fbpx

ცხოვრება მშვენიერია

0

ყველა არსებას ერთი ბედი გვაქ
და დასასრულიც ერთნაირია,
მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის
და სანახავიც ბევრად ბევრია.

პირველი ეტაპი მუდამ რთულია
სულ რომ დავბობღავთ, საუბარს ვსწავლობთ,
ბოლოს როდესაც წამოვიზრდებით
ეს მომენტები არავის ახსოვს.

მეორე ეტაპიც ძალზე რთულია
სკოლის კედლები, ახალი სამყარო
ეს პერიოდი არ დაბრუნდება
და მე ამ წლებით ძალზე ვამაყობ.

აქ გამოვცადე ჩემი ძალები
და შევისწავლე ურთიერთობა,
ის სიყვარული, რაც მე მივიღე
მთელი ცხოვრება მუდამ მეყოფა.

შემდეგ ოცნებებს დავუწყე დევნა,
არ დავიშურე ძალი და ღონე,
რაც კი გამაჩნდა მე ყველაფერი
ჩემს მომავალში შიგ ჩავაქსოვე.

ჩემს სიყვარულსაც სწორედ აქ შევხვდი
და შევიქმენით პატარა კერა,
ახლა ორივე ბედნიერი ვართ
და გავხდით მზრუნველი მამა და დედა.

სიცოცხლეს ისე მარჯვედ შევცქერით
როცა წარსულში ჩავიძირებით,
ვერც კი ვიაზრებთ ასე უეცრად
როგორ ვიზრდებით, როგორ ვბერდებით.

ყველა არსებას ერთი ბედი გვაქ
და დასასრულიც ერთნაირია,
ჩემო კარგებო, მინდა ეს გითხრათ,
რომ ეს ცხოვრება მშვენიერია.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!