fbpx
0

– ანუ რა არის სიყვარული?
– გეტყვით. ამ კითხვაზე უმრავლესობა რომელომე ღირსშესანიშნავ მომენტს გაიხსენებდა ალბათ და ისე გიპასუხებდათ, მაგრამ მე საბედნიეროდ უმრავლესობა არ ვარ.
რომ გავიცანი, მალევე ერთად გადავედით საცხოვრებლად. საღამოობით ძილის წინ ფილმებს ვუყურებდით. მე მის მხარზე მედო ხოლმე თავი.
არ მახსოვს იმ დღეს რა ჩავრთეთ. მახსოვს, რომ სამსახურიდან ახალი მოსულები და დაღლილები ვიყავით. სხვა დღეებისგან განსხვავებით ამ დღეს მას ედო თავი ჩემს ხელზე.
რომ იცოდეთ არსებობს ადგილები  ხელის მიდამოებში სადაც გაბუჟების პოტენციალი საკმაოდ მაღალია.
ფილმის დაწყებიდან 15 წუთში  ჩაეძინა, მე – ხელი გამიბუჟდა.

დილემის წინაშე ვიდექი. ხელში უკვე ტკივილმა ამიარ-ჩამიარა. ჩემ თავს ვუთხარი, არაუშავს, რა უნდა მომივიდეს-მეთქი. ფილმზე გადავიტანე ყურადღება.

გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და უკვე სიმწრისგან ვეღარც ფილმზე ვკონცენტრირდი, დავფიქრდი გამეწია თუ არა ხელი. რა მოხდებოდა მერე? არაფერი დაშავდებოდა, ალბათ შეიღვიძებდა ოდნავ და ბალიშზე გააგრძელებდა ძილს. ამაზე გაფიქრებამ დამამწუხრა. ხელს თუ გავწევ გავაღვიძებ, შევაწუხებ დაღლილ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძვირფასია, განა რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ხელის გაბუჟება? მისი ძილის დაფრთხობა უფრო მაშინებდა.

თითქოს ხელი რომ გამეწია ამ ურთიერთობასაც ასეთივე მარტივი დასასრული ექნებოდა, როგორც მის ძილს?
აქ მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე! იმ მომენტში რა ვიცოდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნებოდა. ფილმი გამოვრთე და დაძინება ვცადე.  იმ ბოლო წამს, როცა ამ და იმ სიზმრების ქვეყნის შორის ვიყავი, აღარც დაბუჟება იყო, აღარც ტკივილი და წამიერად გავიფიქრე: ეს არის სიყვარული.?

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!