fbpx

ლურჯი ოცნება ანუ გასაგები გაუგებრობა #3

0

 

– სულ ვფიქრობდი, როდის მომაკითხავს მეთქი – უთხრა ქალმა, მიუახლოვდა კაცს და მისგან ზუსტად ორ ნაბიჯში შეჩერდა.

– მის ელიზაბეტ, რა სასიამოვნო სიურპრიზია. შენს აქ ნახვას არ ველოდი – უთხრა გიომ და ფართოდ გაუღიმა ქალს.

– ორივემ ვიცით რომ ასე არ არის.

– სასიამოვნო არ არის თუ სიურპრიზი?

– სასიამოვნო ჭეშმარიტად და სიურპრიზი არც მთლად… გუშინ ქორწილის თარიღი დავნიშნე, დღეს შუადღეს კი შენ უკვე აქ ხარ… სიმართლე გითხრა, დილით გელოდებოდი, ჩემს მანქანასთან, ჩემს სამსახურთან ატუზულხარ, საინტერესოა სხვა ვის ნახვას ელოდი აქ? საერთოდ როგორ გაიგე რომ დღეს ვმუშაობდი?

– მე და შენს მესაჭეს, ასე ვთქვათ, ერთგვარი ბრომანსი გვაქვს და …

– მაშინ როცა შენთან დავასრულებ, შეგიძლია ხელი ჩაჰკიდო და თან წაიყოლო … ჯანდაბაში – უთხრა რა ქალმა ფიქტიური ბრაზით დაეთანხმა კაცის გამოწვევას, ტრადიციულ, წაკბენათა დუელში, ჯახში, ჩაბმაში..

– შეგიძლია ამიხსნა ეს რა ჯანდაბაა? – ჰკითხა კაცმა და დაკეცილი ფურცელი სრულად გახსნა

– ეს ალბათ ჩემი ქორწილის მოსაწვევი უნდა იყოს, მაგრამ რადგან ჯერაც არ დამიგზავნია არავისთან, რაღაც უაზრო სიტყვათა წყობა იქნება ფურცელზე დაწერილი

– გამომიჭირე.

– თავისთავად, если я правильно помню а я правильно помню, все эти трюки что знаешь я сама научила (ყველა ეს წყეული ილეთი რაც იცი თავად მე გასწავლე) გუშინ დაგირეკე და რომ გეპასუხა სხვისგან არ მოგიწევდა ქორწილის თარიღის გაგება.

– რომ გცოდნოდა მაგ დროს რას ვაკეთებდი, მიხვდებოდი რომ სალაპარაკოდ ნამდვილად არ მეცალა.

– არ ვიცოდი შენ და ნატა ისევ ერთად თუ იყავით, მეგონა ამდენ ხანს მიხვდებოდა თუ რა ნარცისი ნაბიჭვარიც ხარ და გაგაგზავნიდა ჯანდაბაში, მაგრამ თუ უკვე ახალი საძინებელიც კი გჭირდებათ მაქვს 1-2 საჭირო ნომერი..

– ამას შენეულ კომპლიმენტად მივიღებ.

– ასეც იყო ჩაფიქრებული.

– მეც მომენატრე ლიზიი და თან წარმოუდგენლად გამოიყურები..

– გმადლობთ, ვიცი, მაგრამ ამხელა მანძილს მხოლოდ ჩემი მშვენიერების სანახავად არ გამოივლიდი – თქვა ქალმა და საკუთარ თავზე მიანიშნა.

– შენს თავს სათანადოდ არ აფასებ.

– ნა-ნა-ნანა-ნა-ნა-ნა … ეს სიმღერა ადრეც მსმენია, ასე რომ რატომ უბრალოდ არ გამოვტოვებთ ამ [წყეულ] ცეკვას და პირდაპირ არ მეტყვი что ты здесь делаешь на самом деле?

