ვიცი, რომ სიტყვა ვერ აღწერს ვნებას,
შენ შემომყურებ ცეცხლივით მწველად,
შენი კოცნა და შეხება ყველაგან,
შენსკენ მოვიწევ და ამას ვბედავ.
შენი სხეული ალვის ხესავით,
მიკვირს აქამდე რომ ვერ შეგაბი
ვიცი, არა ხარ ქუჩის მეძავი,
თუმცა მიზიდავ და თან მეძახი.
მკერდი გაქვს ორი დიდი მთასავით,
მე ჩავიძირე მასში ნაკადით,
გეამბორები, ნელა, ნარნარით,
შენა ხარ ქალი არვის მაგვარი.
შენი ტუჩები, რბილი და ნაზი
ცხელი, როგორიც ზაფხულის დარი,
მიმიზიდე და გამაბი მასში,
როგორც სასმელი და ვიღაც მთვრალი.
ვიცი, გაქრება გრძნობა ყოველი
და შენგან დიდად ბევრს არ მოველი,
თუმცა შენს კართან კვლავაც მოვედი
და ამის გამო მუდამ ვცოფდები.
ვიცი, ეს გრძნობა, სადაც მიმიყვანს
წელზე ხელს მოგხვევ, ჩემთან მიგიკრავ,
შენთან ამბორი ისევ მიზიდავს
და ეს გრძნობები ხელით მიჭირავს.
ვხვდები, რომ არ გვაქვს კარგი ფინალი
შენ ჩემი გული, შენსას მიაბი
ვიცი, ამ ყოველს როგორ მიმადლი
და ისევ გეტყვი როგორ მიყვარდი.