როგორ სდუმან არაგვისა, მარად მწვანე ნაპირები,
ქარი არხევს მოხუც ხეებს, უზომოა ჩემი დარდი,
ქარი კვენის უნდა მეთქვა , მე რის თქმასაც ვაპირებდი,
ღერძს მომწყდარი საიდანღაც ძალზედ ძლიერ ჩამოვარდი.
როგორ ანგრევს დარდი სხეულს და სულიც რომ იძირება,
ლაჟვარდი ცაც იღრუბლრბა სიო მღერის თითქოს ნანას,
ვგონებ უკვე ახლოს არის ჩემი მარტოდ მიძინება,
სისხლიანი დავბარბაცებ თითქოს გულში მომხვდა დანა.
უალერსოდ გიალერსებს მომაკვდავი ცივი დილა,
გადამწვარი სახლებიდან გამოდიან მზის სხივები,
ახლა კარგო ზამთარია და უშენოდ ძალზედ მცივა,
სულს აკლია ამაღლება გულს კი შენი ეგ მძივები.
ტატო.