– წინააღმდეგი ხომ არ ხარ შენი ქორწილის თარიღი ოდნავ გადასწიო? .. თუ, რა თქმა უნდა, მეჯვარის გარეშე არ აპირებ გათხოვებას.

– ისეთი რა გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა რომ მეჯვარეობას ვერ შეძლებ?

– მაგ დღეს ფარმაცევტულ კომპანიასთან მაქვს სასამართლო და ფიზიკურად ვერ გავჩნდები ორ ადგილას ერთდროულად.

– და შენ როდის მერე აგრძელებ იურიდიულ პრაქტიკას?

– გაცნობის დღიდან მომწამლე ამ საქმით და დრო და დრო მჭირდება საქმეების აღება ბალანსის აღსადგენად, მორიგი პროცესი კი შენი ქორწილის დღეს მაქვს, გადადებას ვთხოვდი, მაგრამ ამის საფუძველი ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე.

– ეს საჭირო არც არის, შენ ხომ მე მომმართე, არა? ვინ არის მოსამართლე?

– იაკობ სმონარქი.

– მაშინ გაგვიმართლა, როგორც ჩანს კიდევ ერთი მოსაწვევის დამზადება მომიწევს.

– და ფიქრობ რომ სასამართლოს მხოლოდ იმიტომ გადადებს, რომ ქორწილში დაპატიჟებ?

– არა, მაგრამ ნამდვილად გადადებს თუ თან სტუმრების სიას გავუგზავნი, მათ შორის კი მისი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდება, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და დიდი ხანია არ უნახავს.

– ნუთუ? და მისი ბავშვობის მეგობარს როგორ დაიყოლიებ?

– გაგვიმართლა, რადგან მისი შვილის კომპანიას ჩემი ფირმა წარმოადგენს.

– ძალიან ბევრი გამართლება ხომ არ არის ერთდროულად?

– რას იზამ, ასეა ჩემი სამყარო მოწყობილი – უთხრა ლიზიმ, ნიკაპი ზემოთ ასწია და თმები ოდნავ შეისწორა. გიო დაჟინებით მიაშტერდა ქალს, თითქოს საცეკვაოდ ეპატიჟებაო.

– მიყურე თორემ გამოგეცეკვები ახლა – იყო ქალის პასუხი, მაგრამ კაცის რეაქციამ უფრო დააბნია. ქალის მანქანაზე ზურგით მიყრდნობილმა გიომ ჯერ მარცხნივ გაიხედა, შემდგომ მარჯვნივ – მის ელიზაბეტ – მიმართა კიდევ და გაღიმებულმა თავი დახარა

– ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, ეს უბრალოდ გაღიმება არ იყო, ეს გამარჯვებულის ჩაცინება იყო, მგონი ფორმაში აღარ ვარ, რადგან რაღაც აშკარად გამომრჩა – თქვა ლიზიმ, მათ შორის მანძილი ერთ ნაბიჯამდე შეამცირა, ბუნებრივი ქერა თმები ზემოთ, მჭიდროდ აიწია და დიდრონი ლურჯი თვალებით შეისწავლა მის წინ მდგარი კაცი ფეხსაცმლის ქუსლიდან თმის ღერამდე, რომელსაც სასაცილო ქუდი უფარავდა და საუბარი განაახლა.

– ნატამ იცის რომ ჩემს ქორწილში მე არ ვიქნები ერთადერთი, ვინც გაბედნიერდება?! ახლა კი მაჩვენე, რას მალავ პიჯაკის მარცხენა შიდა ჯიბეში – უთხრა

ქალმა და ხელი გაუწოდა – გიომ ღიმილით ჯიბიდან ყუთი ამოიღო და ქალს ხელზე დაუდო. შემდეგ გახსნა საქორწინო ბეჭედი და მიმართა:

– ლამაზია არა?

– кольцо красивое не потому как оно выглядет а потому что оно означает.

– ფიქრობ მოეწონება?

– თუ იმდენად სულელია, რომ მზად არის დარჩენილი ცხოვრება შენთან გაატაროს, ყურადღებასაც კი არ მიაქცევს ისე დაგთანხმდება. საინტერესოა, როგორ აპირებ მისი მშობლების დალოცვის მიღებას, რადგან, თუ ფიქრობ, რომ მამამისი გოგოს გამოგატანს მხოლოდ იმიტომ, რომ სამშაბათობით ჭადრაკს თამაშობთ ხოლმე, სულ გადარეულხარ – თქვა ქალმა აღტაცებით.

– ხომ მიცნობ, არა? მაგ შემთხვევისთვის მაქვს გეგმა ბ, გეგმა გ, გეგმა დ და ხომ იცი ალფავიტი როგორ გრძელდება, არა? – ქალმა გაიღიმა, ქერა თმები მხრებზე გადაიწია და მერე და ოდნავი პაუზის შემდეგ დაამატა:

– მეგონა შენისთანა რომანტიკოსი ადამიანი ხელს მისი ახლობლების წინაშე სთხოვდა და არა ამდენი უცნობის წინაშე.

– კაცმა ჯერ მარცხნივ გაიხედა, შემდგომ მარჯვნივ და ისევ მიაცქერდა ქალს თვალებში სიტყვაუთქმელად

– ჯანდაბა.. ჯანდაბა.. ჯან და ბა! მგონი ასაკი დაუკითხავად მეპარება, როგორ ვერ მივხვდი, აქ იმიტომ არ ხარ, რომ სასამართლოში გჭირდება დახმარება, იმიტომ ხარ, რომ გინდა ერთი ავტობუსი ხალხი დავპატიჟო ჩემს ქორწილში და ასე უსწრაფესად სწორედ იმიტომ გაჩნდი აქ, რომ მოსაწვევები გამეგზავნა მათთვისაც.

– ნუთუ ამდენად ჭკვიანი ვარ?

– შენ ხომ ჩემი საუკეთესო მოსწავლე ხარ, არა?

– მეგონა ერთადერთი ვიყავი.

– ამიტომაც ხარ საუკეთესო.. ყოველთვის ზედმეტად თვითდაჯერებული ნაბიჭვარი იყავი, მეგონა ნატა მაინც შეგცვლიდა.

– ხომ გაგიგია, ხარი ხართან რომ დააბაო..

– ანუ აღიარებ რომ შენნაირად მოაქციე?

– მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წინააღმდეგი არ არის გაიმარჯვოს მუდამ!

– შეგეძლო ყველაფერი პირდაპირ გეთქვა, ეს დადგმა რა საჭირო იყო? თუმცა არ უარვყოფ, რომ ძალიან მომეწონა.

– დასწყევლოს ღმერთმა, შენ მხოლოდ ძალაზე გაქვს რეაქცია! რომ დამერეკა რა უნდა მეთქვა, რო?

– ვწუხვარ, ვწუხვარ იმის გამო, რომ ამდენწლიანი ახლო მეგობრობის მანძილზე ვერ წარმოვაჩინე საკუთარი თავი იმდენად კარგად, რომ გცოდნოდა ასეთ გადამწყვეტ

მომენტში ჩემი იმედი შეგეძლო გქონოდა და რომ დავუშვებდი გამონაკლისს და მორიგი იაფასიანი ატმასკის მაგივრად მხარში ამოგიდგებოდი და ზურგს გაგიმაგრებდი.

– შეგიძლია ახლა დამეხმარო და რჩევა მომცე მორიგ საქმეზე?

– მაგრამ შენ ხომ დახმარება არც გჭირდება, არა?

– ანუ უკვე გამოიცანი ჩემი გეგმა?

– შენ მხოლოდ ერთი ილეთი იცი, ისიც კი მე გასწავლე თავის დროზე. აპირებ საკუთარი [წყეული] წამლის გემო გაასინჯო და შემაჯამებელი სიტყვა დასრულებული არ გექნება, როცა დიდი მსხვილი გარიგებით ხელში მოგადგებიან – კაცმა გაუღიმა და ოდნავი პაუზის შემდგომ ისევ ქალმა გაუგრძელა საუბარი.

– ნატაზე რას იტყვი? ისევ ახსოვს ჩემი გამოწვეული ის [წყეული] ამბები?

– насколько я знаю…

– насколько я знаю – გაიმეორა ლიზიმ გიოს სიტყვები და თვალებში მიაჩერდა – ნუ მეიურისტები! ნორმალური ადამიანივით მითხარი სათქმელი.

– შენ ხომ ბოდიში არასოდეს მოგიხდია, არა?

– როგორც ჩანს, შენს საცოლესთან პაემანი არ ამცდება.

– თუმცა იმ ამბებმა უფრო დაგვაახლოვა კიდეც.

– თავისთავად, არაფერი არ აახლოვებს ოჯახს ისე, როგორც გარედან მოსული მტერი… მაშინაც კი, თუ ეს მტერი ალქაჯის ფორმაში გამოწყობილი უახლოესი მეგობარია.

– და შენზე რას მეტყვი, ისევ ნაწყენი ხარ ჩემეულ წინა დადგმაზე?

– დათას მოგზავნა ნაბიჭვრული საქციელი იყო, რადგან ზუსტად იცოდი, რასაც აკეთებდი

– თავად გამოიწვიე ის ყველაფერი, სხვა გზა არ დამიტოვე, როგორც თავად მასწავლე, როცა მხარეს ავირჩევდი, მისი ერთგული უნდა დავრჩენილიყავი, სხვა შემთხვევაში როგორი ადამიანი ვიქნებოდი?

– განა არ მესმის? ჯალათი დაგჭირდა და მასზე უკეთესს ვერავის ნახავდი, ნებისმიერ სხვას მიწას გამოვაცლიდი ფეხქვეშ ან/და სულაც იატაკს მ ო ვ წ მ ე ნ დ დ ი მისით – დამარცვლა ქალმა.

– ალბათ შენი ლომ’ბიჭა როგორი გახარებული იქნება, რადგან მეჯვარეობას ვერ შევძლებ.

– რას ამბობ, პირიქით, შეუყვარდი, ფიქრობს რომ რკინის კვერცხები გაქვს, რადგან არათუ მის წინააღმდეგ წახვედი, არამედ დიდებულადაც კი შეუსრულე, მაშინ როცა ნებისმიერ სხვა ფიქრადაც არ გაივლება შეპასუხებას, არამც თუ მის წინააღმდეგ წასვლას… ახლა კი ახალი მეჯვარე მჭირდება და …

– ტამარა უკვე ელის შენს ზარს, ჟურნალი “პატარძალის”  ყველა გამოცემა უკვე გამოიწერა და…

– ესეც გათვალე, რატომ არ მიკვირს?!

– ალბათ უკვე მიეჩვია მუდამ რომ გისწრებ, ერთი ნაბიჯით.

– მხოლოდ ერთით? – ორივეს გაეღიმა – ახლა კი მეც შეხვედრა მაქ, სადაზღვეო კომპანიას უნდა ვასწავლო ჭკუა.

– და შენ როდის მერე აგრძელებ იურიდიულ პრაქტიკას?

– მენატრებოდი, ეს საქმე არსაიდან ჩამივარდა ხელში და ვიფიქრე გიო როგორ მოიქცეოდა-თქო და გადავწყვიტე ამეღო.

– იცი, შეგეძლო უბრალოდ დაგერეკა.

– მე არ … – აღარ დაასრულა სათქმელი ლიზიმ

– შენ არ რა? ადამიანი არ ხარ?! – ქალმა არაფერი უპასუხა გვერდით ამოუდგა კაცს და სამსახურის ცივ კედლებს შეხედა, გიო მის წინ დადგა და ისევ წამოიწყო საუბარი.

