რახარუხი

0

არასდროს მომწონდა ადრეული წლები, როცა ჯერ კიდევ ხატვითა და კითხვით ვერთობოდი ჩემს პატარა, თბილ, მყუდრო ოთახში.ხშირად ხდებოდა ისე, რომ მარტო ვრჩებოდი ჩუმად ამ სქელ კედლებში, ჩემდაუნებურად დაუვიწყარი და ბავშვური, მაგრამ ამავდროულად უზომოდ მომნუსხველი აზრები ტრიალებდა თავში, იმდენად რომ განცვიფრებასაც კი ვერ ვმალავდი, მახსოვს, მთელი სულითა და გულით მიხაროდა, მხოლოდ ისიც კი რომ ფიქრი შემეძლო ამ ინტერესით გაჟღენთილ იდეებზე. ყველაფერი ისეთი მგრძნობიარე და იმედის მომცემი იყო ამ დროს…ახლა ოცი წლის ვარ, როგორც ყოველთვის ვერც მე შევნიშნე როგორ გავიდა ეს დრო, როგორ ჩაიყოლა წლებმა მღელვარებით გამოტენილი შეგრძნებები უძირო სანაგვეში და ვერც ის, თუ როგორ გაღრღნა გონების ნათელი ღერძი. კითხვა ხატვა და კიდევ უამრავი ისევ რუტინის შემადგენელია, თუმცა აღარ არსებობს თანმდევი გრძნობა რაც მათ ახლავს ხოლმე თან, მოკლედ აღშფოთების უნარი დავკარგე…და დავკარგე კიდევ ბერვი…და მეტს დავკარგავ, ეს ერთი შეხედვით უზომო სამყარო იმდენად კატეგორიული და სწორხაზოვანია შეიძლება განცვიფრებისგან კბილსისხლნარევი სიცილი აგიტყდეს.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!