ზი ვაით ვედდინგ : ჟერტვოპრინოშენიე [?] (სრულად)

ზი ვაით ვედდინგ : ჟერტვოპრინოშენიე [?] (სრულად)
0

– Talk to me Goose – გაიფიქრა ნატამ და თან თმებს იბწნიდა, როცა კარზე დააკაკუნეს. ჯერ იფიქრა მოდი გამოვიცნობ ვინ იქნებაო, მაგრამ ისედაც ისეთი აღელვებული იყო, რომ მაშინათვე გადაიფიქრა
– შემობრძანდით – თქვა ბოლოს თან სარკის კუთხეს დააკვირდა, სადაც გამოჩნდეოდა “სტუმრის” ვინაობა.
– ვიფიქრე გნახავდი, ცერემონიამდე, რამე ხომ არ გჭირდება? – კითხა ნიკომ და გაუღიმა გოგონას, მასაც თითქოს გადაედო ეს ღიმილი
– შეგიძლია თმა ჩამიბწნა? ისე ვნერვიულობ, რომ ამებურდა ხელები, უკვე მესამედ ვცდილობ
– სიამოვნებით – უპასუხა კაცმა. გოგონა მიბრუნა. ნიკო ზურგიდან ამოუდგა ცოტა ხნით უყურებდა თვალებში სარკის გავლით თითქოს საუბრობდნენ … უსიტყვოდ!
– შენი აზრით სწორად ვიქცევი? – წამოიწყო საუბარი ნატამ, თავი ჯერ მარცხნივ, შემდგომ მარჯვნივ მიაბრუნა და შეხედა ჩაბწნილებს
– შენ აპირებ გათხოვდე – ოდნავი პასუზის შემდგომ უპასუხა ნიკომ თან ისე, რომ თვალები და ხელები გოგონას თმისთვის არ მოუცილებია – ვფიქრობ არასწორ კითხვას სვამ – ისე მშვიდად წარმოსთქვა კაცმა, თითქოს ამინდზე საუბრობდნენ
– და რა იქნება სწორი კითხვა?
– გიყვარს?
– განა ყველა სიყვარულით ქორწინდება? – გაცინებით წარმოსთქვა გოგონამ. ნიკოს არ გაეცინა. როცა გოგონამ დაჟინებული მზერა მიაპყრო მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, მაგრამ თვალები და ხელები გოგონას თმისგან არ მოუცილებია
– ცნობისთვის, ისტორიაში, მეტი წილი მყარი ოჯახების სიყვარულის გარეშე შეიქმნა … სწორედ!
– ამან უნდა დამამშვიდოს?
– რა გინდა, რომ გითხრა?
– მინდა მითხრა თუ რას ფიქრობ?
– არა, შენ გინდა, რომ გითხრა, რომ სწორად იქცევი, რომ მსხვერპლად იღებ საკუთარ სიცოცხლესა და ბედნიერებას სხვების გადასარჩენად… მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ არ შემიძლია ამ მტკნარი ტყუილის თქმა!
– You know how it works! ან მისეულ “ჯელტმენურ” შემოთავაზებას მივიღებდი ან არც კი მინდა წარმოვიდგინო რომელ ჩვენგანს წააცლიდა თავს, სანამ ისევ მკითხავდა… აი, როგორც იმ გამოთქმაშია, if you can’t beat them, join them
– იაფასიანი ატმასკა! – გოგონამ გაკვირვებული გახედა და კაცმა განმარტა
– ანუ სიმართლესთან იმდენად ახლოს მდგომი სიტყვათაშეთანხმება, რომ პაროი თავად მოგინდება, რომ დაიჯერო უბრალოდ სიმართლისგან ძალიან ძალიან შორს დგას … არაგულწრფელი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და გაყალბებული გრძნობებითურთ
– რომელი ნაწილი? – უეცრად კარზე დააკაკუნეს ორივემ თავი მიაბრუნა.
– სიძე-ბატონი ჯაფარა მოვიდა – გამოძახეს კარის მიღმა
– კარგი – გასძახა გოგონამ აქიდან და საკრში დაიწყო ყურება. ნიკოსაც დაესრულებინა თმის ჩაბწნა და გოგონა იყურეოდა სარკეში ეხებოდა თავის თმას
– ძალიან ლამაზია, გმადლობ – წარმოსთქვა გოგონამ წამოდგა და ლოყაზე აკოცა კაცს
– პირველივე ცდაზე იდეალურად გამოგივიდა და როგორ?
– ძალიან ლამაზი ხარ ნატა’ნატ
– ფიქრობ მოეწონება? – უეცრად დასცდა მის ტუჩებს და მაშინათვე სარკის გავლით ნიკოს თვალებს გახედა
– You do like him, do not you?
– საყვარელია …-წარმოსთქვა გოგონამ სახეგაბრწინებულმა და ფანჯარას დაუწყო ყურება, აინტერესებდა სიძე’ბატონი ჯაფარა როგორ იყო გამოწყობილი, მაგრამ კაბინის მიღმა მხოლოდ ხალხი ირეოდა
– მაინც არ გითქვამს შენი აზრი, რატომ არ მოგწონს ასე ძალიან?
– მთავარია, რომ შენ მოგწონს, როგორც თქვი საყვარელია, ეს საკმარისი მიზეზია რომ რავიცი, დათანხმდე პაემანზე , მაგრამ არა ცოლობაზე. -მოკლედ მოუჭრა კაცმა. გოგონა მაშინათვე კაცისკენ მობრუნდა.
– სოფიას ვეტყვი, რომ საქორწინო კაბის ჩაცმაში დაგეხმაროს – უთხრა კაცმა მიზეზი მოძებნა, რომ გასულიყო ოთახიდან
– ალექსანდრე რომ აქ იყოს … – დაიწყო საუბარი ნატამ, როცა კაცი კარს იყო მიახლოებული და ჩაეჭრა
– ალექსანდრე, რომ აქ იყოს ყველაფერს დაწყებამდე დაასრულებდა! ყოველგვარი ნებართვის გარეშე … შენს ჯაფარას ძალიან გაუმართლებდა თუ “მელოდიის ბოლოს” მხრებზე თავი შერჩებოდა. ახლა კი უნდა მაპატიო ჯვარი ხომ მე უნდა დაგწეროთ და ცოტა მომზადება მეც მჭირდება … ფსიქოლოგიურად! ასე უბრძოლველად , რომ ნებდები!
– სხვა გზა არ მაქვს!
– ალექსანდრე სუპერგმირი , რომ იყოს და თავისი საფირმო ფრაზა ჰქონდეს ეს აუცილებლად იქნებოდა ” სხვა გზა ყოველთვის არსებობს” და შენ ეს ყველაზე კარგად უნდა იცოდე, შენ ხომ მისი პროტეჟე ხარ, მერამდენე წელია შენი პირადი მწვრთნელია?
– არჩევანი არ მაქვს! – გაიმეროა გოგნამ და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ნიკო მართალი იყო, არჩევანი არ გააკეთა უბრალოდ დათანხმდა, თავისი პირობებიც კი არ წაუყენა, ასე უბრალოდ დათანხმდა! Not choosing is still a choice. თითქოს კაცმა მისი აზრები წაიკითხაო მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა
– არჩევანის არ გაკეთება თავის მხრივ არჩევანია … სწორედ! – მაგრამ კაცმა ვერ მოითმინა უნდოდა ასე ჰაერში არ გამოეკიდებინა გოგონა.
– ახლა გეტყვი იმ რჩევას თუ რეკომენდაციას, რასაც დედა’დედოფლიდან დედა’დედოფალზე გადადის მისი გენერლების საშუალებით.”истинный царь выслушивает все советы, но делает как велит сердце ” – თავი დაუხარა კაცმა და ოთახიდან გავიდა უხმოდ. გონებაში ჯერაც კაცის სიტყვები უტრიალებდა, ფანჯარაში, რომ იხედებოდა და ეძებდა სიძე’ბატონს თითქოს მისი დანახვით გაეცემოდა ყველა კითხვას პასუხი. კარი დაუკაკუნებლად შემოაღეს და სოფია ადგილზე გაჩერდა.
– ჯერაც არ გაცვია? ყველა შენ გელოდება, მაგრამ არაუშავს ასეც არის მიღებული, ხომ? – გაეღიმა და ბოლოს დაამატა
– ბოდიში, ცოტა შევთვერი და დამავიწყდა შემოსვლა, როგორც ჩანს მე და ტეკილა ვერ ვიმეგობრებთ … А жаль – ნატას ჯერაც თავისი ფიქრები ჰქონდა გონებაში ამიტომ გაუღიმა ქალს თეთრი კაბისკენ მიუთითა … უბრალოდ! ბევრი არ უსაუბრიათ, უფრო სწორად ნატას არ უთქვამს დიდად არაფერი მხოლოდ უსმენდა სოფია როგორ უყვებოდა რაღაცებს ვიღაცებზე არც კი შეხებია მთავარ თემას, თითქოს დარწმუნებული იყო ყველაფერში არადა თავად ნატა არ აღმოჩნდა დარწმუნებული განსაკუთრებით ნიკოსთან საუბრის შემდეგ.
– მოიცადე – უთხრა, როცა უკვე თავზე უპირებდა თეთრი ფანტელის ჩამოკიდებას. სოფია გაჩერდა და სახეში შეხედა ქალს. უნდოდა ეთქვა ეკითხა, მაგრამ ამის ძალები ვერ იპოვა საკუთარ თავში. სოფიამ გაუღიმა ნელა შეეხო ქალის თმებს, ნაწნავებს
– ალექსანდრემ დაგარქვა კაპიტანი, მაგრამ თავად აიკიდე ეს დიდი პასუხისმგელბობა მისი გაუჩინარების შემდეგ, ჩვენი ყველასი გადარჩენით საკუთარი მომავლის და ბედნიერების სანაცვლოდ, საპირწონედ
– მაგრამ ალექსანდრე აქ არ არის! ის გაუჩინარდა!
– არა … კაპიტანო! ალექსანდრე მოკვდა შეეწირა რა ჩვენი ყველასი გადარჩენის მცდელობას … სწორედ! და დარწმუნებული ვარ ასე არ მოიქცეოდა, რომ სცოდნოდა ასე დაასრულებდი… – გოგონა ფიქრებში გადაეშვა და ხმა არ ამოუღია. ისევ სოფიამ წამოიწყო საუბარი დედობრივი მზრუნველობით
– ხომ იცი, შეგიძლია გადაიფიქრო. ხელს ჩაგკიდებ და უბრალოდ გავქრებით აქიდან
– და მერე სხვები? – უეცრად დასცდა გოგონას ტუჩებს შეკითხვა
– სხვები იმას იტყვიან, რასაც იტყვიან და იმას იზამენ, რასაც იზამენ. მართალია მე შენი ხელის მომკიდე ვარ, მაგრამ უპირველ ყოვლისა ვარ შენი დობილი. თუ ეჭვი გეპარება საკუთარ შეგრძნებებში ვალდებული არ ხარ … ვალდებული ამ მსხვერპლშეწირვისთვის. როგორც ალექსანდრე ამბობდა ხოლმე “მადლობებლი მიანც არავინ არ იქნება!” მართალია ის აქ არ არის, მაგრამ შენ ხარ მმართველი ოჯახის წევრი, რაც უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად არის უდიდესი უპირატესობაა, გააკეთო ის, რაც გინდა, როცა გინდა ვისთანაც გინდა! – რამდენიმე წამიანი პაუზის შემდგომ კარზე დააკაკუნეს
– დაგელოდოთ თუ თქვენს გარეშე დავიწყოთ? – მოუსმა კარის მიღმა კაკუნის შემდგომ … დამცინავად!
– ენა ამოგგლიჯო თუ თავი წაგაცალო? – უპასუხა სოფიამ დაუფიქრებლად. შემდგომ ნატას გახედა და წამოაყენა
– ვიცი რომ არ გიყვარს, ყოველშემთხვევაში ისე ნამდვილად არა როგორც ალექსადნრეს და ქეთოს ერთმანეთი! ჩვენ ორს შორის კი ყოველთვის მეგონა, რომ შენ იქნებოდი ის, ვინც არაფრის დიდებით არ დასთანხმდებოდა მათზე ნაკლებ სიყვარულს. ამიტომ თავად უნდა აირჩიო … იმედი იქონიო, რომ ერთ მშვენიერ დღესაც უბრალოდ მიეჩვევი მას და რომ აღარ მოგინდება ” აი ეს მეტი” არც მისგან და არც ცხოვრებისგან. – სოფია წამოდგა მკლავი მკლავში გაუყარა გოგონას და ოთახიდან გავიდა.

