მე უკან მივსდევ დაისის ალამს
სანამ წყვდიადი სინათლეს შთანთქავს,
მნათობი ნალი გზას გამინათებს
სანამ დამწვრისგან ბოლი მას შთანთქავს
ქარვა აალდა, დასწვა ლურჯი ვითა ხე ცეცხლმა.
მწველი თვალებით შემოჰყურებს ცაში მყოფ მთვარეს
-აღარ მოგბეზრდა?! ასე მარად სულის მილევა
მთვარის ჩასვლისას მერე ისევ გამოღვიძება.
წახვედ უკვე მე კი ასე ვჩქარობდი მოსვლას,
ჩანაცვლებული ქარვა უკვე გაქრა ცნობიდან
ახლაც კი ვნანობ, მხოლო ნახვა შევძელი უწინ
და მოგონებებს ღამეულა მივყვები მარად
ღამენათევი შემოვყურებ ათასფერ ვარსკვლავს
შენი კვალია, რომ აქამდის ისევ აქ დარჩა
ვუყურებ მათ და მახსენდება ნათელი დღე და
მეც სინანული მეპარება სულში წერტილად.
ნაცნობი სევდა ისევ მიხმობს სხეულის შიგნით,
ძალით მიმარევს, ხრამში ჩაყრა მიზნად უღია
ჭირვეულობა სათავისოდ იყო მიზეზი
ახლა ხრამის ძირს მეც ბედნიერი ვზივარ ეულად.