პირველად რომ დავინახე მისმა თვალებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება..
მაშინ მას ლამაზთვალება ვუწოდე..
მას შემდეგ არცერთი შეხვედრის დროს თვალი არმომიცილებია მისთვის..
ის ჩემ დაჟინებულ მზერას მუდმივად გაურბოდა..
მე კი ჯიუტად ვაგრძელებდი მის ყურებას..
ჩვევად მქონდა ქცეული მისი ნაკვთების თვალიერება..
ყოველსაღამოს მის ყურებაში გართული დროის გასვლას ვერასდროს ვგრძნობდი..
ერთხელ მასზე მიშტერებულმა შევამჩნიე უეცრად როგორ გამომხედა..
თვალმოუშორებლად მაკვირდებოდა,
მერე თავი ოდნავ გვერდით გადახარა და გაიღიმა..
იმ წამს ვიგრძენი რომ ეს ლამაზთვალება ბიჭი გაგიჟებით მიყვარდა..
მას შემდეგ თითქოს ტრადიციად გვექცა ყოველსაღამოს ერთმანეთისთვის შორიდან ყურება..
სიტყვების გარეშე..
ვიცოდი მას გონებიდან ვერასოდეს წავშლიდი..
მისი თითოეული გამოხედვის მერე
ჩემი სურვილი მძაფრდებოდა..
მინდოდა მხოლოდ ჩემთვის ეცქირა მის ლამაზ თვალებს და მხოლოდ მე ვყოფილიყავი მისი საოცარი ღიმილის მიზეზი..
მწვავდა მისი მზერა.. მისი თვალები მბურღავდა და საშინლად მაბნევდა..
ჩემი დაბნეულობით ძალიან ხალისობდა..
პირველად რომ სახელით მომმართა სუნთქვა შემეკრა.. მივხვდი მასზე ლამაზად ჩემ სახელს ვერავინ წარმოთქვავდა, მკლავდა და პარალიზებულს მხდიდა მისი ტუჩებიდან ამოთქმული ჩემი სახელი..
მისი სუნი რომ პირველად ვიგრძენი დავიფერფლე..
არც პეპლები ყოფილა და არც ზოოპარკი უბრალოდ ცეცხლის გარეშე ვიწვოდი და მისი ცხელი სუნთქვა ამ ცეცხლს უფრო აღვივებდა..
ვგრძნობდი მის გულისცემას
მის თითოეულ ამოსუნთქვას ვითვლიდი და ამაში ვხედავდი უდიდეს ბედნიერებას
ეს ბიჭი ჩემი ლამაზთვალება იყო..
მისი გულისცემის მოსმენაში გართულმა ვერც კი ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა..
თვალებში ჩამხედა..
დამაბნია და გამაშეშა..
მან კი ნაზად მომაკრო ლოყაზე ტუჩები..
მოულოდნელობისგან თვალები დამეხუჭა..
რამდენიმე წამს შეჩერდა.. მერე
უბრალოდ წავიდა…
ამჯერადაც სიტყვების გარეშე..
თვალები რომ გავახილე გარშემო აღარავინ იყო.
ღამით საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა ყველაფრის გააზრება დავიწყე და ვაღიარე რომ ყველაფერი დასრულდა..
წავიდა..
მე რომ მიყვარს ის ბიჭი ჩემთან აღარ არის,
იმ ბიჭმა მთელ სამყაროს რომ ვამჯობინე, მისი ნაჩუქარი სამყარო მომპარა.
მე იმ ბიჭის თვალებში ვარსკვლავებს ვხედავდი.
მე რომ მიყვარს იმ ბიჭსაც ვუყვარდი..
მე რომ მიყვარს იმ ბიჭს ჩემი ყავისფერი თვალები უყვარდა..
მე რომ მიყვარს იმ ბიჭს ჩემი ღიმილი აბედნიერებდა..
მე რომ მიყვარს ის ბიჭი მისი ლამაზი თვალებით გამორჩეულია,
ის ლამაზთვალება ბიჭი ჩემი ცხოვრების ყველაზე მშვენიერი მონაკვეთის მონაწილეა..
ის ლამაზთვალება ბიჭი ჩემი მშვიდი ცხოვრების სამუდამო ქარიშხალი გახდა..
ის ლამაზთვალება ბიჭი ჩემში საკუთარ ბედნიერებას რომ ხედავდა გაქრა!
T.N☆