– ნახე ყველა აქ არის… ანასტასიაც აქ იყო დილით ახლა აღარ ჩანს – თქვა სოფიამ და ნატას გახედა. გოგონა დუმდა, შეათვალიერა მომლოდინეები და მერე გახედა ჯერ ნიკოს და მერე მის წინ მდგარ სიძე’ბატონ ჯაფარას . უყურებდა რა მას მიხვდა, რომ ის გაურკევლი ეჭვევი და გრძნობები, რაც ნიკოს ოთახში შემოსვლამდე ჰქონდა უბრალოდ გაქრა. უკვე გადაწყვეტილად იცოდა, რომ არ უნდოდა მისთვის ეყურებინა მთელი დარჩენილი ცხოვრება, უცებ წარმოიდგინა თუ როგორ უნდა შეხებოდა იგი მას და სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა ნაბიჯი გვერდზე გადაადგმევინა გოგონას.
– ყველაფერი რიგზეა? – კითხა სოფიამ, გოგონამ არაფერი უპასუხა ნაბიჯი წინ გადადგა და სოფიაც გაუძღვა მისი საქმროსკენ და მღვდლისკენ, ნიკოსკენ, რომელსაც უნდა დაექორწინებინათ ის. ჯაფარა ქრისტიანი არ იყო ამიტომ ჯვრისწერის ნაწილი გამოტოვეს და ამაზე მაინც დათანხმდა. მისთვის მაინც ფორმალობა იქნებოდა. კიბეებთან კაცმა ხელი გამოუწოდა გოგონამ ჩაკიდა და ორი საფეხურის ავლის შემდგომ ნიკოს მარჯვნიც. ჯაფარა კი მარცხნივ. ჰო ,მართალი აღმოჩნდა ეს ორწუთიანი შეხებაც კი მტანჯველი აღმოჩნდა მისთვის.. გამოსავალზე ფიქრობდა და მაშინ, როცა ნიკომ შესავალი სიტყვის მოყოლა დაიწყო
– Talk to me Goose – გაიფიქრა ისევ გოგონამ ხმამაღლა გონებაში
– დამელაპარაკე ალექს
– საოცრად გამოიყურები… კაპიტანო! – ჩაესმა რა გოგონას გონებაში თავი მაშინათვე მოაბრუნა და იპოვა სიტყვების ვტორი, რაც ისედაც ცხადი იყო
– ალექს? – დასვლა კითხვა გოგონამ გონებაში აშკარად გაბედნიერებულმა
– ერთადერთი და განუმეორებელი – იყო კაცის პასუხი გონებაში
– მიხარია, რომ ცოცხალი ხარ … გენერალო! – უთხრა სახეგაბრწყინებულმა გოგონამ და ნიკოსკენ მიბრუნდა. ჯაფარამ მიიხედა უკან, მაგრამ ვერაფერი ნახა ისეთი, რაც გოგონასავით ასე გააბედნიერებდა.
– კარგად ხარ? – კითხა კაცმა, მაგრამ გოგონამ არაფერი უპასუხა, რადგან უკვე ფეხებზე ეკიდა . კაცსაც ცუდად ეჩვენა არ პასუხი, მისკენ არც კი იყურებოდა გოგონა თითქოს რაღაცას ელოდებაო
– Если что, რო რამე, ხომ იცი შემიძლია ყველაფერი დაწყებამდე დავასრულო .. All you need to do is – ask, უბრალოდ წარმოსთქვი “ჯადოსნური სიტყვა” და … – უთხრა კაცმა გონებაში. გოგონა რამდენიმე წამით ჩუმად იდგა, მერე სახით მოუბრუნდა ალექსანდეს და
– Lütfen – იყო გოგონას თხოვნაც და პასუხიც. გემი რითაც მიცურავდნენ წყნარ ოკეანეში და სადაც ტარდებოდა მთელი ეს ცერემონიალი, ისე შეირხა თითქოს რაღაც ძალიან მძიმეს დაეჯახაო. ყველა რამდენიმე ნაბიჯით გადაცვივდა მარცხნივ ალექსანდრეს გარდა, რა თქმა უნდა, ის სწორი თანაბარი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ნატას. გზაში მარჯვნივ გაიხედა, მისი აჩრდილები გვერდიგვერდ ჩამწკრივდნენ ბრძანების მოლოდინში. შემდეგ მათგან შორს მდგომ ანასტასიას გახედა. ანასტასიას გაეღიმა. “მელოდიის” დაწყებამდე იცოდა თუ როგორ დასრულდებოდა მთელი ეს “ცეკვა”. იმედი ჰქონდა ალექსანდრე შეარჩენდა, რომ 13’მდე ფერიის მსხვერპლშეწირვა გახდა საჭირო იმისთვის, რომ მკვდრეთით აღედგინა იგი. ქალმაც გაუღიმა კაცს საპასუხოდ და მის კბილებზე ბრეკეტებმა სათითაოდ დაიწყეს გაუჩინარება. და ახლა, როცა ალექსანდრეს “ადაბრენიე” ჰქონდა ცივსისხლიანი სერიული მკვლელობათა სერიისთვის, თმა ზემოთ აიწია მიუახლოვდა რამდენიმე მგელ’კაცს და წინ გადაუდგა
– გთხოვთ, რომელიმემ მაიძულეთ “გეცეკვოთ” – წარმოსთქვა ქალმა მტაცებლურად, მისი თვალები შეწითლდა, მომღიმარ სახეზე მისი კბილების ეშვები ზომაში გაიზარდა და წაწვეტდა. სხეული მოწითალო’მოშავო უჯრედებით დაეფერა, ხელებში კი მოგრძო მახვილები მოიმარჯვა.

