fbpx

სიყვარული

0

როცა შენ გნახე, მაშინვე მივხდი
უკვე მიყვარდი, ჩემსთავზე მეტად,
მინდოდა სამყარო მომეცა, ჩუმად
და მეთქვა, რომ უკვე შენახარ ჩემი.

    შენი თვალები, ზღვას მაგონებდა.
ზღვასავით მშვიდი და ხან მშფოთვარე,
შენი ტუჩები მარწყვივით ტკბილი,
წითელი როგორც, ვენებში სისხლი.
 
    შენი ღიმილი, ისეთი თბილი როგორც,
მზის სხივი ზამთრის ცივ დილას.
შენი სხეული, გამოძერწილი
ვით მოქანდაკის ნაშრომი წლების.

     როცა გიყურებ, შიგნიდან ვთბები.
ვივსები ყოველგვარ კარგი გრძნობებით.
შენ ჩემში იწვევ ბედნიერებას,
ულევ სიხარულს  და აღმაფრენას.

     ყოველი დილა, თვალის გახელა
და შენი მშვიდი სახის დანახვა,
ამაზე დიდი ბედნიერება,
რაუნდა ინატრის ადამიანმა?..

     მადლობა შენ რომ დღეს ჩემს გვერდით ხარ.
და ყოველი დღე უსასრულოა,
შენ მაძლებ ძალას ყოველთვის ბრძოლის,
და გამარჯვებაც შენს გამო მიყვარს.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!