მეორე დილით ქალი თავის მაგიდასთან იდგა, წინადღით ნაჩუქარ სასმელს სვამდა და უყურებდა მის მძინარე ლომბიჭას, გამოცალა რა ჭიქა, წებოვან ქაღალდზე შეტყობინება დაწერა და მინის ბოთლს მიაკრა, თუმცა ფიქრობდა, რომ კაცი საღამომდე თვალის გამხელი არ იყო, ოთახიდან გადიოდა , როცა ჰოლში გიოს შეეჩეხა
– ზუსტად რვაზე ხარ აქ – თქვა ქალმა გაოცებით და გააგრძელა – ზუსტად რვაზე, მაინც რა მოხდა გუშინ?
– არ გამოცხადდა
– პაემანზე არ მოვიდა?
– მოსვლით კი, მაგრამ არ დამელოდა, როგორც მიმტანმა მითხრა 15 წუთი მოიცადა, შეტყობინება დაგიტოვა და წავიდაო, შეტყობინებაში კი ეწერა “7 საათი ნიშნავს 7 საათს” – ქალი ტუჩებით ცდილობდა ღიმილის შეკავებას
– იცი, სასაცილო საერთოდაც არ არის
– ვიცი, ვიცი
– მაშინ შეწყვიტე სიცილი – ქალმა მტკიცედ მოკუმა ტუჩები, ხელი გაუწოდა და უთხრა
– შენს კაბინეტში გავისაუბროთ იმ საქმეზე
– ჩემს ოთახში? ანუ, საბოლოოდ გადაწყვიტე ფირმა მე გადმომაბარო, არა? გრაფიკს გადავხედავ თუ მოვიცლი..
– იმ საქმეზე მინდა გკითხო, მე რომ ვიცი, შენ რომ იცი და ის მანამდე ვერ მიხვდება სანამ არ მოვუყვებით
– არ ღირს ამაზე საუბარი, რადგან შესაძლოა შენი ლომბიჭა ნებისმიერ დროს წამოდგეს და ყველაფერი გაიგოს.. მორიგი დრამის გასათამაშებლად კი ზედმეტად ადრე ხომ არ არის?
– ეს ” მეტი დრო მჭირდება”-ს ნიშნავს თუ შენეული მზრუნველობის გამოხატულებაა?
– ამის ნაცვლად რატომ არ მომიყვები რა მოხდა აქ გუშინ? დილით შენს ოთახში რომ შემოვიხედე არაფერი შეცვლილა, ვიფიქრე ნუთუ გამოსაცვლელად მაინც არ მოვიდა მეთქი, რადგან ერთი კაბა ორჯერ, შენს დღეში არასდროს გცმია… მაგრამ ახლა გიყურებ და ვხედავ კაბები ოფისშიც გქონია გადანახული
– არაფერი არ მომხდარა
– ეს “ახლა მაცადე და მერე მოგიყვები”-ს ნიშნავს თუ შენეული უარყოფაა აშკარად შემდგარი “აქტის”? – თქვა გიომ, ხელები ერთმანეთს დააციალა, შემდგომ ხელის გულები მიატყუპა და თითები ერთმანეთში გადახლართა
– კარგ ხასიათზე ხარ იმ ადამიანის პირობაზე ვინც პაემანი ჩააფლავა – უთხრა ქალმა ღიმილით და ხელიდან გამოაცა ბიჭს თამბაქოს მაგვარი რაღაც
– ეს თამბაქო არ გეგონოს
– ვიცი რაც არის და იმასაც გეტყვი ვისგანაც გაქვს… ბიჭი ბუღალტერიიდან
– ბუღალტერის თანაშემწე ბიჭისაგან, დიახ – უთხრა კაცმა გაკვირვებით და დაამატა – აქ ნუ მოვწევთ აკრძალულია
– წესებს როდის მერე იცავ?
– მას შემდეგ, რაც თავად დავადგინე – კაცმა თავი დახარა და გააგრძელა
– არც მპასუხობს და არც ზარს იღებს
– უბრალოდ რატომ არ ეტყვი, რომ შენი უახლოესი მეგობრის ნიშნობაზე იყავი და დროულად ვერ გამოცხადდი
– წამითაც კი არ დაიჯერებს
– წარმოუდგენელია, ამაზე ფიქრობ კიდეც? განსაკუთრებული უნდა იყოს, ვითომ აღმოჩნდება ის ერთადერთი?
– შეიძლება
– მაშინ სჯობს სიმართლე უთხრა, გულწრფელად უთხარი რომ ჩემთან საუბარი არჩიე დროულად გამოცხადებას, რადგან გეგონა იქამდე დაგელოდებოდა სანამ არ მიხვიდოდი, რადგან ამდენად მაგარი გეგონა საკუთარი თავი, აღიარე რომ შეცდი და რომ წუხხარ მომხდარის გამო
– ვითომ გულწრფელობა კარგი აზრია?
– რა თქმა უნდა, ტყუილად ხომ არ დაგთანხმდა შეხვედრაზე, არა? იმისთვის რომ ყველაფერი გაწყვიტოს ვფიქრობ ცოტა მეტად უნდა მიქარო, რომ გადაწონო და გააბათილო ყველა ის მიზეზი თუ რატომაც დაგთანხმდა შეხვედრაზე თავდაპირველად…
– ისევ აქ ხარ? – უთხრა კაცმა, რომელიც ხელში ქალის დატოვებულ წებოვან ქაღალდს ათამაშებდა
– რაღამც აქ ხარ პირისპირ გეტყვი – თქვა გიომ და ხმა ჩაიწმინდა
– შენი ფირმების ნახევარი გავყიდე, მეორე ნახევარი კი ჩემზე გადმოვიფორმე
– რა .. ? კიდევ ერთხელ გაიმეორე – უთხრა კაცმა და გიოს ჯიქურ შეხედა, გიომ კაცის გამოხედვა არ შეიმჩნია და საუბარი გააგრძელა
– შედეგად მთლიანად გადაიწერა შენი წარსული და გათეთრებული ფულით შეგიძლია რაიმე ახალი საქმე წამოიწყო – შემდგომ კი ლიზის გახედა – წამოიწყოთ
– არანაირად! გამორიცხულია ამას არ დავუშვებ – თქვა კაცმა და მათ შორის მანძილი ერთი ნაბიჯით შეამცირა
– ვშიშობ ვერაფერს შეცვლი, დოკუმენტები უკვე გაფორმებულია თანხა კი გადმორიცხული – უთხრა გიომ, გულის ჯიბიდან ორად გადაკეცილი ფურცელი ამოიღო, გახსნა და კაცისკენ მიატრიალა
– უფლებას მიცემ ასე მოიქცეს? – მიმართა კაცმა ლიზის გაღიზიანებული ხმით – ამას გიო ჩემი სახელითაც ამბობს. – კაცს სახე მოეღრიცა, აღარაფერი თქვა უბრალოდ ოთახიდან გავიდა, ლიზი გიოს მიუტრიალდა და ფურცელს გადახედა
– დოკუმენტები გაფორმებულია და თანხაც გადმორიცხეს, არა? ეს როდის მოხდა? – გიოს გაეღიმა
– რას ამბობ, ეს გუშინდელი არ შემდგარი პაემანის მაინც გადასახდელი საგადასახადო დავალებაა – ლიზის მოაგონდა რა კაცის გაცეცხლებული რეაქცია ფურცელი ხელში დაჭმუჭნა, გიოს მკერდზე მიადო და უთხრა
– მე ეს არ მითხოვია!