დებმა ცეკვავებმა ჯერ ალექსანდრეს გახედეს, გაკვირვებულებმა, კაცი 3 წელია, რაც არ ჩანდა, მერე ანასტასიამ მიიქცია მათი ყურადღება და მახვილების მომარჯვების შემდეგ მიხვდნენ, რაც უნდა გააკეთებინათ … თავად!. ერთმანეთს გადახედეს გაღიმებულემბა, ეს ნიშნობა და ქორწილი რომ დიდი შეცდომა იყო თავიდანვე იცოდნენ, არც მოსვლა უნდოდათ, მაგრამ თითქოს რაღაც ძალამ აიძულათ დასწრებოდნენ. წამიერად “გამოიცვალეს” ხელში მახვილები მოიმარჯვეს და დამსწრე მგელ’კაცებს გადაუდგნენ წინ, რომ სიძე’პატარძალთან მიმავალი გზა გადაეკეტათ. ლუკას გაეღიმა ახლა გასაგები აღმოჩნა რატომ მოსთხოვა ანასტასიამ დასწრება მისი და მისი დისი. თუ მგელ’კაცები წინააღმდეგობას გაუწევდნენ ჩაკიდებდა თავის დას ხელს. დროს შეაჩერებდა იქამდე, სანამ ალექსანდრე სათითაოდ არ “გამოიცეკვებდა” დამსწრეებს, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა, რადგან მათ საცოდავ გვამებს მალევე სამოქალაქო ომის დაწყების მიზეზის სუნი აუვიდოდა.
მამასახლისი ცალ ხელში ლუდის ბოთლით, ცალ ხელში თამბაქოთი მომარჯვებული მიუახლოვდა სიძის ხელის მომკიდეს, წინ გადაუდგა და
– Vous voulez danser avec moi? – უთხრა მომღიმარმა ფრანგულად და პასუხის ლოდინში თან ლუდს წრუპავდა და თან თამბაქოს ეწეოდა მონაცვლეობით …

