fbpx

მომენატრე

0

მომენატრე…
  იცი როგორ?
ძლიერ, ძლიერ მომენატრე

შენი სუნი, შენი ნახვა მომენატრა.
ის დღეებიც და ის დილაც მომენატრა
შენ რომ ჩემი მეგონე და მიყვარდი

ის დღე მიყვარს, პირველად რომ გაგიცანი
და რომ მივხვდი მე შენ უკვე მიყვარდი.
ყველაფერი აირია ჩემს თავში,
მხოლოდ შენ და შენზე ფიქრიღა დარჩით.

ის დღე მახსოვს პირველად რომ გითხარი,
მე შენ ძლიერ, უკვე ძლიერ მიყვარდი.
გითხარი და მეშინოდა პასუხის,
არ ვიცოდი, რას ფიქრობდი, რას გრძნობდი.

ამ მომენტში დავიკარგე ფიქრებში,
აი ისიც, მომივიდა პასუხი.
მომწერე რომ შენც უზომოდ გიყვარდი
და გიკვირდა, მე აქამდე რად ვდუმდი.

ყოველი დღე მიხაროდა შენს გამო.
შენ იყავი, ჩემთვის დილით მზის სხივი,
სახეზე რომ მხვდებოდა და მათბობდა.
ზამთარიცკი თუნდაც ცივი წავიდეს,
შენ ხომ  მყავხარ ჩემი მზე და სულ მათბობ.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!