– შენ პრობლემის მოგვარება მთხოვე, არადა იცოდი ჩემეული მოგვარების გზები
– მე ეს არ მითხოვია! – გაიმეორა ქალმა და მაგიდას მიეყრდნო ზურგით
– ასე ყველასთვის უკეთესია
– იცი, ყოველთვის მეგონა, რომ გადამწყვეტ მომენტში ჩემს მხარეს დაიჭერდი , რომ შენს ეგოზე მაღლა დამაყენებდი, თურმე როგორ ვცდებოდი
– იცი, ჩემთვის იმდენი რომ არ გქონდეს გაკეთებული რამდენიც გაქვს, უბრალოდ წავიდოდი
– შენთვის იმდენი რომ არ მქონდეს გაკეთებული რამდენიც მაქვს, თავადვე მოგისვრიდი ამ [წყეული] ფანჯრიდან
– ნუ იქნები უმადური, ჩემი ეგო რომ უფრო მაღლა დამეყენებინა ვიდრე შენი ინტერესები, ისე მოვიქცეოდი როგორც უამრავჯერ მოვქცეულვართ მე და შენ.. ცოფიან ძაღლებს მივუქსევდი და გადარჩენილი სიმდიდრის დაცვას და გაფრთხილებას შევთავაზებდი , ამის ნაცვლად ყველა ფირმა რომელიც კანონის საზღვრებს მიღმა იყო ჩემზე გადმოვიფორმე, დანარჩენი საეჭვო ფირმები კი მომგებიან ფასად გავყიდე, მთლიანი პასუხისმგებლობა მის ყველა ყოფილ ფირმაზე მე მაწევს და რა დარღვევაც არ უნდა იპოვონ ყველაფერი ჩემს კისერზე იქნება, აი, ეს პუნქტიც ჩავამატე იმ ხელშეკრულებაში, რომელზეც, რომ იცოდე, შენი სახელით მოვაწერე ხელი, აი, ეს არის ჩემი საქორწინო საჩუქარი, გეგონა ძვირადღირებული სასმელით და ჭიქებით შემოვიფარგლებოდი მხოლოდ?
– მე ეს არ მითხოვია და შემდეგში შემახსენე, რომ შენთან თხოვნით აღარასოდეს მოვიდე
– იცი, გაბრაზებული არ ჩანდი, როცა უთხარი, რომ ამას შენი სახელითაც ვამბობდი
– აბა, იმას ხომ არ ვაჩვენებდი, რომ ძაღლი ავუშვი მან კი ჩაისვარა?! რას წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ შენს მორიგ [წყეულ] საჭადრაკო ფიგურებად წარმოგვიდგენდი და გადაწყვეტდი ჩვენით გეთამაშა, ჩვენ რეალური ადამიანები ვართ, რეალური შეგრძნებებით უფლება არ გქონდა..
– დამშვიდდი, დაბრუნდება, კაცი მთელი მისი შეგნებული ცხოვრება იმპერიას აშენებდა, რომელიც მთლიანად ხელიდან გამოვაცალე, შენი აზრით სხვა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა? როცა საბუთებს გადახედავს და კომპენსაციას ნახავს, მიხვდება რომ მართალი ვიყავი და შესაძლოა მის აგარაკზეც კი დამპატიჟოს შენთან ერთად, უფრო სწორად ახლა უკვე ჩემს აგარაკზე
– იმედი მაქვს მართალი ხარ
– შენთვის ოდესმე მიღალატია?
– არა, მაგრამ მახსოვს რამდენიმე იმედგაცრუება
– სიტყვას გაძლევ, ეს ერთ-ერთი მათგანი არ იქნება.. ახლა კი უნდა დაგტოვო, ქალი უნდა შემოვირიგო,
– აკი, მითხარი არ მპასუხობსო
– და ვინ თქვა რომ რაიმეს მიწერას ვაპირებ? თუ გამიმართლებს შუადღის შესვენებისას მის საყვარელ კაფეს მოინახულებს, რამდენიმე საათი მაქვს კაფეს მენეჯერი დავარწმუნო მიმტანად ამიყვანოს
– წარმოუდგენელია
– შეიძლება ურთიერთობებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვიცი საქმეები როგორ ვაკეთო
– მართლა კარგი ხარ
– უკეთესიც კი ვარ
– ისე, როცა გაგიცანი ეკონომისტი იყავი, ჩემი გავლენით იურისტად იქეცი, ახლა კი მისი წყალობით მიმტანად მუშაობას აპირებ, გილოცავ, კარიერულ საფეხურზე წინ მიიწევ – უთხრა გამხიარებულმა ლიზიმ
– დაასრულე?