როცა სიძე’ბატონმა, ჯაფარამ შეამჩნია მათკენ მომავალი ალექსანდრე ნერწვი მძიმედ გადაყლაპა. გაიფიქრა, რომ ჯობდა ჯერ მისგან ნებართვა აეღო, შეიძლება მისი ღვიძლი მამა არ იყო, მაგრამ ყველა მის მამობილად მოიხსენიებდა ახლა კი … უახლოვდებოა მათ და იმისთვის ნამდვილად არა, რომ ბედნიერება ესურვებინა. უკან მიიხედა და ნახა ანასტასია, ქალი რომელმაც უკვდავების ორ დინასტიას მოუღო ბოლომ … მარტომ! დები ცეკვავები, მარია’მო ცეკვავა, ქალი რომელსაც სამეფო ჯალათის სახელით იცნობდნენ, ვერონიკა ცეკვავა, დედა’დედოფლის მარჯვენა ხელი და მისი ჯარის მთავარსარდალი. ლუკა და მისი და მარი ლომთაძეები, წყეული “დროის პოლიციელები” და ბოლოს მამასახლისი, კაცი რიმელიც ალექსანდრემდე იყო გენერალი მთელი წყეული 600 წლის მანძილზე. მიხვდა რომ გადაკეტილი ჰქონდა გზა ყველა დამსწრეს მათთან. გაიაზრა რა თავისი უშანსობა ამ შესაძლო “ცეკვაში” გამაჯრვებაში მძიმედ ამოიხვნეშა და მიხვდა, რომ შეცდომა იყო მმართველი ოჯახის დაპატიჟებაზე თანხმობა. აი, ასე მოუბრუნდა გულმოწყალება შემდეგ ისევ ალექსანდრესკენ მიაპყრო ყურადღება და ღრმად ამოისუნთქა. სულერთია ვინ იყო დამწრე, ალექსადნრეს არ სჭირდებოდა არმია, რადგან თავად იყო არმია, რომელიც უპირობოდ გაარღვევდა ნებისმიერ ფრონტს. კაცი 1000 მგელ’კაცს გაუმკლავდა … მარტომ!

ალექსანდრე რომ მიუახლოვდა ხელი სოფიას მაჯაში წაავლო
– აქიდან გაიყვანე, არ მინდა რომ ეს ნახოს – უთხრა და ქალის მაჯა გოგონას ხელებს შეახო. სოფია გაბრაზდა, მაგრამ მაინც დაემორჩილა
– ნუ მოკლავ … ჯაფარას! – უთხრა ნატამ ალექსანდრეს გონებაში. კაცმა მაშინათვე გახედა უყურებდა რა მის თვალებში გულწრფელობას თავი დაუკრა და სოფიამაც გაიყვანა გოგონა სამშვიდობოს. მხოლოდ ამის შემდგომ მიუბრუნდა ალექსანდე ჯაფარას.

ნიკო მოშორებით იდგა. რა თქმა უნდა, გაუხარდა ძველი მეგობრის დანახვა, მაგრამ არ შეიმჩნია, რა თქმა უნდა, გაუხარდა ჩაშლილი ნიშნობა და ქორწილი მაგრამ ესეც არ შეიმჩნია იცოდა რა, რომ ალექსანდრე არავის არ დაუთმობდა თავის კაპიტანს , რადგან არც არავისთვის არ ემეტებოდა … საკუთარი თავისთვისაც … კი! ზოგს შეეძლო ჩაეთვალა, რომ გოგონა საკუთარი თავისთვის გამოზარდა … სწორედ! თუმცა გოგონას გაცნობიდან მალევე მონათლა და აიყვანა ოჯახში და ამით დაკარგა ყველა შანსი ყოფილიყო მასთან. ეს კი ერთადერთი მორალური წესი იყო ალექსანდრესთვის, რომელსაც უმალ მოკვდებოდა, ვიდრე გადააბიჯებდა.

– ახლა რა იქნება? – წარმოსთქვა ჯაფარამ და ხელები მაღლა ასწია
– ეს მთლიანად შენზეა დამოკიდებული – ცივად უპასუხა ალექსანდრემ. ჯაფარამ მიმოიხედა არსაიდან მოჩანდა მშველელი და გადამრჩენელი.
– ვიცი, რასაფ ფიქრომ – დაიწყო საუბარი გენერალმა და როცა კაცმა გამოხედა გააგრძელა
– You did not lose her, she was never yours, to begin with … – ჯაფარას ბრაზი დაეტყო და ალექსანდრე თითქმის დაწმუნებული იყო, რომ აპირებდა მისკენ გამოწევას. მაშინათვე სიცილის პირველი რეფლექსები დაიეწყო სახეზე. ეს საცოდავი არარაობა ფიქრობდა რომ რაიმე შანსი მაინც ჰქონდა უძლეველი გენერლის წინააღმდეგ?! პირად შეურაცხყოფად მიიღო და აპირებდა სამაგალითოდ დაესაჯა როცა …
– როგორ ხართ ბიჭებო? – თქვა არსაიდან გაჩენილმა რუსამ და მკლავი მოხვია ჯაფარას, მერე ძლიერად აკოცა კაცს ლოყაზე. კაცმა ახალგაღვიძებულივით დაიწყო თავის მოძრაობა ფეხები მოეკვეთა, მაგრამ რუსამ ძლიერად მიიკრა
– გიჭერ, ძვირფასო, გიჭერ – წარმოსთვა და მერე ალექსადნრეს გახედა
– მგონი გახდი ხომ? თუ ეგ ლურჯი კოსტუმი ახდუნებს? – სასხვათაშორისოდ კითხვა ქალმა. ალექსანდრას გაეღიმა
– მეც მომენატრე რუსა – იყო კაცის პასუხი და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ქალს. რუსამ ჯაფარას გახედა
– კარგად ხარ?
– ეს რა იყო?
– ჯერაც არდამგდარი რეალობა, უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა თუ რა ბედი გეწევათ შენ და შენიანებს თუ ალექსანდრეს “გამოიცეკვებ” – თქვა ქალმა და ისევ ალექსანდრეს გახედა
– ეს თმაზე რა გჭირს? თუ ვარცხნილობაა ასეთი? – წაკბინა ქალმა.
– ნუთუ ასე უბრალოდ უნდა შერჩეს ყველაფერი? – წარმოსთქვა ჯერაც თავის ფიქრებში ჩაძირულმა ჯაფარამ
– ჩავთვალოთ რომ რიტორიკული კითხვაა საყვარელო – უთხრა რუსამ, ალექსადნრე წამში გაუჩინარდა მერე უკან დაბრუნდა
– ჩემს კაპიტანს ვერ, მაგრამ შემიძლია … – უთხრა და ქუდი წამოცვა თავზე
– შემიძლია კაპიტნის ქუდი წამოგახურო – თქვა აშკარად დამცინავად მერე კისერში წაუჭირა ხელი
– Она моя … и только! – მოუჭრა გენერალმა , მკაცრად, ხელი უშვა ჯაფარას კისერს და გაუჩინარდა გემიდან.

