0

ერთ ჩვეულებრივ დილას, ჩვეულებრივ სამსახურში წავიდა. ჩვეულებრივი დილა იყო, მოვლენები ჩვეულებისამებრ ვითარდებოდა. თუმცა ყველაფერი ჩვეულებისამებრ არ მომხდარა. სამსახურში ისე მოხდა რომ ყავის დარიგება მას მოუწია. და სწორედ აქ დაირღვა ჩვეულებრივობა და ის რაც ყოველთვის რუტინულად მეორდებოდა. რადგან ყველა თანამშრომელს იცნობდა ყავის შეტანის შემდეგ 1 წუთი მაინც საუბრობდნენ და შემდეგ ინაცვლებდა შემდეგ კაბინეტში. კაბინეტიდან კაბინეტში. კაბინეტები ერთნაირ სტილზე იყო მოწყობილი, ერთნაერი დიდი ფანჯრებითა და საწერი მაგიდებით, თუმცა ყოველი თანამშრომლის ოთახი განსხვავდებოდა და ამ განსხვავებულობის სტილში მათი პიროვნება იხატებოდა. ზოგს საყვარელი ადამიანების ფოტო სურათები, ზოგს საყვარლი მსახიობის, მომღერლის პლაკატი, ანდა პოლიტიკური ფიგურის პორტრეტი, ზოგს დამსახურებული სიგელები და ჯილდოები, ეკიდა. ზოგს გადატვირთული ჰქონდა ოფისი, ზოგსაც არაფერი ელაგა და შესაძლოა ზოგ კლიენტს დაესკვნა კიდეც თუ როგორი ცარიელი ადამიანი, უინტერესო და რობოტი თანამშრომელი შეიძლება ყოფილიყო. და ახლაღა ამჩნევდა, ამ ყავის დარიგებისას, ერთი შეხედვით, მსგავსი, ჩვეულებრივი თანამშრომლები თუ რაოდენ განსხვავდებონენ ერთმანეთისგან და მაინც როგორ გავდნენ ერთმანეთს. ერთ ენაზე საუბრობდნენ, ყველა ყავას სვამდა, ყველა გავდა ერთმანეთს. რამდენი კაბინეტიც იყო, იმდენი სხვასადხვა-სამყარო. რამდენი განსხვავებული სამყარო თანაარსებობდა ერთად და მათ მხოლოდ უსულო კედლები ჰყოფდათ. და აქ გაჩნდა პირველი კითხვა. რატომ გაყვეს კაბინეტები, რატომ გამოყვეს უსულო კედლებით ერთმანეთისგან? კაბინეტიდან კაბინეტში შესვლისას ამჩნევდა დიდ ფანჯრებს, რომლებიც უფრო თვალშისაცემს ხდიდა მოპირდაპირე შენობაზე უკუღმა დახატულ ძაღლს. კაბინეტიდნ კაბინეტში სიარულისას ხვდებოდა რომ ეს ძაღლი აქამდეც შეუმჩნევია საკუთარი კაბინეტიდან, მაგრამ არასდროს დაჰკვირვებია და გაჰკვირვებია რატომ იყო ის უკუღმა დახატული. ყველა კაბინეტიდან ძაღლი უკუღმა დახატული ჩანდა, თუმცა ერთ-ერთ კაბინეტში შესულს მაშინვე თვალში მოხვდა ძაღლი, ძაღლი რომელიც სწორად ეხატა. გაკვირვებისგან ხმას ვერ იღებდა. მაშინ სკამზე ემჯდომმა თანამშრომელმა გაუღიმა და ფართოდ გაღებული ფანჯარა მიხურა. მაშინ ყველაფერი ნათელი გახდა. ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ დანარჩენმა თანამშრომლებმა არ იცოდნენ ეს, ისევე როგორც მან, რადგან მათ არასდროს უცდიათ ფანჯრის გაღება, ცდით კი ცდიდა რომ დაინტერესებულიყო რომელიმე მათგანი უკუღმა დახატული ძაღლის არსით და რეალობას ფანჯრის გაღებით შეგებებოდა და ასე ჩაეხედა თვალებში მისთვის, მაგრამ არავის უცდია იმ ერთის გარდა. და ყველა აგრძელებდა არასწორი მინიდან ყურებას. თუმცა იმ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და ამავედროს არაჩვეულებრივი დღის შემდეგ იმ ერთის მაგივრად უკვე ორი თანამშრომელი იყურებოდა ფართოდ ღია ფანჯრიდან.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving