fbpx

კავშირი შენთან

0

მე ჩვენს სიყვარულს შევასხი ფრთები
და სწორედ ამისთვის მე ახლა ვკვდები
ეს ოცნებები დიდი და ვრცელი,
თითქოს ბავშვური და თითქოს წრფელი,
მათვე იმსხვერპლეს ცხოვრება ჩემი,
რომელიც არის მტანჯველი, ნელი…

ნუთუ მიღირდა ყოველი ამად
ჩვენ ვერ ვიცხოვრეთ ერთად და მარად,
ახლა ვნანობ რომ ამ ქვეყნად არ ხარ.
ვერ ვაზროვნებდი სწორად და საღად
შენდამი გრძნობამ სულ დამაბრმავა,
ვიცი მომელი იმქვეყნად სადღაც
და შემომხედავ, როგორც სხვა მავალს.

მე შენ დაგმარხე და თან მოგკალი,
მე ჩემი თავი ლანგრით მოგართვი,
აღარ მასვენებს სული მბორგავი
და მარწუხები მუდამ მბოჭავი.

მე მელანდება შენი აჩრდილი,
აღარ მასვენებს ჩუმი წადილი,
გამართულია მსხვერპლთა ნადიმი
და ვიტანჯები, როგორც მარტვილი.

როგორ დასასრულს ვიგემებ ნეტავ?
ცოდვილის სახელს ვატარებ დღესაც,
ვინც კი შემხედავს ჩემში მკვლელს ჰხედავს
და ეს სიტყვები ჩემს ტკივილს ჰღბეჭდავს.

მანდ როცა მოვალ სურვილს ჩავუთქვამ,
რომ აღარ ვიყოთ იმქვეყნად ერთად,
როცა შხედავ მუნ გამიარე,
რადგან გავწყვიტე კავშირი შენთან ♡

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!