– Did you kill him? -კითხა ნატამ ალექსანდრეს
– Of course not! – გაიკვირვა კაცმა
– Ты же сама попросила – თქვა კაცმა ბოლოს
– არ მეგონა თუ გაითვალისწინებდი – ნიშნის მოგებით დაამატა გოგონამ
– ჩემთვის სულერთი იყო, ამიტომ ის გავაკეთე, რაც შენ გინდოდა, რომ გამეკეთებინა – გოგონამ ოდნავ გაუღიმა
– ნასიამოვნები სახე გაქ, ყოველ დღე არ შლი ხოლმე ქორწილებს, არა?
– როგორც წესი ჩემი ჩაშლილი ქორწილები … მიმოფანტული სხეულის ნაწილებით, უამრავი გინებით, წყელვა’კრულვით, ტირილით, მოწყალების თხოვნით, და ძალიან ძალიან ძალიან … ძალიან ბევრი სისხლით მთავრდება. ახლა კი ამას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ უსისხმოდ ჩაშლილი ქორწილი, თეთრი ქორწილი, რაც ჩემთვის მორიგი პირველად ცხოვრებაშია … კაპიტანო! –
– არ მეგონა თუ ითვლიდი – წაკბინა გოგონამ
– მარტივია, როცა ათვლას ნულიდან იწყებ –

– ისე არ გიკითხავს
– რა უნდა მეკითხა?
– თუ მიყვარდა
– ეს ხომ ისედაც აშკარაა კაპიტანო! – და როცა გოგონა დაჟინებით მიაჩერდა კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა
– მართლაც რომ გყვარებოდა ხომ მასთან დარჩებოდი და არა აქ … ჩემთან!
– მგონი აჯობებს მოვინახულო
– და მაინც რა უნდა უთხრა?

