– Talk to me Goose – გაიფიქრა ნატამ და თან თმებს იბწნიდა, როცა კარზე დააკაკუნეს. ჯერ იფიქრა მოდი გამოვიცნობ ვინ იქნებაო, მაგრამ ისედაც ისეთი აღელვებული იყო, რომ მაშინათვე გადაიფიქრა
– შემობრძანდით – თქვა ბოლოს თან სარკის კუთხეს დააკვირდა, სადაც გამოჩნდეოდა “სტუმრის” ვინაობა.
– ვიფიქრე გნახავდი, ცერემონიამდე, რამე ხომ არ გჭირდება? – კითხა ნიკომ და გაუღიმა გოგონას, მასაც თითქოს გადაედო ეს ღიმილი
– შეგიძლია თმა ჩამიბწნა? ისე ვნერვიულობ, რომ ამებურდა ხელები, უკვე მესამედ ვცდილობ
– სიამოვნებით – უპასუხა კაცმა. გოგონა მიბრუნა. ნიკო ზურგიდან ამოუდგა ცოტა ხნით უყურებდა თვალებში სარკის გავლით თითქოს საუბრობდნენ … უსიტყვოდ!
– შენი აზრით სწორად ვიქცევი? – წამოიწყო საუბარი ნატამ, თავი ჯერ მარცხნივ, შემდგომ მარჯვნივ მიაბრუნა და შეხედა ჩაბწნილებს
– შენ აპირებ გათხოვდე – ოდნავი პასუზის შემდგომ უპასუხა ნიკომ თან ისე, რომ თვალები და ხელები გოგონას თმისთვის არ მოუცილებია – ვფიქრობ არასწორ კითხვას სვამ – ისე მშვიდად წარმოსთქვა კაცმა, თითქოს ამინდზე საუბრობდნენ
– და რა იქნება სწორი კითხვა?
– გიყვარს?
– განა ყველა სიყვარულით ქორწინდება? – გაცინებით წარმოსთქვა გოგონამ. ნიკოს არ გაეცინა. როცა გოგონამ დაჟინებული მზერა მიაპყრო მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, მაგრამ თვალები და ხელები გოგონას თმისგან არ მოუცილებია
– ცნობისთვის, ისტორიაში, მეტი წილი მყარი ოჯახების სიყვარულის გარეშე შეიქმნა … სწორედ!
– ამან უნდა დამამშვიდოს?
– რა გინდა, რომ გითხრა?
– მინდა მითხრა თუ რას ფიქრობ?
– არა, შენ გინდა, რომ გითხრა, რომ სწორად იქცევი, რომ მსხვერპლად იღებ საკუთარ სიცოცხლესა და ბედნიერებას სხვების გადასარჩენად… მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ არ შემიძლია ამ მტკნარი ტყუილის თქმა!
– You know how it works! ან მისეულ “ჯელტმენურ” შემოთავაზებას მივიღებდი ან არც კი მინდა წარმოვიდგინო რომელ ჩვენგანს წააცლიდა თავს, სანამ ისევ მკითხავდა… აი, როგორც იმ გამოთქმაშია, if you can’t beat them, join them
– იაფასიანი ატმასკა! – გოგონამ გაკვირვებული გახედა და კაცმა განმარტა
– ანუ სიმართლესთან იმდენად ახლოს მდგომი სიტყვათაშეთანხმება, რომ პაროი თავად მოგინდება, რომ დაიჯერო უბრალოდ სიმართლისგან ძალიან ძალიან შორს დგას … არაგულწრფელი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და გაყალბებული გრძნობებითურთ
– რომელი ნაწილი? – უეცრად კარზე დააკაკუნეს ორივემ თავი მიაბრუნა.
– სიძე-ბატონი ჯაფარა მოვიდა – გამოძახეს კარის მიღმა
– კარგი – გასძახა გოგონამ აქიდან და საკრში დაიწყო ყურება. ნიკოსაც დაესრულებინა თმის ჩაბწნა და გოგონა იყურეოდა სარკეში ეხებოდა თავის თმას
– ძალიან ლამაზია, გმადლობ – წარმოსთქვა გოგონამ წამოდგა და ლოყაზე აკოცა კაცს
– პირველივე ცდაზე იდეალურად გამოგივიდა და როგორ?
– ძალიან ლამაზი ხარ ნატა’ნატ
– ფიქრობ მოეწონება? – უეცრად დასცდა მის ტუჩებს და მაშინათვე სარკის გავლით ნიკოს თვალებს გახედა
– You do like him, do not you?
