფია შეგულიანებული ჩანდა
– სინამდვილეში დახმარება ალექსანდრეს სჭირდება. – მარია’მომ გახედა ფრენკს, ალექსანდრე ხომ მისი ღვიძლი ძმა იყო, იმედი ჰქონდა ხვეწნას არ დააწყებინებდნენ
– რაშია საქმე? – იკითხა ფრენკმა
– გახსოვს ჩაშლილი ქორწილი წყნარ ოკეანეში? სადაც ყველა დაინდო? სუსტად ჩათვალეს და თავს დაესხნენ
– როგორი გეგმა გაქ? – ფრენკი აშკარად დაინტერესებული ჩანდა
– თქვენგან არაფერი მჭირდება, გარდა იმისა, რომ სოფია ნატალიას უნდა დაუკავშირდეს. მაღალ მთაში, “არწივის ბუდეში” ვერ ჩავალ, ამის დრო არ არის, ამიტომ – ქალი სოფიასკენ მიბრუნდა მთელი სხეულით
– მინდა, რომ შენი ჯადოსნური თითები აათამაშო და კაპიტანს დაუკავშირდე, რადგან მის გარეშე უამრავი სისხლი დაიღვრება, მათ საცოდავ გვამებს კი მალევე სამოქალაქო ომის სუნი აუვა.
– არა! – მოუჭრა სოფიამ
– რა არა? – გაიკვირვა მარია’მომ, პირდაპირ თანხმობას არ ელოდა, მაგრამ არც ასეთ გადაჭრით უარს. ამიტომ დაიძრა რა მისკენ, სოფია შეხტა შიშისგან, თითები მართლაც აათამაშა და მარია’მოს ცეცხლი წაუკიდა. ქალმა, ცეცხლში გახვეულმა წამოიკივლა და იატაკზე დაეცა, ფრენკმა ხელი შეახო სოფიას მკლავს და ქალმაც დაუშვა ხელები. მარია’მოს ბოლი აუვიდა და ქვემოდან, დაცემულმა, ამოხედა სოფიას. დამწვარმა სახემ და კანმა ერთიანად დაიწყეს შეხორცება
– წყეულო ბნელო ჯადოქარო … როგორი ირონიულია, არ დაეხმარო მას, ვისი დამსახურებაცაა რომ საერთოდ სუნთქავ და დაიბადე!
– რა ? – იკითხა სოფიამ გაკვირვებულმა
– ნუთუ არ იცის? – ამჯერად ფრენკს მიმართა მარია’მომ
– როცა დედაშენი ფეხმძიმე იყო და აღმოჩნდა, რომ გოგონა ეყოლებოდა, მამაშენმა გადაწყვიტა, რომ იქამდე მოეკალი, სანამ პირველი ჟანგბადით გაივსებოდა შენი ფილტვები, რადგან წინასწარმეტყველების მიხედვით, დედაშენი გადაყვებოდა შენს დაბადებას, მამაშენს კი საკუთარი ცოლი ზედმეტად ძლიერ უყვარდა [?]. დედაშენმა თავისი ჯადოსნური თითებით დამალა მისი ფეხმძიმობა მანამ, სანამ შენი დაბადების ჯერი არ დადგმა და მაშინ ალექსანდრეს დაუნიშნა შეხვედრა … სწორედ! დედაშენი დედამისის უახლოესი დაქალი იყო და როცა გარდაიცვალა დედასავით ზრუნავდა მასზე და ახლა, როცა დახმარება დასჭირდა სწორედ მაშინ შეიპირა, რომ ნებისმიერ ფასად გადაგარჩენდა. მეც მანდ ვიყავი, როგორც ალექსანდრეს მეორე პილოტი. როცა მისი ორსულობა გამჟღავნდა მამაშენმა ჯერაც არ დაბადებული ბავშვის მკლელობა გადაწყვიტა … ისევ! ამიტომ დედაშენი გავაქციეთ, მაგრამ უკვე უნდა გაეჩინე და ამიტომ იქვე ნასოფლარში გავმაგრდით. მე თავად ვამშობიარე დედაშენი. თავად აგიყვანე ხელში. ალექსანდრემ კი მიბრძანა გამეყვანე იქიდან, თავისი რამდენიმე აჩრდილი დამადევნა, თავად კი იქვე დარჩა, რადგან სხვებმა არ იცოდნენ, რომ უკვე დაიბადე. დასავლეთიდან შენი ძმა, აღმოსავლეთიდან კი მამაშენი თავისი მგელ’კაცთა ხროვით მოადგა სახლს. რა წამს სამშვიდობოს ვიყავით და შენი თავი ფრენკს გადავეცი, მაშინათვე