– თავად მასწავლე რომ საჯაროდ არავინ არ უნდა დამემცირებინა ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა მოვინახულო
– და მაინც რა უნდა უთხრა რომ? ბოდიში, შევცდი, ვწუხვარ, შენთვის არ მინდოდაო?
– არ ვიცი, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ
– ნუ სულელობ – მიუახლოვდა კაცი და ტელეფონი გაუწოდა
– აი, შეტყობინება მიწერე და მერე თავიდან ამოიგდე, საერთოდ რათ გინდოდა მთელი ეს ყველაფერი
– ვინმეს უნდა ეზრუნა ოჯახზე მაშინ, როცა შენ სადღაც გაუჩინარდი, მე სხვა გზა არ მქონდა!
– იაფასიანი ატმასკა!
– რა გინდა რომ გითხრა?
– დაწყევლილი სიმართლე თუ შეგიძლია ან უბრალოდ დადუმდი
– სიმართლე გითხრა? კარგი, კიბატონო! შ-ე-მ-ე-შ-ი-ნ-დ-ა! უბრალოდ ძალიან შემეშინდა, ძალიან შემეშინდა და ჩავთვალე, რომ არც ისე ცუდი ტიპი არ იყო … რავიცი … როცა “მომაკითხა”, მივხდი, რომ ის პირველი იყო, მაგრამ არა უკანასკნელი. ისედაც ვიცოდი, რომ შენი გაუჩინარება უკვალოდ არ ჩაივლიდა, მაგრამ არ მეგონა, რომ … მე ის გავაკეთე, რაც საჭიროდ ჩავთვალე, იმისთვის რომ დამეცვა ყველა ვინც ჩემთვის და მათ შორის შენთვისაც ძალიან ძვირფასია და არა არ ვფიქრობ, რომ ზრდილობიანი უარის შემდეგ უკან დაიხევდა, რადგან როგორც თავად მასწავლე უკვდავებს მხოლოდ ერთი რამე ადარდებთ! გამარჯვება და საკუთარის გატანა! მე კი ვიცოდი, რომ როცა დამემუქრებოდა საყვარელი ადამიანის მკვლელობით საბოლოოდ მაინც დამითანხდებდა, ამიტომაც გადავწყიტე გამომეტოვებინა ეგ წყეული “ცეკვდა” და პირდაპირ დავთანმხდი!
– You know the rules! – მზრუნველობით უთხრა კაცმა
– Yes I do! პირველი ჩამოვიცილებთ მას, ვინც გვაიძულებს გავაკეთოთ არჩევანი! – და ყველაფრით დაღლილმა უბრალოდ შეწყვიტა ფიქრიც და საუბარიც
– მაპატიე კაპიტანო, რომ ჩემი გაუჩინარების შემდგომ ერთი გონიერი სული ვერ დაგიტოვე რომ ეთქვა რამე და შეეჩერებინა ეს მარაზმი!
– არაუშავს შენი ბრალი არ არის! თან შემიძლია საკუთარი თავის დაცვა!
– ამბობს გოგონა, რომელიც პირველივე კავალერს დასთანხდა თან ისე, რომ საკუთარი პირობებიც კი არ წაუყენებია! პირველივე შესაძლებლობისთანავე ასე უბრალოდ, უბრძოლველად დანებდა!
– დაუკვირდი რას ამბობ ! – წამოენთო ნატა.
– თუ ფიქრობ, რომ უფლება გაქვს ასე მესაუბრო მხოლოდ იმირომტომ არასასურველ ქორწინებასს გადამარჩინე სულ გადარეულხარ! ეს არც წაკბენაა, არც გახუმრება, არც მეგობრული მიჩექმვა ეს პირწმინდა შეურაცხყოფაა … и только! და არ ვაპირებ ამის დათმენას
– და მაინც რის გაკეთებას აპირებ … კაპიტანო? – მზაკვრულად წამოდგა ალექსანდრე და ნელა უახლოვდებოდა გოგონას. ნატამ ნელა გადადგა ნაბიჯი უკან მოწითალო’მოშავო უჯრედები შემოიკრა მთელს სხეულზე და შემდგომ სახეზე შეიხსნა სასაუბროდ
– აპირებ “მეცეკვო” … კაპიტანო?
– თუ საჭირო გახდება … გენერალო! – კაცმა წამიერად შემოიკა მხოლოდ შავი უჯრედები მთელს სხეულზე და ხელში მომარჯვებული მახვილით გაიქცა გოგონასკენ. ნატა ჰაერში აიწია და წამიერად “გამოიცვალა”, ზურგზე ფრთები შემოისხა, სახეზე ნიღაბი და წითელ კაბაში გამოწყობილმა …
– Сердце дракона – წარმოსთქვა გოგონამ და მისი ხელებიდან გამოსყორცნილმა ცეცხლის ტალღამ შემოსასვლელ კარზე მიანარცხა ალექსანრე. გოგონამ ჭიქა წყალი აავსო ნიჟარიდან და მიუახლოვდა კაცს. ალექსანდრე ხელს მკერდე ირტყამდა, რომ ჩაექრო ცეცხლი.
– აუცილებელი იყო ეს ყველაფერი?
– ხომ იცი შემდეგი კავალერი შესაძლოა შოკოლადებით და ყვავილებით არ მოგადგეს! And I want you to be ready!
– I am damn ready … შესაძლოა არც მოკვდავი იყოს, მაგრამ არც ორასი წლის წყეული უკვდავი ვამპირი ჯალათი იქნება, რომელსაც თავის დღეში არც ერთხელ არ წაუგია და რატომღაც ახლა გადაწყვიტა ჩემთან დაჭიდა. ვიცი რომ დამითმე. გეტყოდი, შენი ნაჩუქარი გამარჯვება არაფერში არ მჭირდება’მეთქი, მაგრამ … – აღარ დაასრულა სათქმელი ნატამ, ჭიქა წყალი მიასხა მკერდზე კაცს და მის მკერდზე ცეცხლი ბოლას იქცა მხოლოდ.
– არაფრის ! – უთხრა გამომწვევად ნატამ, იმედი მაქვს ახალი შარვალ’კოსტიუმი გაქვს ეს აღარაფერში გამოგადგება
– მაინც ვინ გგონივარ, ბრიუს უეინი?- მხიარულად უთხრა ალექსანდრემ ჯერაც იატაკზე გაშოლტილმა, წამოდგომას არ ჩქარობა. შემდეგ მხოლოდ შავ უჯრედებში გაეხმა მთელი მისი სხეული და ისე წამოდგა, გოგონამ ნაბიჯი უკან გადადგა, ყოველი შემთხვევისთვის. როცა მოშავო უჯრედები გაიფანტა, ალექსანდრე გამოჩნდა ახალ შარვარ’კოსტიუმში
– ცნობისთვის, ლურჯი უფრო გიხდება, მგონი გახდუნებს კიდეც – წაკბინა გოგონამ მხიარულად
– ახლა კი უნდა მომიტევო, ერთი საქმე, მაქვს რომელიც ვერ მოიცდის, მანამდე შეეცადე აქაურობა მიალაგო და ბოდიში – ბოლო სიტყვა აშკარად დამცინავად თქვა გოგონამ
– არ მინდოდა ასე ძალიან დამეშავებინე
– ყოველ შემთხვევში ახლა ვიცი, რომ საკუთაირ თავის დაცვა შეგიძლია კაპიტანო! – უთხრა ალექსანრემ თვითკმაყოფილმა, სიამაყით.

გოგონამ კარზე დააკაკუნა და ოთახში შევიდა
– აქ რას აკეთებ? – კითხა ჯაფარამ
– მინდოდა ბოდიში მომეხარადა … დღევანდელისთვის! – კაცი უყურებდა და არაფერს არ ამბობდა
– უბრალოდ თავიდანვე შეცდომა იყო ეს ყველაფერი და ბოლო წამს გავიაზრე, რომ ამას არ ვიმსახურებდი მე, ისევე როგორც შენ! თან ორივემ ვიცით, რა მოხდებოდა თუ უარით გაგისტუმრებდი!
– აი, თურმე რას ფიქრობ ჩემზე – ცალყბად თქვა კაცმა
– იცი, რაც ვიგულისხმე! – მოკლედ მოუჭრა გოგონამ
– აქ რატომ ხარ?
– მინდოდა ბოდიში მომეხადა, რომ შეცდომაში შეგიყვანე, რომ, ის იმედები მოგეცი რომელიც არ უნდა მომეცა, მაგრამ მეორე მხრივ ეს განზრახ არ გამიკეთებია. შენი მზრუნველობით იმდენად მოვიხიბლე, რომ მეგონა მიყვარდი, სანამ არ წარმოვიდგინე, რომ მთელი ცხოვრება …
– ვერაფერი ვერ გავიგე – გოგონა გაბრაზდა, აქ მხოლოდ თავისი გულმოწყალების გამო იყო, კაცი კი ისე იქცეოდა თითქოს თავად არ იღებდა სარგებელს ამ ყველაფრისგან
– ალექსანდრეს ვთხოვე არ მოეკალი! აი, ამიტომაც სუნთქავ ჯერაც! ეს ხომ გაიგე?
– მეც არ გამიკვირდა, ასე უსისხლოდ რატომ დამშორდა’თქო, ნუთუ ამსიოდენა გავლენა გაქვს მასზე? – თქვა კაცმა და დაიწყო გოგონასკენ სვლა, მართალია მისი თვალები გულის ფორმად არ ქცეულა, მაგრამ აშკარა იყო თუ რატომ უახლოვდებოდა
– შენს ადგილზე ამას არ ვიზამდი – უთხრა ნატამ მკაცრად
– მაინც რატომ? – კითხა კაცმა მომღიმარმა, მაგრამ მაინც დაემორჩილა და ადგილზე გაჩერდა – ნატას ეს “პარტია” უამრავჯერ “უთამაშია” ალექსანდრესთან და უკვე იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, თავად მიუახლოვდა კაცს და ის ადგილზე გაჩერდა, ორი თითით ნიკაპი დაუჭიდა სახით მისკენ მიიწია და რა წამს კაცმა თვალები დახუჭა ასე უბრძოლველად მიღებულ კოცნაში გოგონამ კისრიდან ნათლობის, ხის, ჯვარი შეიხსნა და კაცს გადაუტარა კისერზე. ჯაფარამ თვალებით გაოცება გამოხატა, როცა ოდნავ მიბრუნდა სარკისენ და მისი კისრიდან მომავალი უწყვეტი სისხლის ნაკადი შეამჩნია
– ეს რა იყო? – იკითხა კაცმა ბოლოს, სარკისკენ მიბრუნდა სისხლის კვალიც კი არ იყო სადმე. ისევ იქ იდგა თავადაც და გოგონაც
– ამას თეატრალურ დადგმას ვეძახით. ბარიერის აღმართვისას, ყველაფერი რეალურია შეგრძნებებითურთ, მაგრამ “შემოქმედს” შეუძლია თითები გაატკაცუნოს და ბარიერი დასწიოს, ამ დროს ვბრუნდებით საწყის მოცემულობაში, მაგრამ ყველაფერი გვახსოვს
– ეს რატომ გააკეთე?
– ეს ჩემეული შემოთავაზება იყო მეგობრობაზე. A friend or a foe I am fine with either one – კაცმა თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად გოგონამაც იმავეთი უპასუხა და ადგილიდან გაუჩინარდა.

