“ყველა ადამაინი
თავისებურად ლამაზია,
ყველაშია ის შუქი,
რომელიც შემჩნევას
იმსახურებს. მიგიზიდავს
და მოგანდომებს
მეგობრობას”
რა უფრო უარესია?!
იყო წყალში, ყელამდე ჩაფლული
თუ
იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებისთვისაც სულ ერთი ხარ?!
შემოდგომის სუსხიანი დილაა, სიცივის მიუხედავად ღრუბლებს მიღმა მაინც მოჩანს მზის, მკრთალი სხივი, რომელიც ღრუბლებს გამოანათებს.
ამის მომცქირალი, იმედი გეძლევა, რომ ერთ დღესაც შენს ცხოვრებაშიც გამოანათებს ეს იმედის სხივი, გაარღვევს მუქ, დაბურულ, ბნელ ღრუბლებს და ნათელი ნაპერწკლით გზას ჰაიკვლევს..
აგერ, უკვე ამდენი ხანია ამას ელოდება ჩვენი ამბᲘს გმირი. დიდი ჭიქა მოუმარჯვია;-ყავას სვამს, თან შემოდგომის ამ საოცარ სურათს შესცქერის და ტკბება. ერთდროულად მასში იწვევს, როგორც ცუდ, ასევე სასიამოვნო მოგონებებსაც.
უცებ გზაზე ბავშვების ჟივილ-კივილი გაისმა, პატარა ბავშვები, თავისზე დიდი ჩანთები, რომ მოუკიდიათ ზურგზე;-ძლივს მიათრევენ. გაკვეთილებზე და საშინაო დავალებებზე ბაასობენ.
და მაინც რა კარგია ბავშვობა, რა კარგია პატარა;- უდარდელა, რომ ხარ და ლაღი. მაგრამ ყველას ასეთი უდარდელი ბავშვობა, როდის აქვს…
გვანცას, დიახ გვანცა ქვია მთავარ გმირს, რომელიც დასაწყისში ვახსენე. გოგონას გონებაში მოგონებები ამოუტივტივდა, თითქოს “ჰარი პოტერში” რომაა “საფიქრელა” იქ ჩაყო თავი.
სკოლის პერიოდი, რომლის სამუდამოდ დავიწყება უნდოდა. წარსულის ლაქა, რომელმაც სამუდამო.დაღი დაასვა აწმყოს და მომავალშიც თან დაჰყვება. თითქოს ტყიპასავით მიჰკრობიაო და ვერ იშორებსო.
ერთი ჩვეულებრივი ბაᲕსვი იყო, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა რატომღაც “სხვანაირად” თვლიდნენ, ყველას ვჯსაც კი უნდოდა თავში ურტყამდნენ, აბუჩად იგდებდნენ და ამცირებდნენ..
გოგონა კი ვერაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ ტიროდა. კლასიდან გაიქცეოდა “სანდო ადგილს” მოძებნიდა და იქ იოხებდა გულს ტირილით. შემდეგ კლასში, რომ ბრუნდებოდა თითქოს “ჰარი პოტერის”, “უჩინმაჩინის მოსასხამი” უთხივებია, მოუხურავს და გამქრალაო, ვერც მის ყოფნას ამჩნევდნენ,-ვერც არყოფნას.
ხან წერდა, რასავ გრძნობდა, მერე ხევდა, არავის რომ ენახა.
სახლში დაბრუნებული, დედას უყვებოდა, ხოლმე მომხდარს, ის კი ასე ამშვიდებდა:”ასე იმიტომ იქცევიან, რონ მათთნაირი არ ხარ, მათზე უკეთესი, ხარ-ო”
გოგონას საყვარელი დედის სიტყვები გულზე მალამოსავით ხვდებოდა და ამშვიდებდა.
მოფერებით “ბუტკო და მტვრიანას” ეძახდა, ბუთხუზა დედიკო ჰყავდა, ბუთქუნა ლოყებით, რომელთა მოფჩკვნეტა ძალიან უყვარდა. ბუთხუზა დედიკო სახლში რო დაბრუნდებოდა, მდივანზე დაჯდებოდა დასასვენებლად, თავს კალთაში ჩაუდებდა და სთხოვდა თმებზე მომეფერეო. ო, ამ დროს, გოგონა, როგორი ბედნიერი იყო..
ხშირად იგივე სიტუაციაშია ხოლმე, თუმცა გოგონას დედა აღარ ჰყავს, რომ დაამშვიდოს…
ერთ დღესაც კლასში “ახალი გოგო” გადმოვიდა, “მარტოსულ გოგონას”, მფარველი ანგელოზოვით მოევლინა. ძალიან ლამაზი იყო, სუსტი, მაღალი, ძალიან ჭკვიანი;-კატგადაც სწავლობდა. სხვებისგან განსხვავებით არ თაკილობდა გვანცას გვერდით დაჯდომას. ის იყო პირველი, ვინც ამ გოგონაში ის შუქი შენიშნა, დანარჩენებმა რომ, ვერ დაინახეს, ვინც გულის კარი გაუღო, როგორც კრუხს ჰყავს თავისი წიწილები, “ფრთსბის ქვეშ” შეფარებული ასე ჰყავდა მას გვანცა. გვერდიდან არ იშორებდა და მეცადინეობაშიც ეხმარებოდა.
დრო გავიდა, გვანცა გაიზარდა, მაგრამ ეს “ლაქა” აჩრდილივით მუდამ თან დასდევს, უჭირს თანატოლებთან კონტაქტი, ვერ უგებს,-თავს ზედმეტად გრძნობს…
მთელი ცხოვრებასაკუთარი თავის პოვნაში გაატარა, არ იცოდა რა უნდოდა ცხოვრებისგან, ახლა კი თავის თავი ორ რამეში აღმოაჩინა: წერა და ხელსაქმე, რაც აბედნიერებდს და ახარებდა.
თავის გაქნევით სცადა ჩვენი ამბის მთავარმა გმირმა ფიქრებიდან გამორკვეულიყო, თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა, ყავა უკვე დაელია…
საათს გახედა, თქვა:”ოჰ, რა დრო გასულაო”, მოემზადა Და მომხმარებლისთვის შეკვეთის მისატანად წავიდა. ყველაზე მეტად ის ახარებდა, სხვებისთვის სიხარული რომ მიჰქონდა.