რამდენიმე წუთში ყველაფერი ნაცნობი გაქრა და გონებიდან წაიშალა თითქოს ეს თავდაცვის მექანიზმი ყოფილიყოს, გარშემო ვიხედებოდი და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი თითქოს ძლივს შეჩვეული ახალი გარემო და უცებ ისევ არაფერი, უცხო, უცნობი ადამიანები ძველები და ახლები , თითქოს არავინ და არაფერი … არც ადამიანები, არც სახეები, არც საუბრის ტონი, ხმის ტემბრი, არაფერი ნაცნობი, დაკარგული თავი და უცნობი სხეული, რომელშიც უბრალოდ ვსუნთქავდი, ისიც გაჭირვებით, თვალები რომლებიც ალაგ-ალაგ სილუეტებს ხედავდნენ, მერე სიბნელე, სინათლე, ჭერი და ორი თვალი რომელთაგან ერთი საით და მეორე კიდევ საით იხედებოდა კაცმაც არ იცის, ვბრმავდებოდი… დაკარგული სიტყვები..
“შეგრძნება” – თითქოს ენას ვყლაპავდი და კბილებით ვიჭერდი … კიდევ … კიდევ ზიზღი.. ყველაზე ახლო ადამანები უცნობად მექცა ის საათები და ზიზღმა შემიპყრო … “ზიზღი ” -სახეზე აფარებული ხელები “გაცოცხლება” თვალებში ჩახედვა… და გამოფხიზლება…. ერთადერთი ნაცნობი სხეული და სახე…. გამიხარდა… ცოცხალი ვიყავი … “ნაცნობი სხეული და სახე” შენ ხარ ძველი წიგნი რომლის წაკითხვაც ერთადერთია რაც მინდა. ფურცლები ერთმანეთზე ნესტისაგან მიწეპებულა და მე მაინც ყოველღე მათ გადაშლას ვცდილობ ისე რომ არ გაიხეს ან არ დაზიანდეს…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!