სათაური ,, ახალი წელი ,, ავტორი ( ლაშა ყელაურაძე )
მეტად განვრცობაც და დახატვაც შეიძლებოდა , თუმცა ეს ჩემი პრინციპია: ,თუ ბევრს იფიქრებ ვერასოდეს დაწერ ემოციით , ემოცია მოგაწვება და შენც დაწერე , თუნდაც ორი სიტყვა ,,
თუ კარგად დაუკვირდებით დიდი აზრი და ემოცია ჩავდე , მიუხედავად ნაჯღაბნისა .
ახალ წლამდე სულ რამოდენიმე წუთი დარჩა .მილიონერი ანჟელო პენტჰაუსში ძვირადღირებულ მაგიდაზე დაყრილ კოკაინს იყნოსავს და შუშის ვიტრინიდან ქალაქს იმპერატორივით გადაჰყურებს . ქუჩის ასფალტზე დადებულ სქელ თოვლს სახლის ფანჯრებიდან გამოტყორცნილი მრავალ ფერადი შუქი ეფინება და გარემოც ახალი წლის ფერებით იმოსება . ახლა ყველაზე შესანიშნავი დროა ახალგაზრდა მამაკაცმა წამები დაითვალოს და ზუსტად 00:00 საათზე ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღოს. დრო , როდესაც ბავშვობის საუკეთესო ილუზია ცოცხლდება . კარებზე კაკუნი და ზღურბლთან დატოვებული საჩუქარი ბავშვობაში იმ გრძნობას მიღვივებდა , რასაც ზრუნვა იწვევს . ამ დღესასწაულზე ყველაზე დიდი მუშაობა მაღაზიებს , ბარებს, ბორდელებს და ნარკოტიკის გამსაღებლებს აქვთ . ხალხი , რომელთაც უნდათ მაქსიმალური სიამოვნება განიცადონ , თუნდა ეს ზედოზირებისგან გამოწვეული სიკვდილის ფასად დაუჯდეთ . არც მე გამოვირჩევი მათგან განსხვავება მხოლოდ ის არის , რომ მაღაზიის მინას ვამტრევ, რადგან ჩემს ჯიბეში არსებული ხურდები საკმარსი არ არის ხასიათზე მოსაყვანად . მერე გავრბივარ , გავრბივარ და თან ნისლისებრ ერთად თავმოყრილ ქალაქურ ქაოსს, ჭყეტელა ფერებს და ხალხის ხმაურს ხელით ვფანტავ. ბინის პადიეზდთან საახალწლო კონცერტიდან წამოსული შვლიშვილი ბებიას სიგელს ანახებს. ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო. ახლა ავალ ბნელ ოთახში ჩავიკეტები , საწოლზე გაშოტილი სასმელს ჩავიცლი და ვიფიქრებ ისევ იმავეზე , რაზეც ყოველ დაძინებამდე სულ ვფიქრობ: ჭირსაც წაუღია ის ქადაგებები , რომ მთავარია სიყვარული და არა მატერია . ერთი ადამიანიც არ გამოჩნდა ბნელში სინათლესავით , ვინც მოვიდოდა და სიყვარული მომილოცავდა . ეშმაკმაც დაწყევლოს ფრაზა ,, მშობლების ამაგს შენი კარგად ყოფნით გადაიხდი ,, .
რატომ ვერ შევძელი ისინი ოქროსა და ვერცხლში ჩამესვა?. .. მე არასოდეს მიჩუქებია მათთვის ახალი წლის საჩუქარი … უფრო სწორად ვერ .