– საყვარელია …-წარმოსთქვა გოგონამ სახეგაბრწინებულმა და ფანჯარას დაუწყო ყურება, აინტერესებდა სიძე’ბატონი ჯაფარა როგორ იყო გამოწყობილი, მაგრამ კაბინის მიღმა მხოლოდ ხალხი ირეოდა
– მაინც არ გითქვამს შენი აზრი, რატომ არ მოგწონს ასე ძალიან?
– მთავარია, რომ შენ მოგწონს, როგორც თქვი საყვარელია, ეს საკმარისი მიზეზია რომ რავიცი, დათანხმდე პაემანზე , მაგრამ არა ცოლობაზე. -მოკლედ მოუჭრა კაცმა. გოგონა მაშინათვე კაცისკენ მობრუნდა.
– სოფიას ვეტყვი, რომ საქორწინო კაბის ჩაცმაში დაგეხმაროს – უთხრა კაცმა მიზეზი მოძებნა, რომ გასულიყო ოთახიდან
– ალექსანდრე რომ აქ იყოს … – დაიწყო საუბარი ნატამ, როცა კაცი კარს იყო მიახლოებული და ჩაეჭრა
– ალექსანდრე, რომ აქ იყოს ყველაფერს დაწყებამდე დაასრულებდა! ყოველგვარი ნებართვის გარეშე … შენს ჯაფარას ძალიან გაუმართლებდა თუ “მელოდიის ბოლოს” მხრებზე თავი შერჩებოდა. ახლა კი უნდა მაპატიო ჯვარი ხომ მე უნდა დაგწეროთ და ცოტა მომზადება მეც მჭირდება … ფსიქოლოგიურად! ასე უბრძოლველად , რომ ნებდები!
– სხვა გზა არ მაქვს!
– ალექსანდრე სუპერგმირი , რომ იყოს და თავისი საფირმო ფრაზა ჰქონდეს ეს აუცილებლად იქნებოდა ” სხვა გზა ყოველთვის არსებობს” და შენ ეს ყველაზე კარგად უნდა იცოდე, შენ ხომ მისი პროტეჟე ხარ, მერამდენე წელია შენი პირადი მწვრთნელია?
– არჩევანი არ მაქვს! – გაიმეროა გოგნამ და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ნიკო მართალი იყო, არჩევანი არ გააკეთა უბრალოდ დათანხმდა, თავისი პირობებიც კი არ წაუყენა, ასე უბრალოდ დათანხმდა! Not choosing is still a choice. თითქოს კაცმა მისი აზრები წაიკითხაო მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა
– არჩევანის არ გაკეთება თავის მხრივ არჩევანია … სწორედ! – მაგრამ კაცმა ვერ მოითმინა უნდოდა ასე ჰაერში არ გამოეკიდებინა გოგონა.
– ახლა გეტყვი იმ რჩევას თუ რეკომენდაციას, რასაც დედა’დედოფლიდან დედა’დედოფალზე გადადის მისი გენერლების საშუალებით.”истинный царь выслушивает все советы, но делает как велит сердце ” – თავი დაუხარა კაცმა და ოთახიდან გავიდა უხმოდ. გონებაში ჯერაც კაცის სიტყვები უტრიალებდა, ფანჯარაში, რომ იხედებოდა და ეძებდა სიძე’ბატონს თითქოს მისი დანახვით გაეცემოდა ყველა კითხვას პასუხი. კარი დაუკაკუნებლად შემოაღეს და სოფია ადგილზე გაჩერდა.
– ჯერაც არ გაცვია? ყველა შენ გელოდება, მაგრამ არაუშავს ასეც არის მიღებული, ხომ? – გაეღიმა და ბოლოს დაამატა
– ბოდიში, ცოტა შევთვერი და დამავიწყდა შემოსვლა, როგორც ჩანს მე და ტეკილა ვერ ვიმეგობრებთ … А жаль – ნატას ჯერაც თავისი ფიქრები ჰქონდა გონებაში ამიტომ გაუღიმა ქალს თეთრი კაბისკენ მიუთითა … უბრალოდ! ბევრი არ უსაუბრიათ, უფრო სწორად ნატას არ უთქვამს დიდად არაფერი მხოლოდ უსმენდა სოფია როგორ უყვებოდა რაღაცებს ვიღაცებზე არც კი შეხებია მთავარ თემას, თითქოს დარწმუნებული იყო ყველაფერში არადა თავად ნატა არ აღმოჩნდა დარწმუნებული განსაკუთრებით ნიკოსთან საუბრის შემდეგ.
