fbpx

ელფერი

0

                  ერთხელაც ხმაურიან დილას შევიტყვე ბედნიერების უხილავი ძალის მობრძნების შესახებ. ჩემგან კი მხოლოდ ტკბილი დახვედრისა და მომღიმარი სახის მეტს არარას ითხოვდა. ამბის შეტყობინების შემდეგ ჩნდება ეტაპები და ფაზათა გარდამავლობა. იყო აღქმა, იდეები და ბოლოს შინაგანი ხორცმეტი ბედნიერების უკუკავშირის მიღების სურვილი.

                  წვიმიან ზაფხულს მოლივლივე შხაპები ხელს უშლიან შეგრძნებათა მთელ კასკადს, რომელიც ზაფხულით სიამ-ტკბილობა ჰქვია, მაგრამ მიმზიდველი არა წვიმაა ცალკე ან ზაფხულის მცხუნვარე, გრადუსიანი მზე, არამედ ამ ორ მოვლენათა ტკბილხმიანობა.  კონტრასტუბის არსებობით გამოწვეულმა ხასიათის აღრევამ, გამიჩინა სულიერი კავშირი სიმშვიდისა, ნებივრობისა თუ იმთავითვე საუკუნო მოლოდინის ქონისა, რომელიც იმედიანობს ადამინთა შინაგან ხმაში.

                 მოლოდინი კვლავ მოლოდინს ელტვის, დროსთან ერთად ვერეკებით საკუთარ თავს, არასასურველი ადგილებისკენ, თუმც გუმანი სხვაგვარ სურვილებს და საქმეებს გვიქადდა. ასე გახშირებულმა ჟამიანობამ მომცეს უცნობი ხმების შეცნობისა თუ გაცნობის აშუალება, რომელიც აზრს იქით და კარს გარეთ კოტრიალობენ, ჩემში გასხივოსნებულ უკეთურ ველებს მანდობენ, მაგრამ როგორც არასდროს, სხვა გზით წასულს კვლავ ერთ ადგილს ჩავჩერებივარ. ჩიხმა გალავანი შემოარტყა ცხოვრების ერთჯერად და თითქოს აღმავალ პერიოდს ეპოქისას, საიდანაც ვიწყებ არსებობას და სიცოცხლის შესწავლას…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!