fbpx
0

ჩავისუნთქე სხვა ჰაერი,
ფეხი დავდგი – მიწა სხვა.
მარტოხელა შავი ბერი…
დავღვარე ცრემლების ზღვა.

არავის აქ არ ვჭირდები,
სხვის მიწაზე რად ვომობ?
ქრება ჩემი იმედები…
ვქრები! მაგრამ ვარსებობ!

აწ წლებია სულში მიწვიმს
და წყვდიადში ვვარდები,
რადგან დედის ლამაზ ღიმილს
მალავს მავთულხლართები.

გთხოვ მაჩუქე ბოლო ცეკვა,
დამაბრუნე, დაო, შინ!
სოფლის ტაძრის ზარის რეკვა
კვლავ ჩამესმის ყურებში.

თითქოს ვარ ობოლი ნავი
და გზას ვეძებ ღამეში.
სახლის წმინდა ცივი ნამიც
დამეკარგა წყვდიადში.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!