– მოიცადე – უთხრა, როცა უკვე თავზე უპირებდა თეთრი ფანტელის ჩამოკიდებას. სოფია გაჩერდა და სახეში შეხედა ქალს. უნდოდა ეთქვა ეკითხა, მაგრამ ამის ძალები ვერ იპოვა საკუთარ თავში. სოფიამ გაუღიმა ნელა შეეხო ქალის თმებს, ნაწნავებს
– ალექსანდრემ დაგარქვა კაპიტანი, მაგრამ თავად აიკიდე ეს დიდი პასუხისმგელბობა მისი გაუჩინარების შემდეგ, ჩვენი ყველასი გადარჩენით საკუთარი მომავლის და ბედნიერების სანაცვლოდ, საპირწონედ
– მაგრამ ალექსანდრე აქ არ არის! ის გაუჩინარდა!
– არა … კაპიტანო! ალექსანდრე მოკვდა შეეწირა რა ჩვენი ყველასი გადარჩენის მცდელობას … სწორედ! და დარწმუნებული ვარ ასე არ მოიქცეოდა, რომ სცოდნოდა ასე დაასრულებდი… – გოგონა ფიქრებში გადაეშვა და ხმა არ ამოუღია. ისევ სოფიამ წამოიწყო საუბარი დედობრივი მზრუნველობით
– ხომ იცი, შეგიძლია გადაიფიქრო. ხელს ჩაგკიდებ და უბრალოდ გავქრებით აქიდან
– და მერე სხვები? – უეცრად დასცდა გოგონას ტუჩებს შეკითხვა
– სხვები იმას იტყვიან, რასაც იტყვიან და იმას იზამენ, რასაც იზამენ. მართალია მე შენი ხელის მომკიდე ვარ, მაგრამ უპირველ ყოვლისა ვარ შენი დობილი. თუ ეჭვი გეპარება საკუთარ შეგრძნებებში ვალდებული არ ხარ … ვალდებული ამ მსხვერპლშეწირვისთვის. როგორც ალექსანდრე ამბობდა ხოლმე “მადლობებლი მიანც არავინ არ იქნება!” მართალია ის აქ არ არის, მაგრამ შენ ხარ მმართველი ოჯახის წევრი, რაც უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად არის უდიდესი უპირატესობაა, გააკეთო ის, რაც გინდა, როცა გინდა ვისთანაც გინდა! – რამდენიმე წამიანი პაუზის შემდგომ კარზე დააკაკუნეს
– დაგელოდოთ თუ თქვენს გარეშე დავიწყოთ? – მოუსმა კარის მიღმა კაკუნის შემდგომ … დამცინავად!
– ენა ამოგგლიჯო თუ თავი წაგაცალო? – უპასუხა სოფიამ დაუფიქრებლად. შემდგომ ნატას გახედა და წამოაყენა
– ვიცი რომ არ გიყვარს, ყოველშემთხვევაში ისე ნამდვილად არა როგორც ალექსადნრეს და ქეთოს ერთმანეთი! ჩვენ ორს შორის კი ყოველთვის მეგონა, რომ შენ იქნებოდი ის, ვინც არაფრის დიდებით არ დასთანხმდებოდა მათზე ნაკლებ სიყვარულს. ამიტომ თავად უნდა აირჩიო … იმედი იქონიო, რომ ერთ მშვენიერ დღესაც უბრალოდ მიეჩვევი მას და რომ აღარ მოგინდება ” აი ეს მეტი” არც მისგან და არც ცხოვრებისგან. – სოფია წამოდგა მკლავი მკლავში გაუყარა გოგონას და ოთახიდან გავიდა.
– ნახე ყველა აქ არის… ანასტასიაც აქ იყო დილით ახლა აღარ ჩანს – თქვა სოფიამ და ნატას გახედა. გოგონა დუმდა, შეათვალიერა მომლოდინეები და მერე გახედა ჯერ ნიკოს და მერე მის წინ მდგარ სიძე’ბატონ ჯაფარას . უყურებდა რა მას მიხვდა, რომ ის გაურკევლი ეჭვევი და გრძნობები, რაც ნიკოს ოთახში შემოსვლამდე ჰქონდა უბრალოდ გაქრა. უკვე გადაწყვეტილად იცოდა, რომ არ უნდოდა მისთვის ეყურებინა მთელი დარჩენილი ცხოვრება, უცებ წარმოიდგინა თუ როგორ უნდა შეხებოდა იგი მას და სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა ნაბიჯი გვერდზე გადაადგმევინა გოგონას.