როცა სახშლი დაბრუმდა ალექსანდრე ფანჯარასთან იდგა ჭიქა წყლით ხელში.
– როგორ ჩაიარა?
– ასე ვთქვათ, ჯაფარასგან პრობლემებს აღარ უნდა ველოდოთ … მეტად! – ალექსანდრემ ერთი მოყლურწა და ჭიქა წყალი მაგიდაზე დადო. შემდეგ გოგონას მიუახლოვდა და მხარზე. ხელი ჩამოადგო. “უნებართო: შეხების გამო კაცის ხელი მაშინათვე ცეცხლში გაეხვა და თითქოს დნობა დაიწყო, მაგრამ სახეზე ეწერა, რომ ფეხებზე ეკიდა!
– Я сам создал тебя … საკუთარი პირადი სიამოვნებისთვის … и только! ამიტომ შემიძლია ის გაგიკეთო, რაც მომესურვება – მკაცრი ტონით ამბობდა კაცი. ნატამ ძლიერად გადაიხარხარა და კაცი გამოაჯავრა “Я сам создал тебя “, “Я сам создал тебя ” გაიმეორა კაცის მიმბაძველი ტონით.
– როდის გამომიჭირე? – კითხა კაცმა და ჭიქა წყალი გადაისხა წაკიდებულ ხელზე
– სხვადასხვა კონტექსტიდან, სხვადასხვა სიტყვების ამოღებით და ერთმანეთზე მიწეპებით მართაც გამოდის რაღაც წინადადებები ან მათი მთელი სერიაც კი, რაც ძალიან გავს სიმართლეს, შეიძლება იმდენად, რომ თავადაც კი მოგინდეს დაჯერება … აი, თუ როგორ შეიქმნა ბეჭდების მბრძანებელი. – კაცი არაფერს ამბობდა … მეტად! კმაყოფილი მზერით აკვირდებოდა თავის კაპიტანს! ბოლოს, გოგონამ მაგიდისკენ მიუთითა