– ჯერ მხოლოდ ახლა ვხურდებოდი – გიოს მოაფიქრდა რა მორიგი სარკასტული ხუმრობა გადაწყვიტა არ ეთქვა, რადგან ქალის გაღიზიანებად არ უღირდა, ამიტომაც უბრალოდ გაუღიმა ლიზის და გასასვლელისკენ წავიდა
– The things we do for love – გულთბილი ღიმილით მიაძახა ქალმა, გიო მაშინვე მოტრიალდა
– You know I love you Lizzie – თავის დახრით დაემშვიდობა გიო და ჰოლში გაუჩინარდა
ქალი გიოზე ჩაფიქრდა, ის ფაქტი რომ მამა ზეციერმა ერთი ქალის ერთგულად არ შექმნა იაფასიანი ატმასკა იყო უბრალოდ არ შეხვედრია შესაფერისს… დღემდე! ამან მათი პირველი პაემანი მოაგონა, უფრო სწორად კი მათი მესამე პაემანი, ტკბილ-მწარე მოგონებები და მისი სიტყვები “у нас с тобой ничего не выйдет, прости меня”
– что за .. – გამოელაპარაკა ქალს მისი შინაგანი ხმა – если я правильно помню а я правильно помню всё не так “сладка” было сказано – შინაგანმა ხმამ ნიკაპი მაღლა აღმართა, დოინჯი შემოირტყა და ზუსტი ციტატა შეახსენა ქალს, რომელიც კაცმა მესამე პაემანზე გააჟღერა დამშვიდობების წინ “შენ კარგი ხარ, ძალიან ძალიან ძალიან კარგი, მგონი მიყვარდები კიდეც… მე კი სერიოზული ურთიერთობებისთვის ჯერაც არ ვარ მზად და უბრალოდ არ მინდა ჩემი მორიგი ‘მონაპოვარი’ იყო, ამიტომ სანამ უფრო შორს შევტოპავთ…” это достаточно или мне ещё продолжать .. – ქალის ქვეცნობიერი რატომღაც არ ჩერდებოდა – я думал ты задохнёшься пока тот стоял в двух шагах от тебя – ქალს მარცხენა ლოყა შეეკუმშა, მისმა შინაგანმა ხმამ რატომღაც მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტა [წყეული] ჯალათის ფორმა მოერგო… ქალი შებრუნდა, თავის მაგიდასთან მივიდა და ეცადა საქმეებში ჩაძირულიყო. მანამდე მუშაობდა, სანამ გიოს ზარმა არ შეაწყვეტინა რამდენიმე საათის შემდგომ
– კარგი ამბები მაქვს, მართალი იყავი
– რა თქმა უნდა, მართალი ვიყავი… თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობ?
– დღეს შემხვდება საღამოს
– მერე იმან რაო?
– 7 საათი ნიშნავს 7 საათსო
– ვინ წარმოიდგენდა რომ საყვარელი ადამიანის გულამდე მისასვლელი უმოკლესი გზა გულწრფელობაზე გადიოდა?!
– მხოლოდ შენ – თქვა კაცმა, მხიარული ტონით და მცირეოდენი პაუზის შემდგომ დაამატა – და თუ ფიქრობ რომ დღეს ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო და გავაკეთებ, მომეცი პრობლემა და გადავჭრი, მომეცი ლედი გაგას სიმღერა და ვიმღერებ
– ლედი გაგას იმღერებ? ნუთუ ამხელა მსხვერპლზე წახვალ საკუთარ პრინციპებთან? მაგრამ რადგანაც მდგომარეობას ობიექტურად ვერ ვაფასებ მირჩევნია შენს გადაწყვეტილებას ვენდო, ტყუილად ხომ არ ხარ ფირმაში ნომერი პირველი იურისტი, არა?!
