სიტყვებში ვეძებ საოცარ რითმებს,
რომლებიც ჩუმად ჩემს სათქმელს იტევს.
სიტყვას არა აქვს ამქვეყნად ფასი,
იგი არსებობს კარგი და ავი.
სიტყვებს დავადე უსაზღვრო ვალი,
პირიდან ამომდის სათქმელი მყრალი,
ხალხსაც ვუამბე საქმენი მწყრალი,
მაგრამ არა აქვთ მათ განსჯის თავი.
ვმოძრაობთ როგორც ცოცხალი ნაღმი,
გარეთ ცოცხალი, შიგნით კი მკვდარი.
სხეულში ჩქეფავს მხურვალე ძარღვი,
სისხლად ვიცლები ვითარცა მტკვარი.
თქვენ დაგიმონებთ ცოდვები ბადრი
სიკვდილი გიხმობთ მკვირცხლი და მარდი,
მას ემოსება სამოსი მკრთალი,
ცულით დაგხოცავთ, ხმალზეა ბასრი.
ჩემს სიტყვას თქვენთვის არა აქვს აზრი,
თქვენ გააჩინეთ ჩვენს შორის ბზარი,
როცა მიხვდებით გაიგებთ აწი,
თუ როგორია ცოდვილთა მარცხი.