ხსნის გზა

Comments

მუდამ სულ სწორად იარე
და შენი თავის იწამე
და დამიჯერე ამით, შენ
სულ წარმატებას მიაღწევ.

არავის სიტყვას არ აჰყვე,
ოცნებებისკენ ისწრაფე,
სხვების შეცდომებს უყურე
და შენ მათ ნაცვლად ისწავლე!

მალე ცვლილებებს შეამჩნევ,
არ გაიკვირვო, იცხადე,
ეს ახლის დასაწყისია
და ვიცი, რომ არ ინანებ.

მუდამ, რომ გეუბნებოდნენ
“სულ სხვის დაკრულზე იარე”
არ დაუჯერო არავის,
მუდამ შენს სათქმელს მიაწექ.

ეს არის ხსნის გზა იცოდე!
მე ჩემი სიტყვა გიამბე.

* * *
იკიდე ყველას აზრები,
შეიხსენ რკინის ჯაჭვები,
შეიშრე სველი ღაწვები
და განიკურნე დარდები.

დაუშვით ყველამ ფარდები
ირგვლივ გაისმის ჰანგები,
ყველამ გაშალეთ აფრები
და გააყოლეთ ქარვები.

ამ წარმატების შემყურე
გადაჰკარ ჭიქა ფანგები
და მოუყევი თაობებს,
რომ ისტორიას დარჩები.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!