უკან მივბრუნდი და ვნახე უამრავი მგელ’კაცის გვამი, მიმოფანტული, როცა სახლში შევედი, სადაც დედაშენი ესვენა, მისი მარჯვენა ხელი ალექსანდრეს ჰქონდა ჩაკიდებული. იქვე მომკვდარიყო … თავად! რადგან ზედმეტად ბევრი აჩრდილი “შვა” და ამას გადაყვა … სწორედ! ხედავ? შენი მთელი არსებობა იმ უღმერთოს დამსახურებაა სწორედ! საკუთარ ძმას და მამას არ უნდოდა შენი დაბადება! მან კი თავი გასწირდა მხოლოდ იმირომტომ შენ გეცოცხლა – სოფიამ მაშინათვე ფრენკს გახედა და მიხვდა, რომ ქალი სიმართლეს ამბობდა, ხელები ერთმანეთში გადახლართა, თვალები დახუჭა და …
– ახლა შეგიძლია დახმარება? – მარია’მო ფეხზე წამოდგა
– უკვე დაგეხმარე, ნატა წუთი წუთზე აქ იქნება – დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა, რა წამს ნატა გამოჩნდა
– ასეთი რა მოხდა, რომ ასე სასწრაფოდ გამომიძახეთ
– ალექსანდრეს მოკვლას უპირებენ. და წყეულიმც ვიყო თუ ვინმეს უფლება მივცე ზედმეტად შეეხოს – წარმოსთვა მარია’მომ
– რა გინდა რომ გავაკეთო? – მაშინათვე დამჯერი ჯარისკაცივით მწყობრში ჩადგა ნატალია
– შენ ხომ თეატრალური დადგმების ექსპერტი ხარ! ყველას ყურადღებას მიიპყრობ სანამ მე მას გავათავისუფლებ, ეს ერთადერთი გზაა, ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიაროს
– და ვინ გინდა, რომ განვასახიერო ამჯერად, ჩემეულ მორიგ თეატრალურ დადგმაში? – უთხრა ნატამ მარია’მოს, მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა,რადგან სწორედ მის “შესრულებაზე” იყო დამოკიდებული ალექსანდრეს სიცოცხლე [?]
– ერთადერთი და განუმეორებელი, მისი უდიდებულესობა ნანა სტიუარტი! – უპასუხა მარია’მომ გამოთქმით
– სტიუარტი? ისევე როგორც მე?
– ზუსტად … კაპიტანო! – მარია’მო უკვე აღტაცებული ჩანდა ამ ყველაფრით, თვალებით ანათებდა.
ნაწყვეტი შემდეგი თავიდან სახელწოდებით – კაპიტანი VS გენერალი : სამოქალაქო ომი
– ახია შენზე – წარმოსთქვა ალექსანდრემ, ფარი აიღო, მართალია ქალს ბრონი იცავდა დარტყმებისგან, მაგრამ თუ თავს და სხეულს ფარით გაუყოფდა მაშინ ვერაფერი უშველიდა. ზემოდგა ქალის სხეულიდან ფარს ასაღებად დაიხარა. ნატაც მიხვდა, რომ მხოლოდ რამდენიმე წამი ჰონდა, სანამ ბოლოს მოუღებდნენ, ბრონი შეიხსნა, სახეზე ხელები აიფარა და გაუჩერებლად იმეორებოდა
– It is me … it is just me! – კაცი დაიბნა
– კაპიტანო? – წარმოსთქვა და დაშორდა გოგონას გაშოლტილ სხეულს, ფარი იქვე დააგდო და წამიერად შეზიზღდა საკუთარი არსებობა – გოგონამ წამოდგომა მოინდომა, მაგრამ ძალები არ ეყო პირი გააღო და სისხლი მოინერწყვა, თუმცა ბოლო ძალები მოიკრიბა თავისი სათქმელისთვის
– Let me … – თქვა კაცმა ხელები გაშალა და გოგონას დასახმარებლად მიუახლოვდა
– DON’T… JUST DON’T! – საჩვენებელი თითი აუწია ნატამ და ალექსანდრეს ადგილზე გაიყინა, შემდეგ თვალებში ჩახედა კაცს და ისე უთხრა
– როგორი ირონიულია, დაშავდე იმ ხელით, რომელიც დაგპირდა, რომ დაგიცავდა … სწორედ!