0

☆  ☆  ☆

მარტოობაში ვიძინებ

და გულში ტკივილს ვიღვივებ,

წარსულს ვერ ვტოვებ, ვივიწყებ,

მაგრამ წინ და წინ მივიწევ.

გული სულ შენკენ მიბიძგებს,

მაგრამ ეშმაკი მიგინებს,

ანგელოზი კი მიმიგებს:

რომ დღეს ან ხვალე გიტირებ…

განა რა ვქენი? ვიფიქრე

პასუხს არა მცემ, ჭირიმე

სიყვარული, ხომ იცი შენ

ნუთუ ქილიკით მიცინე?

მე მთელ სამყაროს ვიფიცებ

და ამით ჩემს სულს ვიმცირებ,

ვერ გავუძელი, იცი შენ?

და დღეს ვარსკვლავად ვციმციმებ.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!