პატარა ასაკში დავიწყე წერა
ჩემი გრძნობები გადმოსცა ლექსმა
საჩუქრად ვირგე ნიჭი და ქება,
რომელიც მიძღვნა უფალმა ღმერთმა.
გვერდს ვერ ავუვლი მომავალ მზერას
ყველა დამცინის და ცოცხლად მთელავს
ჩემი სიმართლით ვუდრივარ მტერსაც,
რომელიც ებრძვის მოყვასს და ერსაც.
ხანდახან ნიჭი მექცევა წყევლად
რომელოც იქცევა გულების მკვლელად
ნუთუ ეს მარგეს მტკივნეულ ბედად
უფალო მითხარი რად გავჩნდი ქვეყნად?!
ნუ მეტყვი, რომ უნდა ვწერო სიმართლე
შენც კარგად იცი…. არვინ იწამებს.
ნუ მეტყვი, დღეს ან ხვალ გაგიმართლებს
ხომ იცი…. რომ ამას არვინ მიფასებს.
ეს გულზე ნაღველს უფრო მიმატებს,
არავინ მკითხავს: “განა გინდა ეს?”
ვიცი ოდესღაც, სადღაც იდარებს
და ამ ქვეყნადაც გამოიდარებს.