– შენს შემდგომ
– თავისთავად, ეგ ისედაც იგულისხმებოდა
– დღეს ვეღარ დავბრუნდები ოფისში
– ვიცი, ხვალამდე – უთხრა ქალმა და ყურმილი დაკიდა.
საღამოს ლომბიჭამ შემოაბიჯა მის კაბინეტში
– აი, მეც გიპოვე – უთხრა კაცმა შემოსვლისას
– ჩემს ფირმაში ვარ, ჩემს კაბინეტში, სხვაგან განა სად?! – ფიქტიური წყენით წარმოსთქვა ლიზიიმ, შემდომ თმები აიწია,შეიკრა, საბუთები ერთმანეთზე დააწყო, ღიმილით გახედა ჯერაც კარში მდგარ ლომბიჭას და კითხა
– დიდ ხანს მეძებდი?
– მთელი ცხოვრება – უთხრა კაცმა და ნელი თანაბარი ზომის ნაბიჯებით დაიწყო სვლა თავისი საცოლისკენ, შეჩერდა რა მისგან ზუსტად ორ ნაბიჯში..
– აი, ახლა ზუსტად ეს მჭირდებოდა – თქვა ქალმა, წამოდგა მისი მაგიდიდან, კაცს მიუახლოვა მჭიდროდ მოეხვია და დაღლილი ხმით უთხრა – ძალიან დავიღალე დღეს – კაცი უცნაურად არ პასუხობდა არაფერს, ქალი ოდნავ მოცილდა და მის სახეს დააკვირდა
– ვერ ვიტან როცა ვჩხუბობთ, ეს შიგნიდან მჭამს და მანადგურებს – დაარღვია დუმილი კაცმა
– მეც ასევე – უთხრა ქალმა და მთელი სხეულით მიეკრო კაცს
– იცი ხელის თხოვნის მთლიანი სცენა გიოს დადგმულია
– ვიცი
– სიტყვებიც კი მან მოიფიქრა
– ეგეც ვიცი
– ნიშნობის ბეჭედზეც კი ვთხოვე დახმარება, მაგრამ მიპასუხა, რომ ეგ ის საკითხი იყო, რომელშიც ჩარევას არ და ვერ შეძლებდა
– ეგ აღარ უთქვამს
– გიყვარდა? – უთხრა კაცმა შედარებით მკაცრი ტონით
– რამდენი ხანია, რაც ამის კითხვას გეგმავ?
– ველოდებოდი თუ როდის იქნებოდი მეტად დაღლილი და მოწყვლადი
– კარგი მცდელობაა, მაგრამ მაგ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს
– ნუ მეიურისტები! კი ან არა, რა არის ამაში ასეთი რთული?
– უკვე გითხარი პასუხი და თუ ფიქრობ, რომ კითხვის გამეორებით პასუხი შეიცვლება მაშინ საერთოდაც ვერ გაგიცვნივარ
– მგონი ვიჩქარეთ ნიშნობა – შეაწყვეტინა კაცმა და დივანზე მძიმედ ჩამოჯდა
– სასმელი მოგიტანო? – კითხა ქალმა, თუმცა პასუხს არ დაელოდა, მისკენ წავიდა ჭიქა ხელში დაუჭირა, იქვე სკამი გამოწია და ანიშნა ფეხები შემოედო, შემდგომ თავად დივანზე გაწვა, თავი კაცის კალთას დაადო და შემდგომ უთხრა
– თუ წასვლას არ აპირებ მოდი აქ დავრჩეთ, კომფორტულად ვარ უკვე მოწყობილი
– შენ ხომ აქა ხარ, არა? სხვაგან არც კი მომაფიქრდება წასვლა – ქალს სასიამოვნოდ გაეღიმა, მარჯვენა ხელით კაცის კისერს შეეხო და მარცხენა ლოყაზე ძლიერად აკოცა – I love you more – უთხრა და თავი ისევ მის კალთაზე დაადო
– მგონი აქ დარჩენა ტრადიციად გვექცა – თქვა კაცმა სასხვათაშორისოდ
– უცნაურია, მაგრამ მეც ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი
– ხომ იცი , რომ დიდი სახლი გვაქ თავისი დიდი ეზოთი, არა?