– ყველაფერი რიგზეა? – კითხა სოფიამ, გოგონამ არაფერი უპასუხა ნაბიჯი წინ გადადგა და სოფიაც გაუძღვა მისი საქმროსკენ და მღვდლისკენ, ნიკოსკენ, რომელსაც უნდა დაექორწინებინათ ის. ჯაფარა ქრისტიანი არ იყო ამიტომ ჯვრისწერის ნაწილი გამოტოვეს და ამაზე მაინც დათანხმდა. მისთვის მაინც ფორმალობა იქნებოდა. კიბეებთან კაცმა ხელი გამოუწოდა გოგონამ ჩაკიდა და ორი საფეხურის ავლის შემდგომ ნიკოს მარჯვნიც. ჯაფარა კი მარცხნივ. ჰო ,მართალი აღმოჩნდა ეს ორწუთიანი შეხებაც კი მტანჯველი აღმოჩნდა მისთვის.. გამოსავალზე ფიქრობდა და მაშინ, როცა ნიკომ შესავალი სიტყვის მოყოლა დაიწყო
– Talk to me Goose – გაიფიქრა ისევ გოგონამ ხმამაღლა გონებაში
– დამელაპარაკე ალექს
– საოცრად გამოიყურები… კაპიტანო! – ჩაესმა რა გოგონას გონებაში თავი მაშინათვე მოაბრუნა და იპოვა სიტყვების ვტორი, რაც ისედაც ცხადი იყო
– ალექს? – დასვლა კითხვა გოგონამ გონებაში აშკარად გაბედნიერებულმა
– ერთადერთი და განუმეორებელი – იყო კაცის პასუხი გონებაში
– მიხარია, რომ ცოცხალი ხარ … გენერალო! – უთხრა სახეგაბრწყინებულმა გოგონამ და ნიკოსკენ მიბრუნდა. ჯაფარამ მიიხედა უკან, მაგრამ ვერაფერი ნახა ისეთი, რაც გოგონასავით ასე გააბედნიერებდა.
– კარგად ხარ? – კითხა კაცმა, მაგრამ გოგონამ არაფერი უპასუხა, რადგან უკვე ფეხებზე ეკიდა . კაცსაც ცუდად ეჩვენა არ პასუხი, მისკენ არც კი იყურებოდა გოგონა თითქოს რაღაცას ელოდებაო
– Если что, რო რამე, ხომ იცი შემიძლია ყველაფერი დაწყებამდე დავასრულო .. All you need to do is – ask, უბრალოდ წარმოსთქვი “ჯადოსნური სიტყვა” და … – უთხრა კაცმა გონებაში. გოგონა რამდენიმე წამით ჩუმად იდგა, მერე სახით მოუბრუნდა ალექსანდეს და
– Lütfen – იყო გოგონას თხოვნაც და პასუხიც. გემი რითაც მიცურავდნენ წყნარ ოკეანეში და სადაც ტარდებოდა მთელი ეს ცერემონიალი, ისე შეირხა თითქოს რაღაც ძალიან მძიმეს დაეჯახაო. ყველა რამდენიმე ნაბიჯით გადაცვივდა მარცხნივ ალექსანდრეს გარდა, რა თქმა უნდა, ის სწორი თანაბარი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ნატას. გზაში მარჯვნივ გაიხედა, მისი აჩრდილები გვერდიგვერდ ჩამწკრივდნენ ბრძანების მოლოდინში. შემდეგ მათგან შორს მდგომ ანასტასიას გახედა. ანასტასიას გაეღიმა. “მელოდიის” დაწყებამდე იცოდა თუ როგორ დასრულდებოდა მთელი ეს “ცეკვა”. იმედი ჰქონდა ალექსანდრე შეარჩენდა, რომ 13’მდე ფერიის მსხვერპლშეწირვა გახდა საჭირო იმისთვის, რომ მკვდრეთით აღედგინა იგი. ქალმაც გაუღიმა კაცს საპასუხოდ და მის კბილებზე ბრეკეტებმა სათითაოდ დაიწყეს გაუჩინარება. და ახლა, როცა ალექსანდრეს “ადაბრენიე” ჰქონდა ცივსისხლიანი სერიული მკვლელობათა სერიისთვის, თმა ზემოთ აიწია მიუახლოვდა რამდენიმე მგელ’კაცს და წინ გადაუდგა
გთხოვთ, რომელიმემ მაიძულეთ “გეცეკვოთ” – წარმოსთქვა ქალმა მტაცებლურად, მისი თვალები შეწითლდა, მომღიმარ სახეზე მისი კბილების ეშვები ზომაში გაიზარდა და წაწვეტდა. სხეული მოწითალო’მოშავო უჯრედებით დაეფერა, ხელებში კი მოგრძო მახვილები მოიმარჯვა.
15.5.2023