– Chess?
– Chess – უპასუხა კაცმა და თავი დაუქნია

– ქეთო როგორ არის? – იკითხა კაცმა, როცა სათამაშო დაფას მიუსხდნენ, მაგრამ თვალები აარიდა გოგონას
– კარგად – მოუჭრა ნატამ, არ ჰქონდა იმის ახსნის თავი, რაც სჭირდა ქეთოს … სინამდვილეში!
– სამი წელი გავიდა და არ ვიცი რა რეაქცია ექნება, რომ მნახავს ან რა ვუთხრა
– არ იფიქრო უბრალოდ გააკეთე – კაცმა გახედა გოგონას და არაფერი არ უთქვამს
– ციტატა საუკეთესო მსროლელისგლგან – კაცმა წარბები შეჭმუხნა
– აჰ, ჰო, ჯერ არ გექნება ნანახი მხოლოდ დღეს არ აღსდეგი მკვდრეთით?!
– ჰო ანასტასაის დახმარებით
– მაინც როგორ მოახერხა ეს?
– ცამეტამდე ფერია გაუშვა იმქვეყნად
– და აპირებ ასე უბრალოდ შეარჩინო ეს?
– ერთგულებისთვის ჯერ არავინ არ დამისჯია კაპიტანო და არც ახლა არ ვაპირებ დაწყებას! – ცოტა ხანი დუმდნენ, ბოლოს ისევ ნატა აიტანა ხითხითმა, ალექსანრე ჯერაც ფიგურებს ალაგებდა დაფაზე
– წარმოუდგენელია 200 წლოვან გენერალს 80 000 მდე უკვდავის სიცოცხლის მოსპობით რეიტნგში პირველს, ეშინია საყვარელი ქალის დანახვის -კაცმა არაფერი შეიმჩნია
– არაფერი ისეთი, უბრალოდ ყოველ დღე არ მაქვს საშუალება დავცინო უძლეველს – კაცმა არაფერი უპასუხა უბრალოდ უკვე დალაგებული ფიგურების შესწორებას მოჰყვა დაფაზე
– მოდი უბრალოდ ვითამაშოთ – თქვა ალექსანდრე. გოგონაც დადუმდა. ხელებში ჩარგო თავი, დაფას კიდევ დააკვირდა თვალები დახუჭა და მათ დაიწყებს ჭადრაკის თამაში. გონებაში სვებს ერთმანეთს ეუბნებოდნენ მხოლოდ. ბოლოს ნატამ თავი ასწია და ხელი გაუწოდა დანებების ნიშნად
– ხომ იცი რომ ვერ ჩამოგართმევ?
– აჰ, ჰო დამავიწყდ,ა რომ თუ შემეხები დაიწვები – მაშინ გოგონამ მაგიდაზე დააწყო ორივე ხელი ბარიერი აღმართა და მარჯვენა ხელი ისევ გაუწოდა დანებების ნიშნად, ალექსანდრეს გაეღმა და ჩამოართვა გოგონას ხელი. შემდგომ გოგონამ მეორე ხელიც აიღო დაფიდან და ბარიერიც მოხსნა
– სინამდვილეში ქეთო შენი გაუჩინარების შემდგომ კომაშია. ცოცხალია მაგრამ კომაშია ხომ იცი ეგ როგორც მუშაობს და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. – გოგონა კაცის რეაქციას დაელოდა, ალექსანდრე დუმდა თვალებში შიში ჩაუდგა. ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო ნატამ გააგრძელა საუბარი ვერც კი შეამჩნია ისევ ალექსანდრემ უთხრა რა ზუზუნებსო და ნატას მერე გაახსენდა იმდენად იშვიათად ურეკადნენ ტელეფონზე რომ დაავიწყდა მისი არსებობაც კი. მივიდა აიღო გაეღიმა და დაკიდა ყურმილი
– ფრენკი იყო, ქეთომ გაიღვიძა – გოგონამ მაშინათვე ბარიერი აღმართა ხელი ჩაკიდა კაცს და გადაისროლა სახლის ეზოში. ალექსანდრემ უსწრაფესად შეაღო კარი ყველამ გამოხედ,ა მაგრამ თვალებით ქეთოს ეძებდა და რომ ვერ ნახა უსწრაფესად ავიდა ზემოთ. ნათია მაშინათვე მისკენ წავიდა მაგრამ კიბეებზე ორი ახმახი აჩრდილი იდგა
– გამატარეთ!
– ვშიშობ, რომ შეუძლებელია
– გამატარეთ მეთქი! – აჩრდილმა არაფერი არ უპასუხა. მაშინ ნათიამ მათი გაწევა მოინდომა გზიდან, მაგრამ ვერ შეეხო. რაღაც ბარიერი იყო აღმართული ხელს ურტყამდა რაღაც წარმოსახვით კედელს.
– მას არ ახსოვხარ გესმის? – კიოდა ქალი მთელი ხმით
– არაფერი არ იცის შენზე! – რა წამს გული მოიოხა თავი უკეთ იგრძო და დაბრუნდა ოთახში
– იმედი მაქვს რომელიმე თქვენგანი იმდენად სულელი არ არის, რომ მათ შორის ჩადგეს ან/და რამე აკრძალვა დააწესოს! – თქვა ნატამ და მშვიდად ჩამოჯდა სკამზე … მოლოდინში!
– ალექსანდრე კართან შეჩერდა. გული ისე სწრაფად უცემდა თითქოს ამოუვარდებაო. ოთახში მსხვრევის ხმა მოესმა და დაუფიქრებლად შეაღო კარი. ქალმა მაშინათვე გამოხედა და ზუსტად ის დამეართა, რაც მაშინ, როცა 200 წელზე მეტი არ ჰყავდა ნანახი. რა წამს მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა კაცი ადგილზე გაიყინა. მისი ჩრდილიც კი არ იძვროდა.
– აპირებ შემოხვიდე თუ მანდ უნდა იდგე? – კითხა ქალმა მკაცრად და დააბრუნა კაცი … რეალობაში!
– მენატრებოდი ქითო! – მიმართა კაცმა იმ სახელით, რომელსაც მხოლოდ თავად ეძახდა
– ვისურვებდი მეც იმავეს თქმა შემეძლოს – ისე დაუფიქრებლად წარმოსთქვა ქალმა, რომ თავად გაუკვირდა. არადა არაფერზე ფიქრობდა, აინტერესებდა ვინ იყო ეს უცხო, მაგრამ რა წამს დაინახა თითქოს პეპლები იშვა მასში.

მიუხედავად ამისა, ქალი ისე ათვალიერებდა კაცს თითქოს პირველად ხედავსო, მაგრამ დროის ამ მოცემულობაში მართლაც, რომ პირველად ხედავდა. ალექსანდრემაც შეამჩნია ეს და მერე გაახსენდა ნათიას მოძახებული არაფერი არ ახსოვსო. თითქოს ამის გააზრების მერე, უფრო გაბედული გახდა და ნელა მიუახლოვდა ქალს
– ძვირფასო ცოლო – წარმოსთქვა გონებაში
– ძვირფასო ქმარო – უპასუხეს გონებაში. კაცი ადგილზე გაჩერდა და შემსწავლელად დააკვირდა მის წინ მდგარ ქალს. ქეთოც დაბნეული საკუთარი სიტყვებით, ცდილობდა ეპოვა პასუხი თუ რა ხდებოდა მის თავს. თითქოს მესამე პირად იქცა, თავისივე ცხოვრებაში. კაცი არაფერს არ ამბობდა არც ქალს ეტყობოდა დიდად რამის თქმის სურვილით რომ იწვოდა. ალექსანდრე მიუახლოვდა და მისგან ზუსტად ორ ნაბიჯში შეჩერდა. ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, ხელი არ გაუშვა, ზემოთ’ქვემოთ არწია რამდენჯერმე მერე მარცხენა ხელით დაიჭირა მისი მაჯვენა ხელი, თითები მოუკეცა და მაჯაზე აკოცა თან თვალს არ აცილებდა თითქოს სიზმარშიაო და ეშინიაო რომ თუ თვალს მოაცილებს გაუჩინარდებაო. ქალმა მეორე ხელით მის ლოყას შეეხო თმებში შეუცურა ხელი. მკერდში ” დაბადებული პეპლები ამოძრავდნენ “. მართალია, კაცი არ ახსოვდა, მაგრამ იმდენად მისიანად ეჩვენა, რომ გაუთავებლად ეფერებოდა ხან თმაზე ხან ხელებზე. ქალი სახით მიიწია მისკენ კაცმა ორი თითით ნიკაპი დაუჭირა ვნებიანად აკოცა, ხელები წელზე მოხვია, ჰაერში ასწია და…

ნაწყვეტი შემდეგი თავიდან – სოფია სტიუარტი : კვანძის გახსნა
– და ვინ გინდა, რომ განვასახიერო ამჯერად, ჩემეულ მორიგ თეატრალურ დადგმაში? – უთხრა ნატამ მარია’მოს, მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა,რადგან სწორედ მის “შესრულებაზე” იყო დამოკიდებული ალექსანდრეს სიცოცხლე [?]
– ერთადერთი და განუმეორებელი, მისი უდიდებულესობა ნანა სტიუარტი! – უპასუხა მარია’მომ გამოთქმით
– სტიუარტი? ისევე როგორც მე?
– ზუსტად … კაპიტანო! – მარია’მო უკვე აღტაცებული ჩანდა ამ ყველაფრით, თვალებით ანათებდა.

21.05.2023

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!