– მეგონა ეგ გიომ გადაიფორმა
– ასეც არის, თუმცა გასაღები ჯერაც არ გამოურთმევია
– მოდი დღეს აქ დავრჩეთ და ხვალ დილით წავიდეთ
– როგორც გინდა… შენი აზრით სახლს ვერ დავიბრუნებთ?
– მხოლოდ გამოსყიდვით, ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო მთელი დღეები დოკუმენტებს გადავხედავდი და აუცილებლად ვიპოვიდი საკბილოს ,მაგრამ … მაგრამ ჩვენ ხომ გიოზე ვსაუბრობთ, არა?! გვიან ღამით რომ დავადგეთ სახლში და გავაღვიძოთ მაინც შეძლებს ხელშეკრულების სრულად ციტირებას წერტილ-მძიმის სიზუსტით
– მართლა ასეთი მაგარია?
– ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემზე უკეთესიც კია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი მისი მენტორი, პირადი მენტორი, ყველაფერი, რაც იცის მე ვასწავლე, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ის თავად ბრძოლის პროცესითაც ღებულობს სიამოვნებას, აი, ამიტომაც გითხრა ყველაფერი პირადად, იმის მაგიერ რომ დაერეკა ან ფოსტით გამოეგზავნა დოკუმენტი.. მე კი მხოლოდ რამოდენიმე წუთი ვიღიმი გამარჯვების შემდგომ – ლიზი შეეცადა მეტად კომფორტულად მოწყობილიყო, კაცის მარჯვენა ხელი მოძებნა და მასში თითები გადახლართა, შემგომ კი გააგრძელა – ამიტომაც ვიყავი დაინტერესებული კარიერით მუდამ, აქ ყველაფერი შედარებით მარტივია, დამოკიდებულია შენზე და იმაზე თუ რამდენად გსურს მიაღწიო იმ მიზანს თუ ოცნებას რომელიც ასე ძალიან გინდა, ურთიერთობებში კი დაზუსტებით იმის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ აქ ასაკი არაფერს არ წვეტს, ყველაფერი ისევე რთული, ჩახლართული და მტკივნეულია, როცა ხარ ცამეტის ან ცხრამეტის ან ოცდასამის და თუნდაც ოცდაცამეტის, თუმცა სულ ვფიქრობდი, რომ როცა საკმარისად მაღლა ვიქნებოდი, საკუთარ შესაძლებლობების პიკში, ყველაფერი უფრო გამარტივდებოდა, მაგრამ თურმე როგორ ვცდებოდი – ახლა რა იქნება? – ჩაეჭრა კაცი – წარმოდგენა არ მაქვს, მოგვიწევს დაველოდოთ და თავად ვნახოთ , მანამდე კი კარგად გამოძინებას ვაპირებ – თქვა რა ქალმა შეეცადა მოზღვავებული ფიქრები გაექარწყლა და მშვიდად დაეძინა, კაცმა არაფერი უპასუხა ერთმანეთში გადახლართული ხელი აიღო, ქალის ხელს აკოცა და შემდგომ ისევ უკან დააბრუნა.
ძილის წინ, კაცი მუდამ ფიქრობდა მომავალზე, თუმცა პირველად ცხოვრებაში არ აწუხებდა, რომ არ იცოდა დაზუსტებით რა ელოდა შემდგომ, რადგან ახლა ისედაც ბედნიერი იყო, მისი სამყარო იმ ერთადერთი ქალის ირგვლივ ტრიალებდა, რომელსაც მის კალთაზე ეძინა, მარცხენა ხელით ქალის თმებს შეეხო, შემდგომ კარგად მოკალათდა და მალევე მიეძინა.
facebook კომენტარები