– მერე მზად ხარ?

– შენი აზრით გუშინ ღამე რის კეთებაში გადავათენე?

– როგორც მუდამ, მანიკურის კეთებაში.

– ხა ხა ხა, სასაცილოა ამას შენ რო მეებნები, ჩემს დღეში მანიკური არ გამიკეთებია, რატომაც ყოველთვის ვპოულობდი სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეს.

– თუ არ ჩავთვლით გამოსაშვებ საღამოს

– ненавижу, ненавижу тебя. უფრო სწორად კი მძულს, რომ ჩემზე ყველაფერი იცი.

– თავად მომიყევი ყველაფერი.

– я же знаю, знаю сама напросилась.

– … ანუ ისევ დაუბრუნდი იურისპუდენციას, არა? ისეთი შეგრძენება მაქვს, რომ საერთოდაც ნანობ ყველაფრის მიტოვებას

– დასწყევლოს ღმერთმა, შენს გამო უმაღლესი ლიგიდან წამოვედი!

– თუ სწორად მახსოვს, გითხარი, რომ მე მოვდიოდი და შენ მიპასუხე, რომ თუ მე წავიდოდი შენც წამოხვიდოდი.

– და შენს გარეშე რა აზრი ექნებოდა რო? განა სხვა ვინ შეძლებდა ჩემი არგუმენტების დამახსოვრებას და ჩემსავე წინააღმდეგ გამოყენებას მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოველი, შენს გარეშე ძალიან ძალიან ძალიან … ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ყველაფერი, ასე რომ დიახ! შენ გადაწყვიტე ორივეს ნაცვლად, თუმცა არ ვბრაზობ, ასე შეიძლება უკეთესიც კი იყოს..

– და შენს ლომ’ბიჭას რატომ არ მისცემ შანსს? როგორ აღნიშნე, ყველაფერი, რაც ვიცი შენ მასწავლე..

– შენი აზრით, ცოლობაზე თანხმობა სხვა რა იყო?

– I guess someone is having second thoughts about the wedding… ხომ იცი, რომ ჯერაც შეგიძლია ყველაფერი დაწყებამდე დაასრულო, არა?

– ირონიულია ამის მოსმენა შენგან, ადამიანისგან, რომელმაც მთელი მისი ადამიანური რესურსი, რომელშიც მის დროსა და ენერგიას ვგულისხმობ, გახარჯა ამ ყველაფრის მოწყობაში, შენი ლურჯი ოცნებაც კი ჩემზე გახარჯე, ასე არ არის?! ლუკას სიტყვები რომ მოვისმინე, გამაჟრიალა, თან ყველაფერი ისე იდეალურად იყო მოწყობილი, რომ.. და როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებით.

– რას იზამ, ასეთი ვარ.

– შენ მართლა კარგი ხარ.

– უკეთესიც კი ვარ – გაითამაშეს რა მათი [20 წლის უკანდელი] პირველი პაემნის სცენარი, ორივეს გაეცინა.

– ნუთუ მეორე პილოტის გარეშე აპირებ ბრძოლის ველზე გასვლას?

– შენი აზრით ჯერაც რატომ ვარ აქ?!

– მერე რას უდგახარ აქ, წამო ვიცეკვოთ!

– я уж думал никогда не услышу это словосочетание

– не драматизируй пожалуйста – უთხრა კაცმა, გამოუღო ქალს მანქანის კარი და მეორე მხრიდან მოუარა, ქალი გადაწვდა და შიგნიდან გაუღო კაცს კარები. დავაი, დავაი, დაგაზე – უთხრა კაცმა მესაჭეს, როცა მანქანაში ჩაჯდა – იცი, ცოტათი მეცოდებიან კიდეც, მათ ხომ წარმოდგენაც კი არ აქვთ როგორი ვარსკვლავური გუნდი გაილაშქრებს მათ წინააღმდეგ.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!