fbpx

ისტორია ,,ობლობის სტიქია”

0

ჩემთვის, თითქოსდა, ერთი  ჩვეულებრივი დღე თენდებოდა,  თუმცა უფლის საუნჯეში ეს დღე უჩვეულო ბუმბულის კალმით და სისხლისფერი წითელი ფერით იყო ჩაწერილი.  ჯერ კიდევ საამურად მეძინა, როდესაც უეცრად დედაჩემის გულის შემკუმშველმა ტირილმა გამომაღვიძა. როცა ძილბურანიდან გამოვერკვიე, წამსვე მივხვდი რაც ხდებოდა, მამაჩემი სიკვდილს ებრძოდა… გიჟივით წამოვვარდი იმ რწმენით,  რომ მამაჩემს მატარებელი კვლავ გაასწრებდა და ბოლო წუთამდე იმედი მქონდა… მაგრამ საშინელი სიტყვები ელვასავით მომხვდა გულზე – მითხრეს, რომ მან  ბოლო საფეხურსაც გადააბიჯა. ეს იყო ბრძოლა დაცემას და წამოდგომას შორის, თითქოს  ვიღაცამ ჩემს  ურყევ ბოძს ხელი ჰკრა, თითქოს სალივით  კლდე ჩამოიშალა და შიგ მოვყევი…  მეგონა, მამაჩემი კვლავ ჩამჭიდებდა ხელს და ისევ ამომიყვანდა ნანგრევებიდან,  მაგრამ ამაოდ!!!  სულმოუთქმელად როცა  ველოდი მის მიერ გამოწვდილ ხელს,  სწორედ მაშინ დამთავრდა ყველაფერი.

  მითხრეს, რომ მე, პატარა, სუსტი და უმწეო გოგონა,  ყველაზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და მიმეხედა მამაჩემზე უზომოდ შეყვარებულ და ცხოვრობის მიმართ ინტერეს-დაკარგულ ქალზე – დედაჩემზე…

   იცით – მიკვირდა, როგორ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, რით უნდა მენუგეშებინა დედაჩემი, მათ ასეთ უბედურებასთან გამკლავება არ უსწავლებიათ. არ უსწავლებიათ – რას ნიშნავს ვიყო ძლიერი და ამავდროულად ობოლი…

  მინდა ისიც გითხრათ, რომ  ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირა  გავიდა და ჩემდა გასაოცრად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ძლიერი პიროვნება და ვიცი, რას  განიცდის უცოდველი შვლის ნუკრი, როცა ობლად რჩება ამ დაუნდობელ სამყაროში.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!